საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრილ ხიმიჩევი - LIVE Concerts არ არის ზემფირას კონცერტების ორგანიზატორი და არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას
კრილ ხიმიჩევი - LIVE Concerts არ არის ზემფირას კონცერტების ორგანიზატორი და არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას

კომ­პა­ნია LIVE Concerts-ის ერთ-ერთი მმარ­თვე­ლი კრილ ხი­მი­ჩე­ვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. ეს ის კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც გავ­რცლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზემ­ფი­რას კონ­ცერტს უწევ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას. "ამ­ბე­ბი.გე" კრილ ხი­მი­ჩე­ვის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სუ­ხად, გა­უ­წყებთ, რომ კომ­პა­ნია LIVE Concerts არ არის ამ კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და არ იღებს ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არც შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის და არც ბი­ლე­თე­ბის მყიდ­ვე­ლე­ბის წი­ნა­შე. ამი­ტომ, კომ­პა­ნი­ის მი­სა­მარ­თით ნე­ბის­მი­ე­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოა და სა­სა­მარ­თლო გარ­ჩე­ვის სა­გა­ნია.

ბი­ლე­თე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უშუ­ა­ლოდ იმ კომ­პა­ნი­ას უნდა მი­მარ­თოთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტებს უწევ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას", - ნათ­ქვა­მია ხი­მი­ჩე­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი (ქარ­თუ­ლი მხა­რე), კომ­პა­ნია MS events-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მაკო სა­ბა­ნა­ძე აცხა­დებ­და, კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით მთლი­ა­ნად ლატ­ვი­უ­რი მხა­რე, კონ­კრე­ტუ­ლად კი კომ­პა­ნია Live Concerts იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 22-24 ივ­ლისს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, ჩა­ი­შა­ლა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მომ­ღერ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე გუ­შინ გან­თავ­სდა.

იხი­ლეთ ასე­ვე: ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტი ჩა­ი­შა­ლა

კრილ ხიმიჩევი - LIVE Concerts არ არის ზემფირას კონცერტების ორგანიზატორი და არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას

კრილ ხიმიჩევი - LIVE Concerts არ არის ზემფირას კონცერტების ორგანიზატორი და არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას

კომპანია LIVE Concerts-ის ერთ-ერთი მმართველი კრილ ხიმიჩევი, საქართველოში ზემფირას კონცერტების გაუქმებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ეს ის კომპანიაა, რომელიც გავრცლებული ინფორმაციით, ზემფირას კონცერტს უწევდა ორგანიზებას. "ამბები.გე" კრილ ხიმიჩევის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოში ზემფირას კონცერტების ორგანიზებასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის პასუხად, გაუწყებთ, რომ კომპანია LIVE Concerts არ არის ამ კონცერტების ორგანიზატორი და არ იღებს ფინანსურ ვალდებულებას არც შემსრულებლების და არც ბილეთების მყიდველების წინაშე. ამიტომ, კომპანიის მისამართით ნებისმიერი ოფიციალური ბრალდება უსაფუძვლოა და სასამართლო გარჩევის საგანია.

ბილეთების დაბრუნებასთან დაკავშირებით უშუალოდ იმ კომპანიას უნდა მიმართოთ, რომელიც საქართველოში ზემფირას კონცერტებს უწევდა ორგანიზებას", - ნათქვამია ხიმიჩევის განცხადებაში.

როგორც კონცერტის ორგანიზატორი (ქართული მხარე), კომპანია MS events-ის წარმომადგენელი მაკო საბანაძე აცხადებდა, კონცერტის ორგანიზებით მთლიანად ლატვიური მხარე, კონკრეტულად კი კომპანია Live Concerts იყო დაკავებული.

ზემფირას კონცერტი, რომელიც საქართველოში 22-24 ივლისს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. ამის შესახებ განცხადება მომღერლის ოფიციალურ საიტზე გუშინ განთავსდა.

იხილეთ ასევე: ზემფირას კონცერტი ჩაიშალა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება