პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "არ შეიძლება ბერიას მიმართ რამე თბილი გრძნობები მამოძრავებდეს"
მიხეილ სააკაშვილი - "არ შეიძლება ბერიას მიმართ რამე თბილი გრძნობები მამოძრავებდეს"

პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე იმ ადა­მი­ა­ნებს პა­სუ­ხობს, ვინც "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტი ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას "თაყ­ვა­ნის­მცემ­ლად შე­რა­ცხა".

"იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, ვი­საც გუ­შინ­დე­ლი ჩემი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა, ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას თაყ­ვა­ნის­მცემ­ლად გა­მო­მიყ­ვა­ნონ: მე ვიზ­რდე­ბო­დი ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის მრა­ვალ­თა­ო­ბი­ან ოჯახ­ში და, სხვებ­თან ერ­თად, მზრდიდ­ნენ და ჩემს მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას აყა­ლი­ბებ­დნენ ჩემი დიდი ბე­ბია და ბა­ბუა. ბე­ბი­ა­ჩე­მის, თა­მარ აბა­ში­ძის, ძმა უშუ­ა­ლოდ ბე­რი­ას ბრძა­ნე­ბით დახ­ვრი­ტეს 1937 წელს, ხოლო მა­მა­მი­სი, ჭი­ა­თუ­რის სა­ბა­დო­ე­ბის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი, მრა­ვა­ლი წლით გა­და­ა­სახ­ლეს და პრაქ­ტი­კუ­ლად ამ გა­და­სახ­ლე­ბით გა­ა­ნად­გუ­რეს, ვი­ნა­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­დან სულ ცოტა ხან­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ჩემი დიდი ბა­ბუა, ნი­კო­ლოზ წე­რე­თე­ლი, ასე­ვე პი­რა­დად ბე­რი­ას ბრძა­ნე­ბით გა­უ­ყე­ნეს მისი ძმის, ალექ­სან­დრე წე­რეთ­ლის კვალს და ათი წლით გა­ამ­წე­სეს ციმ­ბი­რის ბა­ნაკ­ში მათ ბი­ძას­თან, მი­ხა­კო წე­რე­თელ­თან კავ­ში­რის გამო, მე კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ კურ­სზე და­მა­პა­ტიმ­რა უკ­რა­ი­ნის "კგბ"-მ და სტა­ლი­ნის და ბე­რი­ას დრო რომ ყო­ფი­ლი­ყო, იგი­ვე ბედი არ ამ­ცდე­ბო­და.

ამი­ტომ, ალ­ბათ ხვდე­ბით, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ბე­რი­ას მი­მართ რამე თბი­ლი ან თუნ­დაც პო­ზი­ტი­უ­რი გრძნო­ბე­ბი მა­მოძ­რა­ვებ­დეს.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სწო­რედ ამ ჯა­ლა­თის ბრძა­ნე­ბით აშენ­და თბი­ლი­სის ახა­ლი ცენ­ტრი, გა­და­წყდა მეტ­როს მშე­ნებ­ლო­ბა და ბევ­რი სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან ერ­თად, ბოლო წლებ­ში ჩვენ იმა­ვე და უფრო დიდი მას­შტა­ბის მშე­ნებ­ლო­ბე­ბი წა­მო­ვი­წყეთ, ნა­წი­ლი და­ვას­რუ­ლეთ კი­დეც, მაგ­რამ თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი არ­ტე­რი­ის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც რკი­ნიგ­ზის გა­და­ტა­ნით იქ­მნე­ბო­და, სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­მა მთავ­რო­ბამ შე­ა­ჩე­რა. არა­და, ეს არის ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლი და მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ოდეს­მე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა თბი­ლის­ში და მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი უკვე და­წყე­ბუ­ლია. ამ პრო­ექ­ტის შუა გზა­ზე მი­ტო­ვე­ბა მავ­ნებ­ლო­ბაა და სხვა არა­ფე­რი", - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ნა­ნუ­კას შო­უ­ში", რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს მი­ე­ძღვნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თბი­ლისს ჰყავ­და აღ­მა­შე­ნებ­ლე­ბი და და­მან­გრევ­ლე­ბი. მან აღ­მა­შე­ნებ­ლებს შო­რის, ლავ­რენ­ტი ბე­რია მო­იხ­სე­ნია.

"მე თბი­ლი­სე­ლი ვარ, თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე და მოვ­კვდე­ბი, მაგ­რამ ვთვლი­დი და ვთვლი, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თარ­დეს რე­გი­ო­ნე­ბი. თბი­ლისს ჰყავ­და თა­ვის და­მან­გრევ­ლე­ბი დ მა­გა­ლი­თად, აღა-მაჰ­მად­ხა­ნი და თენ­გი­ზა კი­ტო­ვა­ნი, ასე­ვე სი­გუა და ჯაბა, შე­ვარ­დნა­ძეც, სხვა­თა შო­რის, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და, მაგ­რამ ჰყავ­და აღმშე­ნებ­ლე­ბიც, მა­გა­ლი­თად, ვო­რონ­ცო­ვი, რო­მელ­მაც მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში სას­წა­უ­ლე­ბი მო­ახ­დი­ნა აქ და ლავ­რენ­ტი ბე­რია, რო­მელ­მაც მთაწ­მინ­და და სა­ნა­პი­რო­ე­ბი გა­ა­შე­ნა და გამ­წვა­ნე­ბა­შიც დიდი როლი შე­ი­ტა­ნა", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

მიხეილ სააკაშვილი - "არ შეიძლება ბერიას მიმართ რამე თბილი გრძნობები მამოძრავებდეს"

მიხეილ სააკაშვილი - "არ შეიძლება ბერიას მიმართ რამე თბილი გრძნობები მამოძრავებდეს"

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც "ნანუკას შოუში" მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ პრეზიდენტი ლავრენტი ბერიას "თაყვანისმცემლად შერაცხა".

"იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვისაც გუშინდელი ჩემი ინტერვიუს შემდეგ სურვილი გაუჩნდა, ლავრენტი ბერიას თაყვანისმცემლად გამომიყვანონ: მე ვიზრდებოდი ქართული ინტელიგენციის მრავალთაობიან ოჯახში და, სხვებთან ერთად, მზრდიდნენ და ჩემს მსოფლმხედველობას აყალიბებდნენ ჩემი დიდი ბებია და ბაბუა. ბებიაჩემის, თამარ აბაშიძის, ძმა უშუალოდ ბერიას ბრძანებით დახვრიტეს 1937 წელს, ხოლო მამამისი, ჭიათურის საბადოების ყოფილი მფლობელი, მრავალი წლით გადაასახლეს და პრაქტიკულად ამ გადასახლებით გაანადგურეს, ვინაიდან დაბრუნებიდან სულ ცოტა ხანში გარდაიცვალა.

ჩემი დიდი ბაბუა, ნიკოლოზ წერეთელი, ასევე პირადად ბერიას ბრძანებით გაუყენეს მისი ძმის, ალექსანდრე წერეთლის კვალს და ათი წლით გაამწესეს ციმბირის ბანაკში მათ ბიძასთან, მიხაკო წერეთელთან კავშირის გამო, მე კი უნივერსიტეტის პირველ კურსზე დამაპატიმრა უკრაინის "კგბ"-მ და სტალინის და ბერიას დრო რომ ყოფილიყო, იგივე ბედი არ ამცდებოდა.

ამიტომ, ალბათ ხვდებით, რომ არ შეიძლება ბერიას მიმართ რამე თბილი ან თუნდაც პოზიტიური გრძნობები მამოძრავებდეს.

ამის მიუხედავად, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ ჯალათის ბრძანებით აშენდა თბილისის ახალი ცენტრი, გადაწყდა მეტროს მშენებლობა და ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან ერთად, ბოლო წლებში ჩვენ იმავე და უფრო დიდი მასშტაბის მშენებლობები წამოვიწყეთ, ნაწილი დავასრულეთ კიდეც, მაგრამ თბილისის ცენტრალური არტერიის პროექტი, რომელიც რკინიგზის გადატანით იქმნებოდა, სამწუხაროდ, ახალმა მთავრობამ შეაჩერა. არადა, ეს არის ყველაზე პერსპექტიული და მასშტაბური პროექტი, რომელიც ოდესმე განხორციელებულა თბილისში და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაწყებულია. ამ პროექტის შუა გზაზე მიტოვება მავნებლობაა და სხვა არაფერი", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

"ნანუკას შოუში", რომელიც პრეზიდენტს მიეძღვნა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისს ჰყავდა აღმაშენებლები და დამანგრევლები. მან აღმაშენებლებს შორის, ლავრენტი ბერია მოიხსენია.

"მე თბილისელი ვარ, თბილისში დავიბადე, გავიზარდე და მოვკვდები, მაგრამ ვთვლიდი და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში განვითარდეს რეგიონები. თბილისს ჰყავდა თავის დამანგრევლები დ მაგალითად, აღა-მაჰმადხანი და თენგიზა კიტოვანი, ასევე სიგუა და ჯაბა, შევარდნაძეც, სხვათა შორის, რადგან ეს ყველაფერი მისი მმართველობის პერიოდში ხდებოდა, მაგრამ ჰყავდა აღმშენებლებიც, მაგალითად, ვორონცოვი, რომელმაც მე-19 საუკუნეში სასწაულები მოახდინა აქ და ლავრენტი ბერია, რომელმაც მთაწმინდა და სანაპიროები გააშენა და გამწვანებაშიც დიდი როლი შეიტანა", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ძაღლის პატრონი თვეებია სასჯელს იხდის... ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა" - წინამძღვრიშვილზე მომხდარი ამბის დეტალები

მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ - ოჯახი დახმარებას ითხოვს

პარიზში ქართველმა გოგომ ღომით ფეხი დაიწვა - გუგა ქაშიბაძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"