თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე მადლობას უხდის სრულიად საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას, კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოში მისი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე. ამ თემაზე "ამბები.გე"-ს თავად ნიკა წულუკიძე ესაუბრება.
- ნიკა, რა სიახლეა შენს ცხოვრებაში?
- კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოში ჩემი კანდიდატურა წარადგინეს, რომელსაც მთელმა თეატრალურმა საზოგადოებამ (დედაქალაქისა თუ რეგიონების თეატრებმა) მხარი ერთხმად დაუჭირა.
- მინისტრის მრჩეველი გახდი?
- მინისტრის სარეკომენდაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი გავხდი....
- გილოცავ...
- ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ქართული თეატრის წარმომადგენლებმა ყველაზე მეტი ხმა მე მომცეს. ცოტა შემრცხვა, მაგრამ ამავე დროს გამიხარდა. ვეცდები, ამ ადამიანების ნდობა გავამართლო.
ლალი ფაცია