კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოაჩინა კიაზო ფიცხელაურმა ყორღანში ოქროს ლომის ფიგურა
როგორ აღმოაჩინა კიაზო ფიცხელაურმა ყორღანში ოქროს ლომის ფიგურა

სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენტ კი­ა­ზო (კონ­სტან­ტი­ნე) ფი­ცხე­ლა­უ­რის სა­ხელს არა­ერ­თი უნი­კა­ლუ­რი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნა უკავ­შირ­დე­ბა. პრო­ფე­სო­რი რვა მო­ნოგ­რა­ფი­ი­სა და ასზე მეტი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რია. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კა­ხე­თის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის უც­ვლელ ხელ­მძღვა­ნელს, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ზე­ზი და პრო­ფე­სი­ი­დან სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა ვთხო­ვეთ. ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოთახ­ში ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის პორ­ტრე­ტის ქვეშ ვის­ხე­დით, როცა არ­ქე­ო­ლოგ­მა მაჩ­ვე­ნა წიგ­ნი, რომ­ლის პირ­ველ გვერ­დზე შე­მაშ­ფო­თე­ბელ ფაქტს წა­ვა­წყდი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­ლო­ბით, პირ­ველ გვერ­დზე და­ტა­ნილ რუ­კა­ზე ალ­ბა­ნე­თის სა­ზღვა­რი მცხე­თას­თან არის გად­მო­ტა­ნი­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად, იბე­რია აღარ არ­სე­ბობს. ღიად თუ ფა­რუ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ას ამ­გვა­რი გზით გვე­და­ვე­ბა. "წიგ­ნი წელს ინ­გლის­ში, ოქსფორ­დის მი­ე­რაა გა­მო­ცე­მუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო აღარ არის, ამ ტე­რი­ტო­რი­ას ალ­ბა­ნე­თი აწე­რია", - მი­თხრა ბა­ტონ­მა კი­ა­ზომ და იქვე გან­მარ­ტა: "აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამას მივ­ხე­დოთ, მეც­ნი­ე­რუ­ლად უნდა და­დას­ტურ­დეს ყვე­ლა­ფე­რი და მსოფ­ლი­ო­ში უნდა გა­ვავ­რცე­ლოთ ეს ინ­ფორ­მა­ცია. მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ას ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავს - გი­ორ­გი კვე­სი­ტა­ძე და მან ჩვე­ნი პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რის შემ­დეგ იტა­ლი­ა­ში გაგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, რომ ამ ფაქტს მალე მოჰ­ყვეს რე­ა­გი­რე­ბა"...

- მამა აგ­რო­ნო­მი იყო, დედა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობ­და. ჩემ­მა დამ სა­მე­დი­ცი­ნო და­ამ­თავ­რა, თუმ­ცა მო­წო­დე­ბით ლი­ტე­რა­ტო­რი გახ­ლდათ. დღეს ის აღარ არის ცო­ცხა­ლი. ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე ვაჟ­თა მეშ­ვი­დე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ჩვენს კლას­ში სწავ­ლობ­და ლაშა ჯა­ნა­შია - სი­მონ ჯა­ნა­ში­ას ვაჟი. ბა­ტო­ნი სი­მო­ნი ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს, ის 1947 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, როცა მე 17 წლის ვი­ყა­ვი. ჩვე­ნი კლა­სი­დან ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ცხრა­ნი წა­ვე­დით და ეს ალ­ბათ იმის გამო, რომ სწო­რედ ბა­ტონ სი­მონ­თან მოგ­ვიხ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ლა­შას­თან პირ­ვე­ლი კლა­სი­დან, ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობ­დი, ჯერ თერ­თმეტ­სარ­თუ­ლი­ან­ში დავ­დი­ო­დი მათ­თან, შემ­დეგ - თარ­ხნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ისი­ნი გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. ჩემი მე­ო­რე მე­გო­ბა­რი ვარ­ლამ თო­ფუ­რი­ას ვაჟი გახ­ლდათ. ფო­ტოგ­რა­ფი­ით ვი­ყა­ვით გა­ტა­ცე­ბუ­ლი და სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. ბა­ტო­ნი ვარ­ლა­მი დროს ჩვენ­თან ერ­თად ატა­რებ­და, სუფ­რა­ზეც ერ­თად ვის­ხე­დით. თა­მა­შებს გვას­წავ­ლი­და, ჩვენ­თან ერ­თად დგე­ბო­და წრე­ზე (იღი­მის). როცა ცოლი შე­ვირ­თე, მა­შინ ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მოგ­ზა­უ­რო­ბა მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბა იყო და ჩვენც ასე მო­ვი­ქე­ცით. იქ ძია ვარ­ლა­მი და მისი მე­უღ­ლე თა­მა­რი შეგ­ვხვდნენ და "არაგ­ვში" დაგვპა­ტი­ჟეს. ჩემი მე­უღ­ლე, ნანა მა­მა­ი­აშ­ვი­ლი, არ­ქე­ო­ლო­გია და შვი­ლიც ამა­ვე პრო­ფე­სი­ი­საა. სულ მინ­დორ­ზე ვი­ყა­ვით და ჩვე­ნი ვა­ჟიც იქ არის გაზ­რდი­ლი... სა­ერ­თოდ, მინ­და გი­თხრათ, რომ იმ დროს სხვაგ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და უფ­რო­სებ­სა და უმ­ცრო­სებს, მას­წავ­ლებ­ლებ­თა­ნაც სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მეშ­ვი­დე ვაჟ­თა სკო­ლა­ში ყვე­ლა ამ­რე­ვი იყო, მაგ­რამ მთე­ლი კლა­სი მა­ინც კარ­გად სწავ­ლობ­და.

- სტუ­დენ­ტო­ბის წლე­ბი გა­იხ­სე­ნეთ...

- ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ქა­ლაქ­გა­რეთ გავ­დი­ო­დით, ძეგ­ლებს ვსტუმ­რობ­დით და ეს ნიკო კე­ცხო­ვე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით ხდე­ბო­და. ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რექ­ტო­რი და სტუ­დენ­ტე­ბის მე­გო­ბა­რი იყო. ჩვე­ნი ჯგუ­ფი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მე ან­დრო აფა­ქი­ძეს­თან ბიჭ­ვინ­თა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გვქონ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­კო­სე­ბი გვყავ­და: ნიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი... ბა­ტო­ნი ივა­ნეს ფოტო, რო­მე­ლიც ოთახ­ში კი­დია, მის­მა შვილ­მა მა­მის და­ბა­დე­ბის ასი წლის­თავ­ზე მა­ჩუ­ქა.

- პირ­ვე­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი, პირ­ვე­ლი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბი და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია... ჩვენ, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი, ყვე­ლა­ნი მცხე­თა­ში გა­ვი­ზარ­დეთ. მცხე­თის ექ­სპე­დი­ცი­ებს სან­დრო კა­ლან­და­ძე და გი­ორ­გი ლომ­თა­თი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ. ყვე­ლა­ფერს მათ­გან ვსწავ­ლობ­დით. იმ დროს კა­ხე­თი შე­უს­წავ­ლე­ლი, თეთ­რი ლაქა იყო. ას­პი­რან­ტი ვი­ყა­ვი, როცა მე­ლა­ან­ში აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­კეთ­და. იქ ჩემი ახალ­გაზ­რდა ასა­კის გამო არ გამ­გზავ­ნეს. ბა­ტონ­მა სან­დრო კა­ლან­და­ძემ თქვა, ოღონდ წა­მო­ვი­დეს და ხელ­მძღვა­ნე­ლად მე წა­ვა­ლო. ექ­სპე­დი­ცი­ის უფ­ლე­ბა მა­საც არ მის­ცეს და ამი­ტომ სა­ბუ­თებ­ში გაგ­ვა­ფორ­მა მცხე­თის რაზ­მის სა­ხელ­წო­დე­ბით. კა­ხეთ­ში გა­თხრე­ბი ასე და­ვი­წყეთ და ეს გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი იყო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როგორ აღმოაჩინა კიაზო ფიცხელაურმა ყორღანში ოქროს ლომის ფიგურა

როგორ აღმოაჩინა კიაზო ფიცხელაურმა ყორღანში ოქროს ლომის ფიგურა

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ კიაზო (კონსტანტინე) ფიცხელაურის სახელს არაერთი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა უკავშირდება. პროფესორი რვა მონოგრაფიისა და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მრავალი წლის განმავლობაში, კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის უცვლელ ხელმძღვანელს, საქართველოს ისტორიით დაინტერესების მიზეზი და პროფესიიდან საინტერესო დეტალების გახსენება ვთხოვეთ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ოთახში ივანე ჯავახიშვილის პორტრეტის ქვეშ ვისხედით, როცა არქეოლოგმა მაჩვენა წიგნი, რომლის პირველ გვერდზე შემაშფოთებელ ფაქტს წავაწყდი. აზერბაიჯანული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის წყალობით, პირველ გვერდზე დატანილ რუკაზე ალბანეთის საზღვარი მცხეთასთან არის გადმოტანილი და ფაქტობრივად, იბერია აღარ არსებობს. ღიად თუ ფარულად, აზერბაიჯანი ჩვენს ტერიტორიას ამგვარი გზით გვედავება. "წიგნი წელს ინგლისში, ოქსფორდის მიერაა გამოცემული. საქართველო აღარ არის, ამ ტერიტორიას ალბანეთი აწერია", - მითხრა ბატონმა კიაზომ და იქვე განმარტა: "აუცილებელია ამას მივხედოთ, მეცნიერულად უნდა დადასტურდეს ყველაფერი და მსოფლიოში უნდა გავავრცელოთ ეს ინფორმაცია. მეცნიერებათა აკადემიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - გიორგი კვესიტაძე და მან ჩვენი პირველივე შეხვედრის შემდეგ იტალიაში გაგზავნა წერილი, რომ ამ ფაქტს მალე მოჰყვეს რეაგირება"...

- მამა აგრონომი იყო, დედა უნივერსიტეტში მუშაობდა. ჩემმა დამ სამედიცინო დაამთავრა, თუმცა მოწოდებით ლიტერატორი გახლდათ. დღეს ის აღარ არის ცოცხალი. ბარნოვის ქუჩაზე ვაჟთა მეშვიდე სკოლაში ვსწავლობდი. ჩვენს კლასში სწავლობდა ლაშა ჯანაშია - სიმონ ჯანაშიას ვაჟი. ბატონი სიმონი ბუნდოვნად მახსოვს, ის 1947 წელს გარდაიცვალა, როცა მე 17 წლის ვიყავი. ჩვენი კლასიდან ისტორიის ფაკულტეტზე ცხრანი წავედით და ეს ალბათ იმის გამო, რომ სწორედ ბატონ სიმონთან მოგვიხდა ურთიერთობა. ლაშასთან პირველი კლასიდან, ოჯახებით ვმეგობრობდი, ჯერ თერთმეტსართულიანში დავდიოდი მათთან, შემდეგ - თარხნიშვილის ქუჩაზე, სადაც ისინი გადავიდნენ საცხოვრებლად. ჩემი მეორე მეგობარი ვარლამ თოფურიას ვაჟი გახლდათ. ფოტოგრაფიით ვიყავით გატაცებული და სულ ერთად ვიყავით. ბატონი ვარლამი დროს ჩვენთან ერთად ატარებდა, სუფრაზეც ერთად ვისხედით. თამაშებს გვასწავლიდა, ჩვენთან ერთად დგებოდა წრეზე (იღიმის). როცა ცოლი შევირთე, მაშინ ჩვენთვის ყველაზე დიდი მოგზაურობა მოსკოვში გამგზავრება იყო და ჩვენც ასე მოვიქეცით. იქ ძია ვარლამი და მისი მეუღლე თამარი შეგვხვდნენ და "არაგვში" დაგვპატიჟეს. ჩემი მეუღლე, ნანა მამაიაშვილი, არქეოლოგია და შვილიც ამავე პროფესიისაა. სულ მინდორზე ვიყავით და ჩვენი ვაჟიც იქ არის გაზრდილი... საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ იმ დროს სხვაგვარი დამოკიდებულება გვქონდა უფროსებსა და უმცროსებს, მასწავლებლებთანაც სხვა ურთიერთობა გვქონდა. მეშვიდე ვაჟთა სკოლაში ყველა ამრევი იყო, მაგრამ მთელი კლასი მაინც კარგად სწავლობდა.

- სტუდენტობის წლები გაიხსენეთ...

- ყოველ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავდიოდით, ძეგლებს ვსტუმრობდით და ეს ნიკო კეცხოველის დამსახურებით ხდებოდა. ის არაჩვეულებრივი რექტორი და სტუდენტების მეგობარი იყო. ჩვენი ჯგუფიდან ყოველწლიურად არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობდნენ. მე ანდრო აფაქიძესთან ბიჭვინთაში ვმუშაობდი და ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა. არაჩვეულებრივი ისტორიკოსები გვყავდა: ნიკო ბერძენიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი... ბატონი ივანეს ფოტო, რომელიც ოთახში კიდია, მისმა შვილმა მამის დაბადების ასი წლისთავზე მაჩუქა.

- პირველი აღმოჩენებისგან გამოწვეული სიხარული, პირველი ექსპედიციები დაუვიწყარი იქნება...

- რასაკვირველია... ჩვენ, არქეოლოგები, ყველანი მცხეთაში გავიზარდეთ. მცხეთის ექსპედიციებს სანდრო კალანდაძე და გიორგი ლომთათიძე ხელმძღვანელობდნენ. ყველაფერს მათგან ვსწავლობდით. იმ დროს კახეთი შეუსწავლელი, თეთრი ლაქა იყო. ასპირანტი ვიყავი, როცა მელაანში აღმოჩენები გაკეთდა. იქ ჩემი ახალგაზრდა ასაკის გამო არ გამგზავნეს. ბატონმა სანდრო კალანდაძემ თქვა, ოღონდ წამოვიდეს და ხელმძღვანელად მე წავალო. ექსპედიციის უფლება მასაც არ მისცეს და ამიტომ საბუთებში გაგვაფორმა მცხეთის რაზმის სახელწოდებით. კახეთში გათხრები ასე დავიწყეთ და ეს გასული საუკუნის 60-იანი წლები იყო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია