პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინის სიმღერის საშუალებას არ აძლევდნენ, რაც სოფო ნიჟარაძის დამსახურება იყო"
"ნინის სიმღერის საშუალებას არ აძლევდნენ, რაც სოფო ნიჟარაძის დამსახურება იყო"

"ვე­რას­დროს ვა­პა­ტი­ებ და­ვით ბაქ­რა­ძეს იმას, რომ მო­მი­წო­და, ქუ­ჩა­ში დანა-ჩან­გლით გავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი", - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი. მისი აზ­რით, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რისი გა­კე­თე­ბაც კი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ არის, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს მის­ცემს. რა­ტომ მო­უ­წო­და ბაქ­რა­ძემ დანა-ჩან­გლით ქუ­ჩა­ში გა­ვარ­დნის­კენ, რის გა­კე­თე­ბას უმად­ლის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და რო­მელ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას? ამ კი­თხვე­ბით ქალ­ბა­ტონ ლა­ლის მივ­მარ­თეთ.

ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ქარ­თუ­ლი მიწა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე აღარ გა­ი­ყი­დე­ბა... ასე­ვე ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ სო­ფე­ლი გა­მო­ცო­ცხლდა... სა­მეგ­რე­ლო­სა და ქარ­თლში ახ­ლობ­ლე­ბი მყავს, რომ­ლე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­წე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის­თვის ტრაქ­ტო­რებ­სა და კომ­ბა­ი­ნებს აძ­ლევს (დრო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში). ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა მი­თხრა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წვა­ლობ­და და 4 ტო­ნა­ზე მეტი ხორ­ბა­ლი ვერ მო­ი­წია, ახლა კი 7 ტო­ნას ელო­დე­ბა. 9 თვე­ში ეს შე­დე­გი უკვე კარ­გია. სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ნელ-ნელა გვარ­დე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სიც იწყე­ბა... ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მხრივ სა­სი­კე­თო არა­ფე­რი იკ­ვე­თე­ბა, ეს იმ­დე­ნად რთუ­ლი პრობ­ლე­მაა, რომ ჯერ ამის იმე­დი არც უნდა გვქო­ნო­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ჩემი იმე­დი გა­ა­მარ­თლა. გული მწყდე­ბა, რომ ზო­გი­ერ­თე­ბი მო­უთ­მენ­ლო­ბას იჩე­ნენ და შე­დე­გის მალე მი­ღე­ბა უნ­დათ. ასე არ გა­მო­ვა, სწრა­ფი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მხო­ლოდ ავ­ტო­რი­ტა­რულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­უძ­ლია, ბრძა­ნე­ბას გას­ცემს და თუ ვინ­მე არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა ან ხელს შე­უშ­ლის, დე­დას უტი­რებს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სწო­რედ ისე იქ­ცე­ვა, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას შე­ე­ფე­რე­ბა. რა­საც ახლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დი აკე­თებს, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" იმის მე­ა­თე­დიც რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ჟურ­ნა­ლის­ტებს და­იხ­ვევ­დნენ თავ­ზე, ქვე­ყა­ნას შეძ­რავ­დნენ, - ნა­ხეთ, რამ­დე­ნი საქ­მე გა­ვა­კე­თე­თო. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ჩუ­მად, ნელა და და­უყ­ვედ­რებ­ლად მუ­შა­ობს. სულ რა­ღაც ერთი წლის წინ ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ბაჩო ახა­ლა­ია გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ?

- ანუ ფიქ­რობთ, რომ მათი და­პა­ტიმ­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი და­ი­წყო?

- რა თქმა უნდა, აბა, ახლა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ხომ არ და­ი­ჭერ­დნენ? სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი ყვე­ლა იმ ძალ­მომ­რე­ო­ბა­სა და უსა­მარ­თლო­ბა­ზე, რა­საც ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. სწო­რედ მე­რა­ბიშ­ვილ­სა და ახა­ლა­ი­ებს ეკის­რე­ბათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ ვი­დე­ო­ფი­რებ­ზე, სა­მეგ­რე­ლო­ში რომ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამ­ბო­ბენ, ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცო­დი­თო. რას ჰქვია, არ იცოდ­ნენ? აბა, რის­თვის ეკა­ვათ მი­ნის­ტრე­ბის სა­ვარ­ძლე­ბი? რის­თვის იღებ­დნენ ამ­ხე­ლა ხელ­ფასს?

- ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლად მი­გაჩ­ნი­ათ?

- ჩემი აზ­რით, ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძემ იმ­ხე­ლა საქ­მე გა­ა­კე­თა, რომ თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი (რო­მელ­საც სხვა­თა შო­რის, ვერ უმ­ტკი­ცე­ბენ) გა­და­წო­ნა. ბე­დუ­კა­ძე რომ არა, ვინ გა­მო­ი­ტან­და სა­აშ­კა­რა­ო­ზე ცი­ხე­ში არ­სე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს, ვინ აუ­ხელ­და ხალ­ხს თვალს? ზო­გი­ერ­თი პარ­ლა­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც კბი­ლაშ­ვილს ბე­დუ­კა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო საყ­ვე­დუ­რობს, ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში სწო­რედ ბე­დუ­კა­ძის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა. ჩემს შვი­ლებ­თან ხში­რად მო­დი­ან ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი. ბევ­რი მათ­გა­ნი ამ­ბობს, რომ სწო­რედ ბე­დუ­კა­ძე იყო ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რებს ადა­მი­ა­ნუ­რად ეპყრო­ბო­და. ზო­გი­ერ­თი ამ­ბობს, ბე­დუ­კა­ძემ წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით გა­მო­ამ­ზე­უ­რაო. თუნ­დაც ასე იყოს, მერე რა? ხომ და­ა­ყე­ნა ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე და ხომ გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა მწა­მებ­ლე­ბი? მე ვფიქ­რობ, რომ მისი საქ­ცი­ე­ლი გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბა, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებ­ზე რას იტყვით?

- გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მომ­წონს, პა­ტი­ო­სა­ნი, უზო­მოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, პროგ­რე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მე მას პი­რა­დად არ ვიც­ნობ, მაგ­რამ ჩემი შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან აქე­ბენ. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეც კარ­გი კან­დი­და­ტია, უზარ­მა­ზა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. გარ­და ამი­სა, პრინ­ცი­პუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, ასე­ვეა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც. ჯერ არ ვიცი, ამ სა­მი­დან რო­მელ­ზე გა­ვა­კე­თებ არ­ჩე­ვანს.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კან­დი­დატ­ზე არა­ფე­რი გით­ქვამთ...

- რა უნდა ვთქვა? შოთა მა­ლაშ­ხი­ა­ზე ლა­პა­რა­კი ხომ სა­სა­ცი­ლოა? არც სხვა და­ნარ­ჩე­ნე­ბი უქ­ნია ღმერ­თს. ჭკუ­ა­თამ­ყო­ფელ­მა ადა­მი­ან­მა მათ გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას რო­გორ უნდა და­უ­ჭი­როს მხა­რი? ამ­ბო­ბენ, რომ ვი­თომ და­ვით ბაქ­რა­ძე გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ... მე რო­გორც ერთი ქარ­თვე­ლი ქალი, ბაქ­რა­ძეს ვე­რას­დროს ვა­პა­ტი­ებ იმას, რომ უმ­ძი­მეს წუ­თებ­ში, მა­შინ, რო­დე­საც რუ­სის ჯარი ლა­მის დი­ღომ­ში იყო შე­მო­სუ­ლი, ეს კაცი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვი­და და თქვა, - დანა-ჩან­გლე­ბი აი­ღეთ და გა­მო­დი­თო. ე.ი. მე უნდა გავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი დანა-ჩან­გლით ქუ­ჩა­ში? ასე­თი კაცი ახლა ურ­ცხვად ლა­პა­რა­კობს და კი­დევ პრე­ზი­დენ­ტო­ბა უნდა. სა­კუ­თარ თავს მა­ინც ჰკი­თხოს, რისი მაქ­ნი­სია პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში გა­მო­სა­ვალს ვერ იპო­ვის და მო­სახ­ლე­ო­ბას ქუ­ჩა­ში, დანა-ჩან­გლით გა­მო­ვარ­დნის­კენ მო­უ­წო­დებს?

- ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად სა­უბ­რობ­დნენ იმის შე­სა­ხებ, რომ იმ გუნ­დის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც თქვენ ასე ძა­ლი­ან არ მოგ­წონთ, თქვენს შვი­ლიშ­ვილ­თან, ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­თან მე­გობ­რობ­და...

- ნინი კარ­გი მომ­ღე­რა­ლია და ნე­ბის­მი­ერ მთავ­რო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა ისე­თი ვინ­მე, რო­მელ­საც მისი შე­მოქ­მე­დე­ბა მო­ე­წო­ნე­ბა. მე თუ მკი­თხავთ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნი­ნის სა­თა­ნა­დოდ არ აფა­სებ­და. თქვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცით, იმ პე­რი­ოდ­ში ვინ იყო მიჩ­ნე­უ­ლი ნო­მერ პირ­ველ მომ­ღერ­ლად. უთოც რომ ჩა­გერ­თოთ, იქაც სოფო ნი­ჟა­რა­ძის ხმას გა­ი­გო­ნებ­დით. ნინი რა შუ­ა­შია? სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს შვი­ლიშ­ვილს ხში­რად, სიმ­ღე­რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც კი არ აძ­ლევ­დნენ, რაც ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ჟა­რა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. ნინი კონ­ფლიქ­ტუ­რი გო­გო­ნა არ არის, ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავს, უბ­რა­ლოდ, წლი­ნა­ხევ­რის ასა­კი­დან მღე­რის და ახ­ლაც სიმ­ღე­რა უნდა. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კას, ეს მას სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებს.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ნინის სიმღერის საშუალებას არ აძლევდნენ, რაც სოფო ნიჟარაძის დამსახურება იყო"

"ნინის სიმღერის საშუალებას არ აძლევდნენ, რაც სოფო ნიჟარაძის დამსახურება იყო"

"ვერასდროს ვაპატიებ დავით ბაქრაძეს იმას, რომ მომიწოდა, ქუჩაში დანა-ჩანგლით გავვარდნილიყავი", - ამბობს ცნობილი მსახიობი, ლალი ბადურაშვილი. მისი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც კი 9 თვის განმავლობაში შესაძლებელი იყო. თუმცა, დარწმუნებული არ არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატს მისცემს. რატომ მოუწოდა ბაქრაძემ დანა-ჩანგლით ქუჩაში გავარდნისკენ, რის გაკეთებას უმადლის ახალ ხელისუფლებას და რომელ პრეზიდენტობის კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას? ამ კითხვებით ქალბატონ ლალის მივმართეთ.

ლალი ბადურაშვილი:

- ძალიან მიხარია, რომ მიიღეს კანონი, რომლის საშუალებითაც ქართული მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აღარ გაიყიდება... ასევე ძალიან მიხარია, რომ სოფელი გამოცოცხლდა... სამეგრელოსა და ქართლში ახლობლები მყავს, რომლებიც მეუბნებიან, რომ ახალი ხელისუფლება მიწების დამუშავებისთვის ტრაქტორებსა და კომბაინებს აძლევს (დროებით სარგებლობაში). ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ წლების განმავლობაში წვალობდა და 4 ტონაზე მეტი ხორბალი ვერ მოიწია, ახლა კი 7 ტონას ელოდება. 9 თვეში ეს შედეგი უკვე კარგია. სოციალური პრობლემები ნელ-ნელა გვარდება, სამართლიანობის აღდგენის პროცესიც იწყება... ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ სასიკეთო არაფერი იკვეთება, ეს იმდენად რთული პრობლემაა, რომ ჯერ ამის იმედი არც უნდა გვქონოდა. შეიძლება ითქვას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩემი იმედი გაამართლა. გული მწყდება, რომ ზოგიერთები მოუთმენლობას იჩენენ და შედეგის მალე მიღება უნდათ. ასე არ გამოვა, სწრაფი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ ავტორიტარულ ხელისუფლებას შეუძლია, ბრძანებას გასცემს და თუ ვინმე არ დაემორჩილება ან ხელს შეუშლის, დედას უტირებს. "ქართული ოცნება" სწორედ ისე იქცევა, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას შეეფერება. რასაც ახლა ბიძინა ივანიშვილის გუნდი აკეთებს, "ნაციონალებს" იმის მეათედიც რომ გაეკეთებინათ, ჟურნალისტებს დაიხვევდნენ თავზე, ქვეყანას შეძრავდნენ, - ნახეთ, რამდენი საქმე გავაკეთეთო. "ქართული ოცნება" ჩუმად, ნელა და დაუყვედრებლად მუშაობს. სულ რაღაც ერთი წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდნენ?

- ანუ ფიქრობთ, რომ მათი დაპატიმრებით ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო?

- რა თქმა უნდა, აბა, ახლა მთელ საქართველოს ხომ არ დაიჭერდნენ? სწორედ ეს ადამიანები არიან პასუხისმგებლები ყველა იმ ძალმომრეობასა და უსამართლობაზე, რასაც ძალოვანი უწყების თანამშრომლები ახორციელებდნენ. სწორედ მერაბიშვილსა და ახალაიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ვიდეოფირებზე, სამეგრელოში რომ აღმოაჩინეს. ამბობენ, ჩვენ არაფერი ვიცოდითო. რას ჰქვია, არ იცოდნენ? აბა, რისთვის ეკავათ მინისტრების სავარძლები? რისთვის იღებდნენ ამხელა ხელფასს?

- ვლადიმერ ბედუკაძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება რამდენად მართებულად მიგაჩნიათ?

- ჩემი აზრით, ვლადიმერ ბედუკაძემ იმხელა საქმე გააკეთა, რომ თავისი დანაშაული (რომელსაც სხვათა შორის, ვერ უმტკიცებენ) გადაწონა. ბედუკაძე რომ არა, ვინ გამოიტანდა სააშკარაოზე ციხეში არსებული ძალადობის ფაქტებს, ვინ აუხელდა ხალხს თვალს? ზოგიერთი პარლამენტარი, რომელიც კბილაშვილს ბედუკაძის გათავისუფლების გამო საყვედურობს, ვერც კი აცნობიერებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ბედუკაძის წყალობით მოხვდა. ჩემს შვილებთან ხშირად მოდიან ყოფილი პატიმრები. ბევრი მათგანი ამბობს, რომ სწორედ ბედუკაძე იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც პატიმრებს ადამიანურად ეპყრობოდა. ზოგიერთი ამბობს, ბედუკაძემ წამების ამსახველი კადრები პირადი გამორჩენის მიზნით გამოამზეურაო. თუნდაც ასე იყოს, მერე რა? ხომ დააყენა ქვეყანა ფეხზე და ხომ გამოააშკარავა მწამებლები? მე ვფიქრობ, რომ მისი საქციელი გმირობის ტოლფასია.

- ქალბატონო ლალი, არჩევნები ახლოვდება, საპრეზიდენტო კანდიდატებზე რას იტყვით?

- გიორგი მარგველაშვილი ძალიან მომწონს, პატიოსანი, უზომოდ განათლებული, პროგრესული ადამიანია. მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი შვილები ძალიან აქებენ. ნინო ბურჯანაძეც კარგი კანდიდატია, უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, პრინციპული პიროვნებაა, ასევეა სალომე ზურაბიშვილიც. ჯერ არ ვიცი, ამ სამიდან რომელზე გავაკეთებ არჩევანს.

- "ნაციონალების" კანდიდატზე არაფერი გითქვამთ...

- რა უნდა ვთქვა? შოთა მალაშხიაზე ლაპარაკი ხომ სასაცილოა? არც სხვა დანარჩენები უქნია ღმერთს. ჭკუათამყოფელმა ადამიანმა მათ გაპრეზიდენტებას როგორ უნდა დაუჭიროს მხარი? ამბობენ, რომ ვითომ დავით ბაქრაძე გაწონასწორებულია, მაგრამ... მე როგორც ერთი ქართველი ქალი, ბაქრაძეს ვერასდროს ვაპატიებ იმას, რომ უმძიმეს წუთებში, მაშინ, როდესაც რუსის ჯარი ლამის დიღომში იყო შემოსული, ეს კაცი ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, - დანა-ჩანგლები აიღეთ და გამოდითო. ე.ი. მე უნდა გავვარდნილიყავი დანა-ჩანგლით ქუჩაში? ასეთი კაცი ახლა ურცხვად ლაპარაკობს და კიდევ პრეზიდენტობა უნდა. საკუთარ თავს მაინც ჰკითხოს, რისი მაქნისია პრეზიდენტი, რომელიც კრიტიკულ მომენტში გამოსავალს ვერ იპოვის და მოსახლეობას ქუჩაში, დანა-ჩანგლით გამოვარდნისკენ მოუწოდებს?

- ქალბატონო ლალი, საზოგადოებაში ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ იმ გუნდის პრეზიდენტი, რომელიც თქვენ ასე ძალიან არ მოგწონთ, თქვენს შვილიშვილთან, ნინი ბადურაშვილთან მეგობრობდა...

- ნინი კარგი მომღერალია და ნებისმიერ მთავრობაში აღმოჩნდება ისეთი ვინმე, რომელსაც მისი შემოქმედება მოეწონება. მე თუ მკითხავთ, სააკაშვილის ხელისუფლება ნინის სათანადოდ არ აფასებდა. თქვენ შესანიშნავად იცით, იმ პერიოდში ვინ იყო მიჩნეული ნომერ პირველ მომღერლად. უთოც რომ ჩაგერთოთ, იქაც სოფო ნიჟარაძის ხმას გაიგონებდით. ნინი რა შუაშია? სამწუხაროდ, ჩემს შვილიშვილს ხშირად, სიმღერის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ, რაც ქალბატონი ნიჟარაძის დამსახურება იყო. ნინი კონფლიქტური გოგონა არ არის, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, უბრალოდ, წლინახევრის ასაკიდან მღერის და ახლაც სიმღერა უნდა. რაც შეეხება პოლიტიკას, ეს მას საერთოდ არ აინტერესებს.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"მძიმე დაავადება ჰქონდა, ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა..." - მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

ვინ არის 23 წლის ბრიტანელი მსახიობი, რომელიც სერიალში პრინცესა დიანას როლს ასრულებს - გოგონა ლედი დის ასლია

"მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული თამთა ხუხუნაიშვილი გახდა