მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში მიიჩნევენ, რომ ნასვამი მძოლებისთვის სანქცია ზედმეტად მკაცრდება
 პარლამენტში მიიჩნევენ, რომ ნასვამი მძოლებისთვის სანქცია ზედმეტად მკაცრდება

პარ­ლა­მენ­ტში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ნას­ვა­მი მძღო­ლე­ბის­თვის პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე მარ­თვის უფ­ლე­ბის ერთი წლის ვა­დით ჩა­მორ­თმე­ვა, ზედ­მე­ტად მკაც­რი სან­ქცი­აა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ წარ­დგე­ნილ ინი­ცი­ა­ტი­ვას თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე არ და­ე­თან­ხმნენ, სა­დაც "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი დღეს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლეს.

კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი და მისი ზო­გი­ერ­თი კო­ლე­გა მი­იჩ­ნევს, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუკი მარ­თვის უფ­ლე­ბის ერთი წლით ჩა­მორ­თმე­ვის ვადა, ექვს თვემ­დე შემ­ცირ­დე­ბა. სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას აღი­ნიშ­ნა, რომ მარ­თვის უფ­ლე­ბის ქონა არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა და მისი ერთი წლის ვა­დით ჩა­მორ­თმე­ვით, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა "პუ­რის ფული" და­კარ­გოს.

უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი შსს-ს სთა­ვა­ზობს, მან­ქა­ნის არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვის გამო მძღო­ლის პირ­ველ და­ჯა­რი­მე­ბი­სას, და­წეს­დეს არ­სე­ბულ 200-ლა­რი­ან ჯა­რი­მა­ზე მეტი ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა, ხოლო გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იყოს - ნაკ­ლე­ბი. სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას ქუც­ნაშ­ვილ­მა და­ლე­ვის ქარ­თულ ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"სას­მე­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია და ეს გა­რე­მო­ე­ბაც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. სჯობს, გავ­ზარ­დოთ ჯა­რი­მა პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვებ­ზე და მძღო­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ თუკი სა­ჭეს­თან ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დას­ხდე­ბი­ან, და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან იმ­დე­ნით, რაც პურ-მა­რი­ლი და­უჯ­დათ. აქ­ცენ­ტი მათ მა­ტე­რი­ა­ლურ და­ზა­რა­ლე­ბა­ზე გა­და­ვი­ტა­ნოთ და არა მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­ზე" - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის სა­პა­სუ­ხოდ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ლე­ვან იზო­რი­ამ გან­მარ­ტა, რომ როცა სა­უ­ბა­რია ავ­ტო­მო­ბი­ლის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ობ­ში მარ­თვა­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში პრი­ო­რი­ტე­ტი ჯა­რი­მე­ბის ამო­ღე­ბა არ არის. იზო­რი­ას თქმით, სტა­ტის­ტი­კა ცხად­ყოფს, რომ მძღო­ლე­ბი 200-ლა­რი­ან ჯა­რი­მას იხ­დი­ან და მა­ინც იგი­ვეს იმე­ო­რე­ბენ, საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა კი, სწო­რედ ნას­ვა­მი მძო­ლე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამას­თან, იზო­რი­ამ მარ­თვის უფ­ლე­ბის ერთი წლით ჩა­მოთ­მე­ვის ვა­დის რამ­დე­ნი­მე თვით შემ­ცი­რე­ბა არ გა­მო­რი­ცხა.

სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­მა ისიც კი და­ა­ფიქ­სი­რა, რომ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­გი­ლი ჰქო­ნია შემ­თხვე­ვას, როცა სპე­ცი­ა­ლურ აპა­რატ­ში სრუ­ლი­ად ფხიზ­ლებ­მა ჩა­ბე­რეს, მაგ­რამ აპა­რა­ტი მა­ინც წით­ლად აინ­თო. მათი თქმით, ამას, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ორ­გა­ნიზ­მში მჟა­ვი­ა­ნო­ბის მო­მა­ტე­ბაც იწ­ვევს.

"ხალ­ხი გვყო­ლია სამ­კურ­ნა­ლო", - ხუმ­რო­ბით აღ­ნიშ­ნა მათ სა­პა­სუ­ხოდ ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შსს-ს ინი­ცი­ა­ტი­ვით, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა და სან­ქცი­ე­ბი იზ­რდე­ბა.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, მძღოლს 200 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბის ნაც­ვლად, ერთი წლის ვა­დით მარ­თვის უფ­ლე­ბას ჩა­მო­არ­თმე­ვენ. თუკი ამას 18 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი, მარ­თვის უფ­ლე­ბის მქო­ნე პირი გა­ა­კე­თებს, მას მარ­თვის უფ­ლე­ბა ორი წლის ვა­დით ჩა­მო­ერ­თმე­ვა, ნაც­ვლად ერთი წლი­სა, რა­საც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სი სა­დღე­ი­სოდ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გარ­და ამი­სა, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის­თვის გა­და­ცე­მა, 250 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად, 300 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის ჩა­დე­ნა, რო­დე­საც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღოლს არა აქვს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა ან ეს უფ­ლე­ბა ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვს სხვა დარ­ღვე­ვე­ბი­სათ­ვის, გა­მო­იწ­ვევს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 700 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად სა­დღე­ი­სოდ და­წე­სე­ბუ­ლი 500 ლა­რი­სა.

700 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა პირი, რო­მე­ლიც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით მან­ქა­ნას არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პირს კვლავ გა­დას­ცემს და ამ ქმე­დე­ბას წლის გან­მავ­ლო­ში გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ი­დენს.

1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით ან 15-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბით და­ის­ჯე­ბი­ან პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვს, ამ ვი­თა­რე­ბა­ში სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვის გამო ერთხელ უკვე და­ჯა­რიმ­და, მაგ­რამ იგი­ვე ქმე­დე­ბა კვლავ გა­ი­მე­ო­რეს.

ამა­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან­ქა­ნის მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას, საქ­მის გან­მხილ­ველ ორ­გა­ნოს შე­უძ­ლია სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა 700 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით შეც­ვა­ლოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

პარლამენტში მიიჩნევენ, რომ ნასვამი მძოლებისთვის სანქცია ზედმეტად მკაცრდება

 პარლამენტში მიიჩნევენ, რომ ნასვამი მძოლებისთვის სანქცია ზედმეტად მკაცრდება

პარლამენტში მიიჩნევენ, რომ ნასვამი მძღოლებისთვის პირველივე ჯერზე მართვის უფლების ერთი წლის ვადით ჩამორთმევა, ზედმეტად მკაცრი სანქციაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილ ინიციატივას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე არ დაეთანხმნენ, სადაც "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და მისი ზოგიერთი კოლეგა მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუკი მართვის უფლების ერთი წლით ჩამორთმევის ვადა, ექვს თვემდე შემცირდება. საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ მართვის უფლების ქონა არაერთი ადამიანისთვის შემოსავლის ერთადერთი საშუალებაა და მისი ერთი წლის ვადით ჩამორთმევით, შეიძლება ბევრმა "პურის ფული" დაკარგოს.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი შსს-ს სთავაზობს, მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო მძღოლის პირველ დაჯარიმებისას, დაწესდეს არსებულ 200-ლარიან ჯარიმაზე მეტი ოდენობის ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში იყოს - ნაკლები. საკითხის განხილვისას ქუცნაშვილმა დალევის ქართულ ტრადიციულობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"სასმელი ქართული კულტურის ნაწილია და ეს გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ. სჯობს, გავზარდოთ ჯარიმა პირველივე შემთხვევებზე და მძღოლებმა იცოდნენ, რომ თუკი საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დასხდებიან, დაჯარიმდებიან იმდენით, რაც პურ-მარილი დაუჯდათ. აქცენტი მათ მატერიალურ დაზარალებაზე გადავიტანოთ და არა მართვის მოწმობის ჩამორთმევაზე" - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

აღნიშნული პოზიციების საპასუხოდ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განმარტა, რომ როცა საუბარია ავტომობილის ნასვამ მდგომარეობში მართვაზე, ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ჯარიმების ამოღება არ არის. იზორიას თქმით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მძღოლები 200-ლარიან ჯარიმას იხდიან და მაინც იგივეს იმეორებენ, საგზაო შემთხვევების უმეტესი ნაწილი და სიკვდილიანობა კი, სწორედ ნასვამი მძოლებით არის გამოწვეული. ამასთან, იზორიამ მართვის უფლების ერთი წლით ჩამოთმევის ვადის რამდენიმე თვით შემცირება არ გამორიცხა.

საკითხის განხილვისას კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე დეპუტატმა ისიც კი დააფიქსირა, რომ მათთან დაკავშირებით ადგილი ჰქონია შემთხვევას, როცა სპეციალურ აპარატში სრულიად ფხიზლებმა ჩაბერეს, მაგრამ აპარატი მაინც წითლად აინთო. მათი თქმით, ამას, ზოგ შემთხვევაში, ორგანიზმში მჟავიანობის მომატებაც იწვევს.

"ხალხი გვყოლია სამკურნალო", - ხუმრობით აღნიშნა მათ საპასუხოდ ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინიციატივით, არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანქციები იზრდება.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, ერთი წლის ვადით მართვის უფლებას ჩამოართმევენ. თუკი ამას 18 წლის ასაკს მიუღწეველი, მართვის უფლების მქონე პირი გააკეთებს, მას მართვის უფლება ორი წლის ვადით ჩამოერთმევა, ნაცვლად ერთი წლისა, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სადღეისოდ ითვალისწინებს.

გარდა ამისა, წინასწარი შეცნობით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის გადაცემა, 250 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით, ნაცვლად სადღეისოდ დაწესებული 500 ლარისა.

700 ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც წინასწარი შეცნობით მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირს კვლავ გადასცემს და ამ ქმედებას წლის განმავლოში განმეორებით ჩაიდენს.

1000 ლარის ოდენობით ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯებიან პირები, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს, ამ ვითარებაში სატრანსპორტო საშუალების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო ერთხელ უკვე დაჯარიმდა, მაგრამ იგივე ქმედება კვლავ გაიმეორეს.

ამავე კანონპროექტის თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 700 ლარიანი ჯარიმით შეცვალოს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ