პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა მეტრეველის ხანმოკლე სიყვარულის ამბავი - "მე ის არასდროს მომიტყუებია"
ლუკა მეტრეველის ხანმოკლე სიყვარულის ამბავი - "მე ის არასდროს მომიტყუებია"

ლუკა მეტ­რე­ვე­ლი, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე გა­იც­ნო და ბევ­რი მას სე­რი­ო­ზულ მო­მა­ვალ­საც უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს. ამ­ბობს, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" წყა­ლო­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა, რად­გა­ნაც რე­პერ­ტუ­არს სხვე­ბი ურ­ჩევ­დნენ...

- პირ­ვე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექ­ტით - "სპი­კე­რი" გა­გიც­ნო...

- ეს იყო ტე­ლეპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­შიც გა­მორ­ჩე­უ­ლად მო­აზ­როვ­ნე ბავ­შვე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 800 მსურ­ვე­ლი­დან, სხვებ­თან ერ­თად, ათე­ულ­ში მეც გა­ვე­დი. რომ გი­თხრა, - პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებ, მაგ­რამ გა­ვი­ჩი­ნე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მა­გა­რი ახლო მე­გობ­რე­ბი, საკ­მა­ოდ კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რე და ვფიქ­რობ, ამ მხრივ ნამ­დვი­ლად ღირ­და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" რო­გორ აღ­მოჩ­ნდი?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ერთი-ორი წელი არც ერთ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვა­პი­რებ­დი. მი­მაჩ­ნდა, რომ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნის შემ­დეგ გავ­რის­კე. მივ­ხვდი, რომ და­სა­კარ­გი არა­ფე­რი მქონ­და. ვფიქ­რობ, ამ პრო­ექ­ტის წყა­ლო­ბით სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მის გა­მოვ­ლე­ნა შე­მეძ­ლო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ისე მოხ­და, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­მე­ცა. ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ ფი­ნალ­ში ვერ გა­ვე­დი, უბ­რა­ლოდ, რე­პერ­ტუ­ა­რი, რო­მე­ლიც შე­მირ­ჩი­ეს, ლუკა მეტ­რე­ველ­ზე მორ­გე­ბუ­ლი არ იყო. თუმ­ცა ამა­ში პრო­დი­უ­სე­რებს არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ: მათ შოუ აქვთ გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ეს მათი ბიზ­ნე­სია...

- მაგ­რამ ერ­თგვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ხომ მი­ი­ღე იმ სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც "შენი არ არის". ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფერს მშვე­ნივ­რად გა­არ­თვი თავი...

- გული არაფ­რის გამო არ მწყდე­ბა. ქარ­თვე­ლებს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ზე დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი, სცე­ნა არ გვაქვს და მე გა­მი­მარ­თლა, ამ სცე­ნა­ზე დგო­მა რომ მო­მიხ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ფი­ლარ­მო­ნი­ის "პად­ზემ­კი­დან" პირ­და­პირ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ამოვ­ყა­ვი თავი, ეს კი ძა­ლი­ან დიდი ნახ­ტო­მია მომ­ღერ­ლის­თვის. კარ­გია ისიც, რომ ხალ­ხმა გა­მიც­ნო. მყავს ბენ­დი, რო­მელ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ, ვწერ სიმ­ღე­რებს და პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩემს ბენ­დსაც წა­ად­გე­ბა: უკვე მცნო­ბენ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კონ­ცერ­ტი რომ გავ­მარ­თოთ, მას­ზე და­სას­წრე­ბად 15 კაცი მა­ინც მოვა.

- თქვენ კონ­ცერ­ტებს აქამ­დეც აწყობ­დით...

- მი­ნი­კონ­ცერ­ტებს, ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვა­წყობ­დით. ერ­თა­დერ­თხელ იყო შემ­თხვე­ვა, როცა ჩემს პირ­ველ ბენდთან ერ­თად, კუს ტბა­ზე გა­მარ­თულ ერთ-ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე 4 სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლე... ახლა კი­დევ უფრო მე­ტად ვა­პი­რებ სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბას, რო­გორც ვო­კა­ლისტს, ბევ­რი რამ მაქვს შე­სას­წავ­ლი.

- ქუ­ჩის მუ­სი­კო­სიც იყა­ვი...

- კი და 15 წლის ასა­კი­დან სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­და. როცა გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა და­ვი­წყე და ავმღერ­დი, ვი­ფიქ­რე: იქ­ნებ რო­გორ­მე, სა­კუ­თა­რი ჯი­ბის ფული ვი­შო­ვო-მეთ­ქი და და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვიდ­რე პრო­ექ­ტში გა­მოვ­ჩნდე­ბო­დი (მე­რეც ვერ შე­ვი­კა­ვე თავი და ერთი-ორ­ჯერ საყ­ვა­რელ ად­გი­ლას, ძვე­ლე­ბუ­რად ავმღერ­დი), მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში ვმღე­რო­დი. პრინ­ციპ­ში, იქ ვის­წავ­ლე სიმ­ღე­რა, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა, მო­ვიხ­სე­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლექ­სი, პა­რა­ლე­ლუ­რად, ღა­მეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად თუ გა­ვა­თევ­დი, დი­ლით ჩემ მიერ ნა­შოვ­ნი ფუ­ლით შე­მეძ­ლო მე­სა­უზ­მა. როცა ადა­მი­ა­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლად დგამ პირ­ველ ნა­ბი­ჯებს, ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ხი­ფა­თოა, რის­კი­ა­ნია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ტკბი­ლი და კარ­გად გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი გახ­ლავთ...

- ამ დროს ცხვირს ბევ­რი იმ­ტვრევს...

- კი, მაგ­რამ ცხვი­რი თუ არ წა­იმ­ტვრიე, არა­ფე­რი გა­მო­ვა.

- ანუ გირ­ჩევ­ნია, სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ის­წავ­ლო, ვიდ­რე ვი­ღა­ცის მა­გა­ლით­ზე?

- სხვა­თა შო­რის, არის ასე­თი ბა­ნა­ლუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მი: ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვის შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლო­ბე­ნო, მაგ­რამ მე ვფიქ­რობ, რომ ათას­ჯერ ნა­ნახს ჯო­ბია, ერთხელ სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­დო; მირ­ჩევ­ნია, ცხვი­რი წა­ვი­ტე­ხო, მაგ­რამ ზუს­ტად ვი­ცო­დე, რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამა თუ იმ ნა­ბიჯს.

- როცა ქუ­ჩა­ში და­ი­წყე სიმ­ღე­რა, ხალ­ხის­თვის იმის დამ­ტკი­ცე­ბა გსურ­და, რომ კარ­გად მღე­რი თუ უბ­რა­ლოდ გინ­დო­და, ჯი­ბის ფული გე­შო­ვა?

- ფუ­ლის ფაქ­ტო­რი ნამ­დვი­ლად არ იყო მთა­ვა­რი. ჯერ ერთი, ჩემს ოჯახს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად 90-იან წლებ­ში ანუ "წი­თე­ლი გა­ზ­ქუ­რის" პე­რი­ოდ­შიც კი არ უჭირ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მეც ყო­ველ­თვის მქონ­და ჯი­ბის ფული, რო­მელ­საც მშობ­ლე­ბი, ბე­ბია-ბა­ბუა მაძ­ლევ­დნენ. მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში სიმ­ღე­რა იმი­ტომ და­ვი­წყე, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი მჭირ­დე­ბო­და. ვფიქ­რობ, რო­დე­საც სხვებს სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებ, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკან გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი დო­ზით და­გიბ­რუნ­დე­ბა.

- სა­კუ­თა­რი ფუ­ლის ხარ­ჯვა ბევ­რად სა­სი­ა­მოვ­ნოა, არა?

- პი­რი­ქით, ხან­და­ხან და­სა­ხარ­ჯად გე­ნა­ნე­ბა კი­დეც. სა­სი­ა­მოვ­ნოა სა­კუ­თა­რი შრო­მის წყა­ლო­ბით რა­ღა­ცას რომ შე­ი­ძენ, მაგ­რამ ფულს ქარს ვერ გა­ა­ტან... იცით, პირ­ველ დღეს "პად­ზემ­კა­ში" მე­გო­ბარ­თან ერ­თად და­ვუ­კა­რი. გი­ტა­რის გაკ­ვე­თი­ლი­დან მოვ­დი­ო­დით და ვუ­თხა­რი: მალ­ხაზ, თა­ვი­სუ­ფალ დროს ხან ლუდს ვსვამთ, ხან სად მივ­დი­ვართ დრო­ის მო­საკ­ლა­ვად და ხან - სად. ამ­ჯე­რად იქ­ნებ, ისე­თი რამე გა­ვა­კე­თოთ, რაც ჯერ არ მოგ­ვი­სინ­ჯავს-მეთ­ქი. ჰოდა, სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, ქუ­ჩა­ში დაგ­ვეკ­რა. თა­ვი­დან კი შემ­რცხვა, მით უმე­ტეს, როცა ნაც­ნო­ბებს მოვკრავ­დი თვალს, მაგ­რამ ნელ-ნელა ყვე­ლა­ფერს შე­ვეჩ­ვიე და ამ ამ­ბავს ჩე­მე­ბიც შე­ე­გუვ­ნენ.

- თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ა­წყდი?

- არა. უბ­რა­ლოდ, თა­ვი­დან ასე­თი შე­კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდათ: "რა­ტომ? ეს რად გინ­და? იქ­ნებ სხვა რამე მო­გე­სინ­ჯა!" მერე მიხ­ვდნენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი რას ნიშ­ნავ­და ჩემ­თვის; უხე­შად რომ ვთქვათ, გა­ი­გეს, რომ სა­მა­თხოვ­როდ არ ვი­ყა­ვი ქუ­ჩა­ში გა­სუ­ლი. ჩემს მშობ­ლებს ყო­ველ­თვის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, რომ მე თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, თა­ვი­სუ­ფა­ლი ჩემს არ­ჩე­ვან­ში და ისი­ნი ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მი­წყობ­დნენ, მხარ­ში მედგნენ. "პად­ზემ­კა­ში" ხან კლა­სე­ლებ­მა და­მი­ნა­ხეს, ხან - კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა, ერთხელ ბე­ბი­ა­მაც გა­მო­ი­ა­რა, მა­მა­ჩე­მის ძმა­კა­ცებ­მა, ნათ­ლი­ამ... უფ­როს თა­ო­ბას ამ ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა ცოტა არ იყოს, უჭირს, მაგ­რამ მად­ლო­ბა ყვე­ლას, რომ ჩემი გა­გე­ბა შეძ­ლეს და იმის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს, რაც მინ­დო­და.

- შენ თქვი, რომ ქუ­ჩის მუ­სი­კო­სო­ბა გარ­კვე­უ­ლი კომ­პლექ­სე­ბის მოხ­სნა­ში და­გეხ­მა­რა...

- თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ცდა იქი­დან მო­დის, რომ ადა­მი­ანს ბევ­რი კომ­პლექ­სი გაქვს და ამ ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვას ცდი­ლობ. რა თქმა უნდა, უკომ­პლექ­სო ადა­მი­ა­ნი გი­ჟია, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბის კომ­პლექ­სი არ მაქვს. რაც თავ­ში მო­მი­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თო. ვცდი­ლობ, იმ გზას გა­ვუყ­ვე, რო­მელ­საც გული და გო­ნე­ბა მი­კარ­ნა­ხებს.

- თუ სა­ი­დუმ­ლო არ არის, დღე­ში რამ­დე­ნი ლა­რის შეგ­რო­ვე­ბას ახერ­ხებ­დი?

- დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით, ორი სა­ა­თი ვუკ­რავ­დი და ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა 15, 20, 30 ლარი შე­მიგ­რო­ვე­ბია, მაგ­რამ ისე­თი შემ­თხვე­ვაც იყო, როცა 80 ლარი "გა­მი­კე­თე­ბია".

- ე.ი. შე­გეძ­ლო, და­ნა­ზოგ­ზეც გე­ფიქ­რა...

- ეს რომ ყო­ფი­ლი­ყო ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, სამ­ჯერ მეტი ხელ­ფა­სი მექ­ნე­ბო­და, ვიდ­რე დე­და­ჩემს აქვს (იცი­ნის).

- დე­და­შე­ნიც მომ­ღე­რა­ლია...

- ვე­რა­ვინ იტყვის, რომ შე­იძ­ლე­ბა, ნიჭი მშობ­ლის­გან გად­მო­გე­ცეს და პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­ვის­თა­ვად გახ­დე. უბ­რა­ლოდ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ მიყ­ვარს. ნიჭ­ზე უფრო მე­ტად და­სა­ფა­სე­ბე­ლია შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, სურ­ვი­ლი და მი­ზან­სწრაფ­ვა. თა­ვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 წელი "ქარ­თულ ხმებ­ში" ვმღე­რო­დი, მერე მუ­ტა­ცია და­მე­წყო, თან - გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სმე­ნი­თაც ვერ და­ვიტ­რა­ბა­ხებ­დი, ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ტო­ნა­ცია მქონ­და და ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, ასე თუ ავმღერ­დე­ბო­დი. ერთხელ მა­მამ გი­ტა­რით ხელ­ში და­მი­ნა­ხა და მი­თხრა: რა იყო, შვი­ლო, რის­თვის და­ათ­რევ ამ გი­ტა­რას, სმე­ნა მა­ინც თუ გაქ­ვსო? როცა პრო­ექ­ტში - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" მი­ვე­დი, მკი­თხეს: რა მიზ­ნით მოხ­ვე­დიო? ვუ­პა­სუ­ხე: მა­მას ვუმ­ტკი­ცებ, რომ სმე­ნა მაქვს-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ვარ­ჯი­შით, მონ­დო­მე­ბით ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა და ამის ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი მე ვარ. ნე­ბის­მი­ე­რი ხმის ტემ­ბრის, დი­ა­პა­ზო­ნის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა შეძ­ლებს გახ­დეს კარ­გი მუ­სი­კო­სი, მომ­ღე­რა­ლი, თუკი მო­ინ­დო­მებს და ბევ­რს იმუ­შა­ვებს სა­კუ­თარ თავ­ზე.

- ლუკა, უკვე ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავს. სხვე­ბის მსგავ­სად, პო­პუ­ლა­რო­ბამ შენც ხომ არ დაგ­ღა­ლა?

- მი­გიხ­ვდი, რისი თქმაც გინ­და, მაგ­რამ თავ­ში ჯერ არა­ფე­რი ამ­ვარ­დნია (იღი­მის). იცი, ზოგ­ჯერ სცე­ნა სი­გი­ჟემ­დე მე­ნატ­რე­ბა; ისე მე­ნატ­რე­ბა, რომ ხან­და­ხან მის სუნ­საც ვგრძნობ. პო­პუ­ლა­რუ­ლი კი არა, უბ­რა­ლოდ, "ცნო­ბა­დი სახე" ვარ და ამან რო­გორ უნდა დამ­ღა­ლოს? მა­შინ რა უნდა თქვას ისეთ­მა მომ­ღე­რალ­მა, რო­მელ­საც 10 მი­ლი­ო­ნი მსმე­ნე­ლი ჰყავს და ქუ­ჩა­ში თავს მარ­თლა ვერ ყოფს?! პი­რა­დად ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა, ხალ­ხი ყუ­რა­დღე­ბას, სით­ბოს რომ იჩენს ჩემ მი­მართ.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ გყავს?

- არა, არ მყავს. მქონ­და გა­ტა­ცე­ბე­ბი და იყო მო­მენ­ტი, როცა მე­გო­ნა, მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ზა­ფხულ­ში ყო­ველ­თვის მე­ხი­ლე­ბო­და თვა­ლი.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- ზა­ფხუ­ლი არის სე­ზო­ნი, როცა ყვე­ლა სა­დღაც მივ­დი­ვართ, ბი­ჭე­ბი ბევ­რს ვსვამთ, ვერ­თო­ბით, "კუ­პალ­ნი­კე­ბი­ა­ნი" გო­გო­ნე­ბი გო­ნე­ბას გვი­რე­ვენ და ა.შ. (იღი­მის).

- სე­რი­ო­ზუ­ლი გრძნო­ბა არას­დროს გწ­ვე­ვია?

- კი, ოღონდ - ეს სიყ­ვა­რუ­ლიც ხან­მოკ­ლე იყო, მხო­ლოდ სამი თვე ვი­ყა­ვით ერ­თად. ერ­თა­დერ­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­ლდათ, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით აღ­ვად­გენ­დი და ამის შან­სი მაქვს, მაგ­რამ ამას არ გა­ვა­კე­თებ - სა­კუ­თარ თავს ვერ ვენ­დო­ბი; ვერ მივ­ცემ თავს უფ­ლე­ბას, იმ ადა­მი­ანს კი­დევ ერთხელ, ცუ­დად მო­ვექ­ცე... ხან­და­ხან მინ­და გო­გო­ნებს "ვე­ი­აზ­ვო", ისი­ნი ვაწ­ვა­ლო, მაგ­რამ არ გა­მომ­დის. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ძა­ლი­ან თბი­ლი ვარ; იმ­დენ სით­ბოს გავ­ცემ, რაც საკ­მა­რის­ზე მე­ტია და ბო­ლოს, ისე ხდე­ბა, რომ მე ვრჩე­ბი მი­ნუს­ში, რად­გან ქა­ლებს უფრო მეტი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა უჩ­ნდე­ბათ, მე კი შე­იძ­ლე­ბა, სულ ერ­თსა და იმა­ვე ხა­სი­ათ­ზე ვერ ვიყო. ჰოდა, ხში­რად ურ­თი­ერ­თო­ბა ამის გამო ფუჭ­დე­ბა, გრძნო­ბა იც­ვი­თე­ბა.

- მა­ინც, რა­ტომ და­შორ­დი საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს?

- შე­იძ­ლე­ბა, დღე­საც ძა­ლი­ან მაგ­რად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ზა­ფხულ­ში თურ­ქეთ­ში წა­ვე­დი და გარ­თო­ბა­ში ძა­ლი­ან "შე­ვი­ჭე­რი"...

- და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბაც და­გა­ვი­წყდა?

- მხო­ლოდ წა­მოს­ვლის წინა დღეს და­ვუ­რე­კე. სა­მა­გი­ე­როდ, როცა ჩა­მო­ვე­დი, მას­თან მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი: არ მე­მე­ტე­ბი იმის­თვის, რომ ტყუ­ილ­ში გა­ცხოვ­რო. მე ეს გა­ვა­კე­თე, ასე ვი­ცხოვ­რე ეს დღე­ე­ბი და თუ მე­ტყვი, ურ­თი­ერ­თო­ბას და­ვას­რუ­ლებთ-მეთ­ქი. მე ის არ მო­მი­ტყუ­ე­ბია - ეს კი და­მე­თან­ხმე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის...

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ლუკა მეტრეველის ხანმოკლე სიყვარულის ამბავი - "მე ის არასდროს მომიტყუებია"

ლუკა მეტრეველის ხანმოკლე სიყვარულის ამბავი - "მე ის არასდროს მომიტყუებია"

ლუკა მეტრეველი, როგორც მომღერალი, საზოგადოებამ უკვე გაიცნო და ბევრი მას სერიოზულ მომავალსაც უწინასწარმეტყველებს. ამბობს, რომ "საქართველოს ვარსკვლავის" წყალობით პოპულარული გახდა, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნების საშუალება არ მიეცა, რადგანაც რეპერტუარს სხვები ურჩევდნენ...

- პირველად საზოგადოებამ პროექტით - "სპიკერი" გაგიცნო...

- ეს იყო ტელეპროექტი, რომელშიც გამორჩეულად მოაზროვნე ბავშვები მონაწილეობდნენ. ბედნიერი ვარ, რომ დაახლოებით 800 მსურველიდან, სხვებთან ერთად, ათეულში მეც გავედი. რომ გითხრა, - პროექტში მონაწილეობით დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ გავიჩინე ძალიან, ძალიან მაგარი ახლო მეგობრები, საკმაოდ კარგი დრო გავატარე და ვფიქრობ, ამ მხრივ ნამდვილად ღირდა მასში მონაწილეობა.

- "საქართველოს ვარსკვლავში" როგორ აღმოჩნდი?

- სიმართლე გითხრათ, ერთი-ორი წელი არც ერთ პროექტში მონაწილეობას არ ვაპირებდი. მიმაჩნდა, რომ ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ მეგობრების დაჟინებული თხოვნის შემდეგ გავრისკე. მივხვდი, რომ დასაკარგი არაფერი მქონდა. ვფიქრობ, ამ პროექტის წყალობით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა შემეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ამის საშუალება არ მომეცა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ფინალში ვერ გავედი, უბრალოდ, რეპერტუარი, რომელიც შემირჩიეს, ლუკა მეტრეველზე მორგებული არ იყო. თუმცა ამაში პროდიუსერებს არ ვადანაშაულებ: მათ შოუ აქვთ გასაკეთებელი, ეს მათი ბიზნესია...

- მაგრამ ერთგვარი გამოცდილება ხომ მიიღე იმ სიმღერების შესრულებით, რომელიც "შენი არ არის". ვფიქრობ, ყველაფერს მშვენივრად გაართვი თავი...

- გული არაფრის გამო არ მწყდება. ქართველებს ფილარმონიაზე დიდი საკონცერტო დარბაზი, სცენა არ გვაქვს და მე გამიმართლა, ამ სცენაზე დგომა რომ მომიხდა. შეიძლება ითქვას, რომ ფილარმონიის "პადზემკიდან" პირდაპირ საკონცერტო დარბაზში ამოვყავი თავი, ეს კი ძალიან დიდი ნახტომია მომღერლისთვის. კარგია ისიც, რომ ხალხმა გამიცნო. მყავს ბენდი, რომელთან ერთად ვმუშაობ, ვწერ სიმღერებს და პროექტში მონაწილეობა გარკვეულწილად, ჩემს ბენდსაც წაადგება: უკვე მცნობენ და დარწმუნებული ვარ, კონცერტი რომ გავმართოთ, მასზე დასასწრებად 15 კაცი მაინც მოვა.

- თქვენ კონცერტებს აქამდეც აწყობდით...

- მინიკონცერტებს, ახლობელი ადამიანების, მეგობრების გარემოცვაში ვაწყობდით. ერთადერთხელ იყო შემთხვევა, როცა ჩემს პირველ ბენდთან ერთად, კუს ტბაზე გამართულ ერთ-ერთ ფესტივალზე 4 სიმღერა შევასრულე... ახლა კიდევ უფრო მეტად ვაპირებ საკუთარ თავზე მუშაობას, როგორც ვოკალისტს, ბევრი რამ მაქვს შესასწავლი.

- ქუჩის მუსიკოსიც იყავი...

- კი და 15 წლის ასაკიდან საკუთარი შემოსავალი მქონდა. როცა გიტარაზე დაკვრა დავიწყე და ავმღერდი, ვიფიქრე: იქნებ როგორმე, საკუთარი ჯიბის ფული ვიშოვო-მეთქი და დაახლოებით 2 წლის განმავლობაში, ვიდრე პროექტში გამოვჩნდებოდი (მერეც ვერ შევიკავე თავი და ერთი-ორჯერ საყვარელ ადგილას, ძველებურად ავმღერდი), მიწისქვეშა გადასასვლელში ვმღეროდი. პრინციპში, იქ ვისწავლე სიმღერა, საკუთარ თავზე მუშაობა, მოვიხსენი ძალიან ბევრი კომპლექსი, პარალელურად, ღამეს მეგობრებთან ერთად თუ გავათევდი, დილით ჩემ მიერ ნაშოვნი ფულით შემეძლო მესაუზმა. როცა ადამიანი დამოუკიდებლად დგამ პირველ ნაბიჯებს, ეს გარკვეულწილად სახიფათოა, რისკიანია, მაგრამ ამავდროულად ტკბილი და კარგად გასახსენებელი გახლავთ...

- ამ დროს ცხვირს ბევრი იმტვრევს...

- კი, მაგრამ ცხვირი თუ არ წაიმტვრიე, არაფერი გამოვა.

- ანუ გირჩევნია, საკუთარ შეცდომებზე ისწავლო, ვიდრე ვიღაცის მაგალითზე?

- სხვათა შორის, არის ასეთი ბანალური გამონათქვამი: ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ათასჯერ ნანახს ჯობია, ერთხელ საკუთარ თავზე გამოსცადო; მირჩევნია, ცხვირი წავიტეხო, მაგრამ ზუსტად ვიცოდე, რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ნაბიჯს.

- როცა ქუჩაში დაიწყე სიმღერა, ხალხისთვის იმის დამტკიცება გსურდა, რომ კარგად მღერი თუ უბრალოდ გინდოდა, ჯიბის ფული გეშოვა?

- ფულის ფაქტორი ნამდვილად არ იყო მთავარი. ჯერ ერთი, ჩემს ოჯახს მატერიალურად 90-იან წლებში ანუ "წითელი გაზქურის" პერიოდშიც კი არ უჭირდა. შესაბამისად, მეც ყოველთვის მქონდა ჯიბის ფული, რომელსაც მშობლები, ბებია-ბაბუა მაძლევდნენ. მიწისქვეშა გადასასვლელში სიმღერა იმიტომ დავიწყე, რომ ადამიანებთან კონტაქტი მჭირდებოდა. ვფიქრობ, როდესაც სხვებს სიამოვნებას მიანიჭებ, ეს ყველაფერი უკან გაორმაგებული დოზით დაგიბრუნდება.

- საკუთარი ფულის ხარჯვა ბევრად სასიამოვნოა, არა?

- პირიქით, ხანდახან დასახარჯად გენანება კიდეც. სასიამოვნოა საკუთარი შრომის წყალობით რაღაცას რომ შეიძენ, მაგრამ ფულს ქარს ვერ გაატან... იცით, პირველ დღეს "პადზემკაში" მეგობართან ერთად დავუკარი. გიტარის გაკვეთილიდან მოვდიოდით და ვუთხარი: მალხაზ, თავისუფალ დროს ხან ლუდს ვსვამთ, ხან სად მივდივართ დროის მოსაკლავად და ხან - სად. ამჯერად იქნებ, ისეთი რამე გავაკეთოთ, რაც ჯერ არ მოგვისინჯავს-მეთქი. ჰოდა, სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ქუჩაში დაგვეკრა. თავიდან კი შემრცხვა, მით უმეტეს, როცა ნაცნობებს მოვკრავდი თვალს, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს შევეჩვიე და ამ ამბავს ჩემებიც შეეგუვნენ.

- თავდაპირველად ოჯახის წევრებისგან წინააღმდეგობას წააწყდი?

- არა. უბრალოდ, თავიდან ასეთი შეკითხვები გაუჩნდათ: "რატომ? ეს რად გინდა? იქნებ სხვა რამე მოგესინჯა!" მერე მიხვდნენ, ეს ყველაფერი რას ნიშნავდა ჩემთვის; უხეშად რომ ვთქვათ, გაიგეს, რომ სამათხოვროდ არ ვიყავი ქუჩაში გასული. ჩემს მშობლებს ყოველთვის გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ მე თავისუფალი ადამიანი ვარ, თავისუფალი ჩემს არჩევანში და ისინი ყველაფერში ხელს მიწყობდნენ, მხარში მედგნენ. "პადზემკაში" ხან კლასელებმა დამინახეს, ხან - კლასის დამრიგებელმა, ერთხელ ბებიამაც გამოიარა, მამაჩემის ძმაკაცებმა, ნათლიამ... უფროს თაობას ამ ყველაფრის გაგება ცოტა არ იყოს, უჭირს, მაგრამ მადლობა ყველას, რომ ჩემი გაგება შეძლეს და იმის გაკეთების საშუალება მომცეს, რაც მინდოდა.

- შენ თქვი, რომ ქუჩის მუსიკოსობა გარკვეული კომპლექსების მოხსნაში დაგეხმარა...

- თავისუფლების განცდა იქიდან მოდის, რომ ადამიანს ბევრი კომპლექსი გაქვს და ამ ყველაფრის დაძლევას ცდილობ. რა თქმა უნდა, უკომპლექსო ადამიანი გიჟია, მაგრამ კონკრეტულად რაღაცის გაკეთების კომპლექსი არ მაქვს. რაც თავში მომივა, აუცილებლად უნდა გავაკეთო. ვცდილობ, იმ გზას გავუყვე, რომელსაც გული და გონება მიკარნახებს.

- თუ საიდუმლო არ არის, დღეში რამდენი ლარის შეგროვებას ახერხებდი?

- დღეში დაახლოებით, ორი საათი ვუკრავდი და ყოფილა შემთხვევა, როცა 15, 20, 30 ლარი შემიგროვებია, მაგრამ ისეთი შემთხვევაც იყო, როცა 80 ლარი "გამიკეთებია".

- ე.ი. შეგეძლო, დანაზოგზეც გეფიქრა...

- ეს რომ ყოფილიყო ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, სამჯერ მეტი ხელფასი მექნებოდა, ვიდრე დედაჩემს აქვს (იცინის).

- დედაშენიც მომღერალია...

- ვერავინ იტყვის, რომ შეიძლება, ნიჭი მშობლისგან გადმოგეცეს და პოპულარული თავისთავად გახდე. უბრალოდ ნიჭიერი ადამიანები არ მიყვარს. ნიჭზე უფრო მეტად დასაფასებელია შრომისმოყვარეობა, სურვილი და მიზანსწრაფვა. თავიდან დაახლოებით 2 წელი "ქართულ ხმებში" ვმღეროდი, მერე მუტაცია დამეწყო, თან - განვითარებული სმენითაც ვერ დავიტრაბახებდი, ძალიან ბევრი დეტონაცია მქონდა და ვერასდროს ვერავინ წარმოიდგენდა, ასე თუ ავმღერდებოდი. ერთხელ მამამ გიტარით ხელში დამინახა და მითხრა: რა იყო, შვილო, რისთვის დაათრევ ამ გიტარას, სმენა მაინც თუ გაქვსო? როცა პროექტში - "საქართველოს ვარსკვლავი" მივედი, მკითხეს: რა მიზნით მოხვედიო? ვუპასუხე: მამას ვუმტკიცებ, რომ სმენა მაქვს-მეთქი. მოკლედ, ვარჯიშით, მონდომებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება და ამის ცოცხალი მაგალითი მე ვარ. ნებისმიერი ხმის ტემბრის, დიაპაზონის მქონე პიროვნება შეძლებს გახდეს კარგი მუსიკოსი, მომღერალი, თუკი მოინდომებს და ბევრს იმუშავებს საკუთარ თავზე.

- ლუკა, უკვე ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. სხვების მსგავსად, პოპულარობამ შენც ხომ არ დაგღალა?

- მიგიხვდი, რისი თქმაც გინდა, მაგრამ თავში ჯერ არაფერი ამვარდნია (იღიმის). იცი, ზოგჯერ სცენა სიგიჟემდე მენატრება; ისე მენატრება, რომ ხანდახან მის სუნსაც ვგრძნობ. პოპულარული კი არა, უბრალოდ, "ცნობადი სახე" ვარ და ამან როგორ უნდა დამღალოს? მაშინ რა უნდა თქვას ისეთმა მომღერალმა, რომელსაც 10 მილიონი მსმენელი ჰყავს და ქუჩაში თავს მართლა ვერ ყოფს?! პირადად ჩემთვის სასიამოვნოა, ხალხი ყურადღებას, სითბოს რომ იჩენს ჩემ მიმართ.

- შეყვარებული არ გყავს?

- არა, არ მყავს. მქონდა გატაცებები და იყო მომენტი, როცა მეგონა, მიყვარდა, მაგრამ ზაფხულში ყოველთვის მეხილებოდა თვალი.

- რას გულისხმობ?

- ზაფხული არის სეზონი, როცა ყველა სადღაც მივდივართ, ბიჭები ბევრს ვსვამთ, ვერთობით, "კუპალნიკებიანი" გოგონები გონებას გვირევენ და ა.შ. (იღიმის).

- სერიოზული გრძნობა არასდროს გწვევია?

- კი, ოღონდ - ეს სიყვარულიც ხანმოკლე იყო, მხოლოდ სამი თვე ვიყავით ერთად. ერთადერთი ურთიერთობა გახლდათ, რომელსაც სიამოვნებით აღვადგენდი და ამის შანსი მაქვს, მაგრამ ამას არ გავაკეთებ - საკუთარ თავს ვერ ვენდობი; ვერ მივცემ თავს უფლებას, იმ ადამიანს კიდევ ერთხელ, ცუდად მოვექცე... ხანდახან მინდა გოგონებს "ვეიაზვო", ისინი ვაწვალო, მაგრამ არ გამომდის. ურთიერთობაში ძალიან თბილი ვარ; იმდენ სითბოს გავცემ, რაც საკმარისზე მეტია და ბოლოს, ისე ხდება, რომ მე ვრჩები მინუსში, რადგან ქალებს უფრო მეტი მოთხოვნილება უჩნდებათ, მე კი შეიძლება, სულ ერთსა და იმავე ხასიათზე ვერ ვიყო. ჰოდა, ხშირად ურთიერთობა ამის გამო ფუჭდება, გრძნობა იცვითება.

- მაინც, რატომ დაშორდი საყვარელ ადამიანს?

- შეიძლება, დღესაც ძალიან მაგრად ვყოფილიყავით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ზაფხულში თურქეთში წავედი და გართობაში ძალიან "შევიჭერი"...

- და საყვარელი ადამიანის არსებობაც დაგავიწყდა?

- მხოლოდ წამოსვლის წინა დღეს დავურეკე. სამაგიეროდ, როცა ჩამოვედი, მასთან მივედი და ვუთხარი: არ მემეტები იმისთვის, რომ ტყუილში გაცხოვრო. მე ეს გავაკეთე, ასე ვიცხოვრე ეს დღეები და თუ მეტყვი, ურთიერთობას დავასრულებთ-მეთქი. მე ის არ მომიტყუებია - ეს კი დამეთანხმებით, მნიშვნელოვანი რამ არის...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება