რატომ ეჩვენებათ კოღოებს ზოგი ადამიანი უფრო "გემრიელი"

რატომ ეჩვენებათ კოღოებს ზოგი ადამიანი უფრო "გემრიელი"

ზაფხულთან ერთად კოღოების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. თუ თქვენ მწერები უფრო ხშირად გკბენენ, ვიდრე თქვენს მეგობრებს, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ხშირად ამის მიზეზი ადამიანებს მხოლოდ სისხლის ჯგუფი ჰგონიათ, თუმცა ეს ერთადერთი ფაქტორი არაა. მეცნიერების მტკიცებით, ადამიანთა 20% სხვადასხვა მიზეზების გამო, კოღოებისთვის გაცილებით უფრო მიმზიდველია. გთავაზობთ ამ მიზეზთა ჩამონათვალს:

სისხლის ჯგუფი

როგორც კვლევებმა აჩვენა, ყველა სისხლის ჯგუფი სულაც არ არის მიმზიდველი კოღოებისთვის. სისხლის პირველი ჯგუფის მქონე ადამიანები მწერებს ორჯერ მეტად იზიდავენ, ვიდრე მეორე ჯგუფის მქონეები.

ნახშიროჟანგი

კოღოებისთვის კიდევ ერთი "მიმზიდველი" ფაქტორი ნახჟიროჟანგია, რომელსაც ადამიანი სუნთქვის დროს გამოყოფს. კოღოს მისი "დაჭერა" 50 მეტრის დაშორებით შეუძლია. მას მწერი სპეციალური ორგანოს მეშვეობით შეიგრძნობს. რომელი ადამიანიც უფრო მეტ ნახჟიროჟანგს გამოყოფს, უფრო მეტად იზიდავს სისხლისმწოველ მწერებს.

ფიზიკური სავარჯიშოები და ნივთიერებათა ცვლა

გარდა სისხლის ტიპისა და ნახჟიროჟანგისა, კოღოები თავიანთ მსხვერპლს იმ ნივთიერებათა მიხედვით პოულობენ, რომელიც სხეულიდან ოფლთან ერთად გამოიყოფა. გარდა ამისა, დამატებითი ფაქტორი სხეულის გაზრდილი ტემპერატურაა, ანუ ადამიანები, რომლებიც სპორტს მისდევენ, მწერებისთვის გაცილებით უფრო "მადისაღმძვრელნი" არიან.

კანის ბაქტერიები

2011 წელს ჩატარებულმა კვლებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ბაქტერია, რომელიც ადამიანის კანზე ბინადრობს, მწერებს იზიდავს. კოღოები ყველაზე ხშირად ადამიანებს ფეხებსა და მუხლებზე კბენენ. სწორედ სხეულის ამ ნაწილზე ბინადრობს ყველაზე მეტი სიცოცხლისუნარიანი ბაქტერია.

ლუდი

როგორც მკვლევარები ირწმუნებიან, ერთი ქილა ლუდის დალევაც კი ზრდის იმის ალბათობას, რომ კოღოები დაგკბენენ. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სხეულის ტემპერატურის ზრდასთან, ან ოფლთან ერთად გამოყოფილ ეთანოლთან.

ორსულობა

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ფეხმძიმეებს კოღოები ორჯერ უფრო მეტად კბენენ. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ორსული ქალები 21%-ით მეტ ნახშიროჟანგს გამოყოფენ. ამასთან, მათი სხეულის ტემპერატურა ბუნებრივად მაღალია.

სამოსის ფერი

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კოღოებს მსხვერპლის ძებნისას სუნის გარდა, სამოსის ფერიც ეხმარებათ. ფლორიდის უნივერსიტეტის დოქტორის, ჯეიმს დეას მტკიცებით, მწერებს შავი, ლურჯი და წითელი ფერის სამოსი იზიდავთ.

გენეტიკა

საერთო ჯამში, კოღოებისთვის ჩვენს მიმზიდველობას 85%-ით გენები განსაზღვრავენ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ადამიანს არაფრის შეცვლა არ ძალუძს.

კოღოების განდევნის ბუნებრივი საშუალებები

მეცნიერები დაინტერესდნენ, რატომ არ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს.

ქრომატოგრაფიული ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა ორგანიზმის მიერ გამომუშავებული კონკრეტული ქიმიური ნივთიერებები გამოავლინეს და იპოვეს ისეთი ნივთიერება, რომელიც ადამიანისთვის ბუნებრივი ფარის როლს ასრულებს. თუ ამ მოლეკულების შემადგენლობით სპრეი დამზადდება, შესაძლოა, ის კოღოების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად იქცეს.

მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს