კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რჩეულიშვილის თაღლითური სქემა გრძელდება
რჩეულიშვილის თაღლითური სქემა გრძელდება

ბა­ტონ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს

ბა­ტო­ნო პრო­კუ­რო­რო,

გვსურს საქ­მის კურ­სში ჩა­გა­ყე­ნოთ იმ ფაქ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მელ­თაც, ვფიქ­რობთ, კომ­პა­ნია "დექ­სუ­სი­სა" და "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე, შე­უძ­ლია ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნოს ბევრ სა­კითხს. კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებთ მზად­ყოფ­ნას ხელი შე­ვუ­წყოთ გა­მო­ძი­ე­ბას საქ­მის სწო­რად წარ­მარ­თვა­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა­ში და იმავდრო­უ­ლად, იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, რაც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გუ­ლის­ხმობს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი­სად­მი სწორ, ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვან მიდ­გო­მას.

გა­საკ­ვი­რია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რამ­დე­ნად მიზ­ნობ­რი­ვად (და­ზა­რა­ლე­ბულ მო­ბი­ნად­რე­თა წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად) ხდე­ბა "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ქო­ნე­ბის გან­კარ­გვა/გა­მო­ყე­ნე­ბა მას შემ­დეგ, რაც რჩე­უ­ლიშ­ვი­ლებ­მა შე­წყვი­ტეს მარ­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კომ­პა­ნია "დექ­სუს­თან". და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ძი­ე­ბა აღ­მო­ა­ჩენ­და, რომ 2013 წლის მარ­ტის შემ­დეგ, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მიერ პი­რა­დი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის შპს "გე­ით­ვეი ჰოლ­დინ­გი"-დან და შპს "ბორ­ჯომ-ლი­კა­ნის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი­დან" გან­კარ­გულ იქნა 500 000 (ხუ­თა­სი ათა­სი) აშშ დო­ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა, რო­გორც შპს "გე­ით­ვეი ჰოლ­დინ­გის" და შპს "ბორ­ჯომ-ლი­კა­ნის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლის" დი­რექ­ტორ­მა, 2013 წლის მარ­ტის შემ­დეგ თა­ვის მე­უღ­ლე­ზე - ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე გან­კარ­გა/გა­და­ა­ფორ­მა 8 (რვა) ერ­თე­უ­ლი უძ­რა­ვი ნივ­თი:

1) 124.25 კვ.მ. ფარ­თი ქ. ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო კომ­პლექს "მაგ­ნო­ლი­ა­ში" (გან­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის N882013196444, თა­რი­ღი - 30/04/2013);

2) 145 კვ.მ. ფარ­თი ქ. ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო კომ­პლექს "მაგ­ნო­ლი­ა­ში" (გან­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის N882013196542, თა­რი­ღი - 30/04/2013);

3) 64.25 კვ.მ. ფარ­თი ქ. ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო კომ­პლექს "მაგ­ნო­ლი­ა­ში" (გან­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის N882013196513, თა­რი­ღი - 30/04/2013);

4) 53.5 კვ.მ. ფარ­თი ქ. ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო კომ­პლექს "მაგ­ნო­ლი­ა­ში" (გან­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის N882013196488, თა­რი­ღი - 30/04/2013);

5) 39.2 კვ.მ. ფარ­თი ქ. ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო კომ­პლექს "მაგ­ნო­ლი­ა­ში" (გან­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის N882013219769, თა­რი­ღი - 16/05/2013);

6) 50.75 კვ.მ. ფარ­თი ქ. ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო კომ­პლექს "მაგ­ნო­ლი­ა­ში" (გან­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის N882013196394, თა­რი­ღი - 30/04/2013);

7) 63.75 კვ.მ. ფარ­თი ქ. ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო კომ­პლექს "მაგ­ნო­ლი­ა­ში" (გან­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის N882013219815, თა­რი­ღი - 16/05/2013);

8) 258.1 კვ.მ. ფარ­თი ბორ­ჯომ­ში, რო­ბა­ქი­ძის ქუ­ჩა­ზე (გან­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის N882013179798, თა­რი­ღი - 22/04/2013);

აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გუ­ლის­ხმოა რა­მო­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბა: უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ნას­ყი­დო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე 64.25 კვ.მ. ბინა გან­კარ­გა 25700 (ოც­და­ხუ­თი­ა­თას შვი­და­სი) აშშ დო­ლა­რად, ხოლო 63.75 კვ.მ. ბინა 25 500 (ოც­და­ხუ­თი­ა­თას ხუ­თა­სი) აშშ დო­ლა­რად, რაც ნიშ­ნავს, რომ 1 (ერთ) კვ.მ. ფარ­თი გან­კარ­გუ­ლია 400 (ოთხა­სი) აშშ დო­ლა­რად. ხსე­ნე­ბუ­ლი ორი ბინა ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა 2013 წლის 24 ივ­ნისს გან­კარ­გა ფი­ზი­კურ პირ ჯაბა ჯინ­ჭა­რა­ძე­ზე (გან­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის N882013293327 და N882013293343) 100 000 (ასი ათა­სი) აშშ დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის ფუ­ლა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­საქ­ვი­თად. შე­სა­ბა­მი­სად, ამ შემ­თხვე­ვა­ში, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის 1 კვ.მ-ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 780 (შვი­დას ოთხმო­ცი) აშშ დო­ლა­რით. ბუ­ნებ­რი­ვია, ეჭვს ბა­დებს ფას­თა შო­რის ასე­თი სხვა­ო­ბა 2013 წლის 2 (ორ­თვი­ან) პე­რი­ოდ­ში და გა­მო­საკ­ვლე­ვია მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მიერ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რე­ა­ლურ, სა­ბაზ­რო ფას­ზე და­ბალ ფას­ში გან­კარ­გვით მი­ად­გა თუ არა ზი­ა­ნი კომ­პა­ნია "გე­ით­ვეი ჰოლ­დინგს"; გარ­და ამი­სა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მიერ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მე­სა­მე პირ­ზე გას­ხვი­სე­ბის ფაქ­ტიც, რათა გა­ირ­კვეს ხომ არ ჰქონ­და ად­გი­ლი ქო­ნე­ბის "გა­და­მალ­ვას". შე­გახ­სე­ნებთ, რომ კომ­პა­ნია" დექ­სუ­სის" მიერ მი­სი­ვე შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნია "ალი­ანს კა­პი­ტალ­ში" უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ტა­ნა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ შე­ფა­სე­ბუ­ლი იქნა რო­გორც "ქო­ნე­ბის გა­და­მალ­ვა" (მა­შინ რო­დე­საც ასე­თი გან­ზრახ­ვა არ არ­სე­ბობ­და) და გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი მო­ი­თხოვს, ადეკ­ვა­ტუ­რად იქ­ნას შე­ფა­სე­ბუ­ლი ჩვენს მიერ წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რილ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბიც.

ბა­ტო­ნო პრო­კუ­რო­რო, იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ჩვენს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი. რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბის, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის, სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს, თუ რო­გორ იკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი პი­რად ინ­ტე­რე­სებს ქო­ნე­ბის თა­ვი­ანთ სა­ხელ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ით და კა­პი­ტა­ლის დაგ­რო­ვე­ბით მა­შინ, რო­დე­საც მო­ბი­ნად­რე­თა მი­მართ შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი აქვთ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

აქვე დავ­ძენთ, რომ ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია და­ცუ­ლია სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს არ­ქივ­ში და და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია ნე­ბის­მი­ე­რი პი­რი­სათ­ვის.

კომ­პა­ნია "დექ­სუ­სის" მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი

ირაკ­ლი კი­ლა­უ­რი­ძე

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რჩეულიშვილის თაღლითური სქემა გრძელდება

რჩეულიშვილის თაღლითური სქემა გრძელდება

ბატონ არჩილ კბილაშვილს

ბატონო პროკურორო,

გვსურს საქმის კურსში ჩაგაყენოთ იმ ფაქტებთან მიმართებაში, რომელთაც, ვფიქრობთ, კომპანია "დექსუსისა" და "ცენტრ პოინტის" საქმეზე, შეუძლია ნათელი მოჰფინოს ბევრ საკითხს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას ხელი შევუწყოთ გამოძიებას საქმის სწორად წარმართვასა და ჭეშმარიტების დადგენაში და იმავდროულად, იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება მიუკერძოებელი და ობიექტური იქნება, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონკრეტული ფაქტებისადმი სწორ, ერთმნიშვნელოვან მიდგომას.

გასაკვირია, რომ გამოძიება არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზნობრივად (დაზარალებულ მობინადრეთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად) ხდება "ცენტრ პოინტის" ქონების განკარგვა/გამოყენება მას შემდეგ, რაც რჩეულიშვილებმა შეწყვიტეს მართვის ხელშეკრულება კომპანია "დექსუსთან". დაინტერესების შემთხვევაში გამოძიება აღმოაჩენდა, რომ 2013 წლის მარტის შემდეგ, გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, მაია რჩეულიშვილის მიერ პირადი მიზნებისათვის შპს "გეითვეი ჰოლდინგი"-დან და შპს "ბორჯომ-ლიკანის დასასვენებელი სახლიდან" განკარგულ იქნა 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება. მაია რჩეულიშვილმა, როგორც შპს "გეითვეი ჰოლდინგის" და შპს "ბორჯომ-ლიკანის დასასვენებელი სახლის" დირექტორმა, 2013 წლის მარტის შემდეგ თავის მეუღლეზე - ვახტანგ რჩეულიშვილზე განკარგა/გადააფორმა 8 (რვა) ერთეული უძრავი ნივთი:

1) 124.25 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013196444, თარიღი - 30/04/2013);

2) 145 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013196542, თარიღი - 30/04/2013);

3) 64.25 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013196513, თარიღი - 30/04/2013);

4) 53.5 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013196488, თარიღი - 30/04/2013);

5) 39.2 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013219769, თარიღი - 16/05/2013);

6) 50.75 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013196394, თარიღი - 30/04/2013);

7) 63.75 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013219815, თარიღი - 16/05/2013);

8) 258.1 კვ.მ. ფართი ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე (განცხადების რეგისტრაციის N882013179798, თარიღი - 22/04/2013);

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით საგულისხმოა რამოდენიმე გარემოება: უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ მაია რჩეულიშვილმა ვახტანგ რჩეულიშვილზე 64.25 კვ.მ. ბინა განკარგა 25700 (ოცდახუთიათას შვიდასი) აშშ დოლარად, ხოლო 63.75 კვ.მ. ბინა 25 500 (ოცდახუთიათას ხუთასი) აშშ დოლარად, რაც ნიშნავს, რომ 1 (ერთ) კვ.მ. ფართი განკარგულია 400 (ოთხასი) აშშ დოლარად. ხსენებული ორი ბინა ვახტანგ რჩეულიშვილმა 2013 წლის 24 ივნისს განკარგა ფიზიკურ პირ ჯაბა ჯინჭარაძეზე (განცხადების რეგისტრაციის N882013293327 და N882013293343) 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის მოცულობის ფულადი ვალდებულების გასაქვითად. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, უძრავი ქონების 1 კვ.მ-ის ღირებულება განისაზღვრება 780 (შვიდას ოთხმოცი) აშშ დოლარით. ბუნებრივია, ეჭვს ბადებს ფასთა შორის ასეთი სხვაობა 2013 წლის 2 (ორთვიან) პერიოდში და გამოსაკვლევია მაია რჩეულიშვილის და ვახტანგ რჩეულიშვილის მიერ უძრავი ქონების რეალურ, საბაზრო ფასზე დაბალ ფასში განკარგვით მიადგა თუ არა ზიანი კომპანია "გეითვეი ჰოლდინგს"; გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ვახტანგ რჩეულიშვილის მიერ უძრავი ქონების მესამე პირზე გასხვისების ფაქტიც, რათა გაირკვეს ხომ არ ჰქონდა ადგილი ქონების "გადამალვას". შეგახსენებთ, რომ კომპანია" დექსუსის" მიერ მისივე შვილობილ კომპანია "ალიანს კაპიტალში" უძრავი ქონების შეტანა გამოძიების მიერ შეფასებული იქნა როგორც "ქონების გადამალვა" (მაშინ როდესაც ასეთი განზრახვა არ არსებობდა) და გამოძიების ინტერესები მოითხოვს, ადეკვატურად იქნას შეფასებული ჩვენს მიერ წინამდებარე წერილში მოყვანილი ფაქტებიც.

ბატონო პროკურორო, იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფაქტები საფუძვლიანად იქნება შესწავლილი. როგორც გამოძიების, ისე საზოგადოებისათვის, საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორ იკმაყოფილებენ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები პირად ინტერესებს ქონების თავიანთ სახელზე რეგისტრაციით და კაპიტალის დაგროვებით მაშინ, როდესაც მობინადრეთა მიმართ შეუსრულებელი აქვთ ნაკისრი ვალდებულებები.

აქვე დავძენთ, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში და დაინტერესების შემთხვევაში ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.

კომპანია "დექსუსის" მმართველი პარტნიორი

ირაკლი კილაურიძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი