პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუკა გვალია - გაოცებული ვარ, რამ დაბოღმა და გააბოროტა თინეიჯერები?!
ნუკა გვალია - გაოცებული ვარ, რამ დაბოღმა და გააბოროტა თინეიჯერები?!

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის შვილ­მა, ნუკა გვა­ლი­ამ გა­იბრწყი­ნა და ბევ­რი მას გა­მარ­ჯვე­ბუ­ლა­დაც მო­ი­აზ­რებ­და. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, მისი გა­მარ­ჯვე­ბა ის არის, რომ ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა მო­ი­პო­ვა, ამის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბას უხ­დის. ნუ­კას სხვა აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზეც ვე­სა­უბ­რეთ.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვამ­დე" ბედი დიდ კონ­კურ­სში არ მიც­დია. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" კი იმი­ტომ მი­ვე­დი, რომ მინ­დო­და, ბო­ლოს და ბო­ლოს, თავი გა­მო­მე­ცა­და. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ შემ­ხვდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, რის­თვი­საც ვცა­დე პრო­ექ­ტში ბედი, ის მი­ვი­ღე.

- სა­კონ­კურ­სო პე­რი­ოდ­ზე რას იტყვი?

- საკ­მა­ოდ რთულ რე­ჟიმ­ში ვი­ყა­ვი. ამას შეჩ­ვე­უ­ლი არა ვარ. კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იდგა, შე­ვე­გუ­ე­ბო­დი თუ არა ადრე ად­გო­მას, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე სი­ა­რულ­სა და დიდ დატ­ვირ­თვას. ყვე­ლა­ზე მე­ტად ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი­სა და ნინო ქა­თა­მა­ძის ტური მო­მე­წო­ნა.

ნამ­დვი­ლად არა­ვინ ელო­და, რომ ირაკ­ლი ფუტ­კა­რა­ძე ფი­ნალ­ში ვერ მოხ­ვდე­ბო­და. მე ბევ­რჯერ ვი­ყა­ვი აუტ­სა­ი­დე­რი, მაგ­რამ ირაკ­ლი, ძი­რი­თა­დად, ესე­მეს­ლი­დე­რი ხდე­ბო­და ხოლ­მე. არ ვიცი, რა­ტომ მოხ­და ასე. პი­რა­დად მე იმ ჟანრს ვუს­მენ, რა­საც არ ვმღე­რი - მე­ტალს. როცა პირ­ვე­ლად ირაკ­ლის მო­ვუს­მი­ნე, გა­მაჟ­რი­ა­ლა. ნი­ჭი­ე­რი და ძა­ლი­ან კარ­გი მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბა, ისე­ვე, რო­გორც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს, თუ ხელ­შე­წყო­ბა გვექ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ძა­ლი­ან ჭირს. სა­ერ­თოდ, კონ­კურ­სის მე­სი­ჯე­ბით ჩა­ტა­რე­ბა, მით უმე­ტეს, ისეთ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, ჩემი აზ­რით, უაზ­რო­ბაა. როცა ვთქვათ, ამე­რი­კა­ში ასე­თი კონ­კურ­სია, შენი ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბი რომ გგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ, შან­სი მა­ინც არა გაქვს, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი იმას მის­ცემს ხმას, ვინც ნამ­დვი­ლად მოს­წონს. ჩვენ­თან კი პი­რი­ქით არის.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა იმას, რომ ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი ნინა სუბ­ლატს "რუს­თა­ვი 2"-ის ვარ­სკვლა­ვო­ბას ულო­ცავ­და. ისე გა­მო­ვი­და, თით­ქოს სუბ­ლა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს რჩე­უ­ლი კი არა, მხო­ლოდ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

- ეკა ისე­თი ადა­მი­ა­ნი არაა, ვინ­მე­ზე რამე ცუ­დად და "იაზ­ვუ­რად" თქვას. ამას ირო­ნი­ით არ იტყო­და. იმას გუ­ლის­ხმობს, რა­საც ამ­ბობს. ნი­ნას­თან ვმე­გობ­რობ, ამ­დე­ნი ხანი ერ­თად ვი­ყა­ვით, ამი­ტომ ეკა ცუ­დად ამ კო­მენ­ტარს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­წერ­და. ის ნი­ნას იც­ნობს და ისიც იცის, თუ რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მას­თან... ძი­რი­თა­დად, და­ახ­ლო­ე­ბით 9-13 წლის ბავ­შვე­ბი ჭო­რა­ო­ბენ, სკო­ლის გარ­და საქ­მე არა­ფე­რი აქვთ და გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი არი­ან. ასე­თი პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი რამ და­ბოღ­მა და გა­ა­ბო­რო­ტა?! ზოგი მეც ისეთ რა­ღა­ცებს მწერ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მათ ასაკ­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში თა­მა­ში­სა და სი­ხა­რუ­ლის გარ­და არა­ფე­რი არ­სე­ბობ­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ნუკა გვალია - გაოცებული ვარ, რამ დაბოღმა და გააბოროტა თინეიჯერები?!

ნუკა გვალია - გაოცებული ვარ, რამ დაბოღმა და გააბოროტა თინეიჯერები?!

"საქართველოს ვარსკვლავში" ეკა კვალიაშვილის შვილმა, ნუკა გვალიამ გაიბრწყინა და ბევრი მას გამარჯვებულადაც მოიაზრებდა. როგორც მომღერალი ამბობს, მისი გამარჯვება ის არის, რომ ხალხის სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, ამის გამო საზოგადოებას მადლობას უხდის. ნუკას სხვა აქტუალურ თემებზეც ვესაუბრეთ.

- "საქართველოს ვარსკვლავამდე" ბედი დიდ კონკურსში არ მიცდია. "საქართველოს ვარსკვლავში" კი იმიტომ მივედი, რომ მინდოდა, ბოლოს და ბოლოს, თავი გამომეცადა. მაინტერესებდა, როგორ შემხვდებოდა საზოგადოება. საბოლოოდ, რისთვისაც ვცადე პროექტში ბედი, ის მივიღე.

- საკონკურსო პერიოდზე რას იტყვი?

- საკმაოდ რთულ რეჟიმში ვიყავი. ამას შეჩვეული არა ვარ. კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, შევეგუებოდი თუ არა ადრე ადგომას, რეპეტიციებზე სიარულსა და დიდ დატვირთვას. ყველაზე მეტად ირაკლი ჩარკვიანისა და ნინო ქათამაძის ტური მომეწონა.

ნამდვილად არავინ ელოდა, რომ ირაკლი ფუტკარაძე ფინალში ვერ მოხვდებოდა. მე ბევრჯერ ვიყავი აუტსაიდერი, მაგრამ ირაკლი, ძირითადად, ესემესლიდერი ხდებოდა ხოლმე. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. პირადად მე იმ ჟანრს ვუსმენ, რასაც არ ვმღერი - მეტალს. როცა პირველად ირაკლის მოვუსმინე, გამაჟრიალა. ნიჭიერი და ძალიან კარგი მომავალი ექნება, ისევე, როგორც თითოეულ ჩვენგანს, თუ ხელშეწყობა გვექნება. საქართველოში ეს ძალიან ჭირს. საერთოდ, კონკურსის მესიჯებით ჩატარება, მით უმეტეს, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ჩემი აზრით, უაზრობაა. როცა ვთქვათ, ამერიკაში ასეთი კონკურსია, შენი ნაცნობ-მეგობრები რომ გგულშემატკივრობდნენ, შანსი მაინც არა გაქვს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი იმას მისცემს ხმას, ვინც ნამდვილად მოსწონს. ჩვენთან კი პირიქით არის.

- საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა იმას, რომ ეკა კვალიაშვილი ნინა სუბლატს "რუსთავი 2"-ის ვარსკვლავობას ულოცავდა. ისე გამოვიდა, თითქოს სუბლატი საქართველოს რჩეული კი არა, მხოლოდ ტელეკომპანიის გამარჯვებული გახდა.

- ეკა ისეთი ადამიანი არაა, ვინმეზე რამე ცუდად და "იაზვურად" თქვას. ამას ირონიით არ იტყოდა. იმას გულისხმობს, რასაც ამბობს. ნინასთან ვმეგობრობ, ამდენი ხანი ერთად ვიყავით, ამიტომ ეკა ცუდად ამ კომენტარს არავითარ შემთხვევაში არ დაწერდა. ის ნინას იცნობს და ისიც იცის, თუ როგორი ურთიერთობა მაქვს მასთან... ძირითადად, დაახლოებით 9-13 წლის ბავშვები ჭორაობენ, სკოლის გარდა საქმე არაფერი აქვთ და გაბოროტებული არიან. ასეთი პატარა ბავშვები რამ დაბოღმა და გააბოროტა?! ზოგი მეც ისეთ რაღაცებს მწერდა სოციალურ ქსელში, რომ გაოცებული ვიყავი. მათ ასაკში ჩემს ცხოვრებაში თამაშისა და სიხარულის გარდა არაფერი არსებობდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება