მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც უცხოელი ვარსკვლავის კონცერტზე ბილეთს ვყიდულობთ
რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც უცხოელი ვარსკვლავის კონცერტზე ბილეთს ვყიდულობთ

როცა ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი მომ­ღერ­ლის ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტი ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ჩა­ი­შა­ლა, ამ ფაქ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ზემ­ფი­რას ფა­ნე­ბი ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­ლა­რო­ებს მი­ა­წყდნენ. 

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ მწვა­ვე თე­მაა, უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა, მათი ღირ­სე­უ­ლი დახ­ვედ­რა, შე­სა­ბა­მი­სი ჰო­ნო­რა­რის გა­დახ­და... ამას ჩვენ­თან ცოტა ადა­მი­ა­ნი თუ ახერ­ხებს. მათ შო­რის არის დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბოლო დროს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­და. მის პრაქ­ტი­კა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერც კი იხ­სე­ნებს ფაქტს, როცა და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი ჩა­ე­შა­ლა, ან თავი ვერ გა­არ­თვა ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას... "ამ­ბე­ბი.გე" და­ვით ოქი­ტაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- დათო, ალ­ბათ, იცით, რომ ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტი ჩა­ი­შა­ლა... რას მი­იჩ­ნევთ იმის მი­ზე­ზად, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნორ­მა­ლუ­რად ვერ ხერ­ხდე­ბა (იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და), უცხო­უ­რი ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა და მათი მას­პინ­ძლო­ბა?

- უპირ­ვე­ლე­სად იმი­ტომ, რომ ბევ­რი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჰკი­დებს ამ საქ­მეს ხელს. უნდა გი­თხრათ, რომ ლატ­ვი­ე­ლი კრი­ლი ხი­მი­ჩევ­სი (კომ­პა­ნია "ლაივ კონ­ცერ­ტის"…გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი) მეც და­მი­კავ­შირ­და და ზემ­ფი­რას ჩა­მოყ­ვა­ნა­სა და მის კონ­ცერტთან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მთხო­ვა (რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი) და მან­ვე მო­მიყ­ვა იმ ფეს­ტი­ვა­ლის ("ოა­ზი­სი") შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მცხე­თა­ში ქარ­თულ მხა­რეს­თან ერ­თად გა­მარ­თა და სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბის­გან პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. ამი­ტომ დახ­მა­რე­ბას მთხოვ­და. მის წი­ნა­და­დე­ბას არ დავ­თან­ხმდი, რად­გან ჩემ­გან უხერ­ხუ­ლი იყო, სხვე­ბის მიერ და­წყე­ბულ საქ­მე­ში ორი კვი­რით ადრე ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი...

რა თქმა უნდა, სა­წყე­ნია, რომ ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტი ვე­ღარ გა­ი­მარ­თე­ბა. გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ ასე­თი ვა­ი­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის წყა­ლო­ბით, ზო­გა­დად სა­ხე­ლი ყვე­ლას უფუჭ­დე­ბა, ვინც ამ ბა­ზარ­ზე წლე­ბია საქ­მი­ა­ნობს... ამას­თან, აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ბი­ლე­თე­ბი შე­ი­ძი­ნეს და ზემ­ფი­რას კონ­ცერტს მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბოდ­ნენ. ისი­ნი სა­მო­მავ­ლოდ ხომ არა­ვის ენ­დო­ბი­ან. 

- რო­გორ უნდა მიხ­ვდეს ადა­მი­ა­ნი იმას, ვის ენ­დოს და ვის - არა?

- მო­სახ­ლე­ო­ბას, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს მივ­მარ­თავ: წი­ნას­წარ კარ­გად გა­მო­იკ­ვლი­ონ იმ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი, თუ რა გა­უ­კე­თე­ბია, რა აქვს აქ­ტივ­ში და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამის შემ­დეგ მი­ი­ღონ... ზემ­ფი­რა, რო­გორც გა­ვი­გე, ამ ფაქ­ტის გამო გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც მომ­ღე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას გეგ­მავ­და.

- იქ­ნებ რა­ი­მე კა­ნო­ნით მოხ­დეს იმის აკ­რძალ­ვა, რომ ყვე­ლას არ ჰქონ­დეს ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნი­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა?

- ამ საქ­მი­ა­ნო­ბას კა­ნო­ნი ვე­რა­ვის აუკ­რძა­ლავს. ისევ ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა გა­აქ­ტი­ურ­დნენ. მეტი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ და ამა თუ იმ პერ­სო­ნის საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ (ვინც კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად აცხა­დებს თავს), მე­ტად გა­ეც­ნონ მას და ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ბი­ლე­თე­ბი ისე შე­ი­ძი­ნონ. უკვე ნახ­სე­ნებ მცხე­თის ფეს­ტი­ვალ "ოა­ზის­ზე", რო­მელ­საც იმა­ვე ადა­მი­ა­ნებ­მა გა­უ­კე­თეს ორ­გა­ნი­ზე­ბა, ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი, მათ შო­რის ხმის რე­ჟი­სო­რი გენა მა­მე­დო­ვი, უჰო­ნო­რა­როდ დარ­ჩა. ასე­თი ბევ­რია.

- ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტი მოგ­ვი­ა­ნე­ბით (შე­მოდ­გო­მა­ზე) გა­ი­მარ­თე­ბაო...

- ეგ ინ­ფორ­მა­ცია ჩემ­თვის ჩი­ნუ­რი­ვით არის...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც უცხოელი ვარსკვლავის კონცერტზე ბილეთს ვყიდულობთ

რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც უცხოელი ვარსკვლავის კონცერტზე ბილეთს ვყიდულობთ

როცა ცნობილი გახდა, რომ საქართველოში რუსი მომღერლის ზემფირას კონცერტი ტექნიკური მიზეზების გამო ჩაიშალა,  ამ ფაქტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ზემფირას ფანები ფილარმონიის სალაროებს მიაწყდნენ. 

დღეს საქართველოში საკმაოდ მწვავე თემაა, უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანა, მათი ღირსეული დახვედრა, შესაბამისი ჰონორარის გადახდა... ამას ჩვენთან ცოტა ადამიანი თუ ახერხებს. მათ შორის არის დათო ოქიტაშვილი, რომელიც ბოლო დროს ამ მიმართულებით მეტად გააქტიურდა. მის პრაქტიკაში, ფაქტობრივად, ვერც კი იხსენებს ფაქტს, როცა დაგეგმილი კონცერტი ჩაეშალა, ან თავი ვერ გაართვა ნაკისრ ვალდებულებას... "ამბები.გე" დავით ოქიტაშვილს დაუკავშირდა.

- დათო, ალბათ, იცით, რომ ზემფირას კონცერტი ჩაიშალა... რას მიიჩნევთ იმის მიზეზად, რომ საქართველოში ნორმალურად ვერ ხერხდება (იშვიათი გამონაკლისების გარდა), უცხოური ვარსკვლავების ჩამოყვანა და მათი მასპინძლობა?

- უპირველესად იმიტომ, რომ ბევრი არაპროფესიონალი ჰკიდებს ამ საქმეს ხელს. უნდა გითხრათ, რომ ლატვიელი კრილი ხიმიჩევსი (კომპანია "ლაივ კონცერტის"…გენერალური დირექტორი) მეც დამიკავშირდა და ზემფირას ჩამოყვანასა და მის კონცერტთან დაკავშირებით, თანამშრომლობა მთხოვა (რომ ქართული მხარე მე ვყოფილიყავი) და მანვე მომიყვა იმ ფესტივალის ("ოაზისი") შესახებ, რომელიც მცხეთაში ქართულ მხარესთან ერთად გამართა და სადაც ქართველებისგან პრობლემები შეექმნა. ამიტომ დახმარებას მთხოვდა. მის წინადადებას არ დავთანხმდი, რადგან ჩემგან უხერხული იყო, სხვების მიერ დაწყებულ საქმეში ორი კვირით ადრე ჩავრთულიყავი...

რა თქმა უნდა, საწყენია, რომ ზემფირას კონცერტი ვეღარ გაიმართება. გული იმაზე მწყდება, რომ ასეთი ვაიორგანიზატორების წყალობით, ზოგადად სახელი ყველას უფუჭდება, ვინც ამ ბაზარზე წლებია საქმიანობს... ამასთან, აღშფოთებულები არიან ადამიანები, ვინც ბილეთები შეიძინეს და ზემფირას კონცერტს მოუთმენლად ელოდებოდნენ. ისინი სამომავლოდ ხომ არავის ენდობიან. 

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი იმას, ვის ენდოს და ვის - არა?

- მოსახლეობას, დაინტერესებულ პირებს მივმართავ: წინასწარ კარგად გამოიკვლიონ იმ ორგანიზატორის შესახებ ყველაფერი, თუ რა გაუკეთებია, რა აქვს აქტივში და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ... ზემფირა, როგორც გავიგე, ამ ფაქტის გამო გაბრაზებულია, რადგანაც მომღერალი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა.

- იქნებ რაიმე კანონით მოხდეს იმის აკრძალვა, რომ ყველას არ ჰქონდეს ასეთი გრანდიოზული ღონიძიების ჩატარების უფლება?

- ამ საქმიანობას კანონი ვერავის აუკრძალავს. ისევ ადამიანები უნდა გააქტიურდნენ. მეტი ყურადღება გამოიჩინონ და ამა თუ იმ პერსონის საქმიანობის მიმართ (ვინც კონცერტის ორგანიზატორად აცხადებს თავს), მეტად გაეცნონ მას და ფილარმონიაში ბილეთები ისე შეიძინონ. უკვე ნახსენებ მცხეთის ფესტივალ "ოაზისზე", რომელსაც იმავე ადამიანებმა გაუკეთეს ორგანიზება, ტექნიკური პერსონალი, მათ შორის ხმის რეჟისორი გენა მამედოვი, უჰონორაროდ დარჩა. ასეთი ბევრია.

- ორგანიზატორებმა განაცხადეს, ზემფირას კონცერტი მოგვიანებით (შემოდგომაზე) გაიმართებაო...

- ეგ ინფორმაცია ჩემთვის ჩინურივით არის...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება