საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზემფირას კონცერტი ჩაიშალა
ზემფირას კონცერტი ჩაიშალა

ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 22-24 ივ­ლისს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, ჩა­ი­შა­ლა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მომ­ღერ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე გან­თავ­სდა.

"გუ­შინ 16:00 სა­ათ­ზე შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ კონ­ცერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხმის და გა­ნა­თე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო ჩა­ი­შა­ლა. ახალ­მა ამ­ბავ­მა გული ამიც­რუა და გა­მა­ნა­წყე­ნა.

სა­ქარ­თვე­ლო, ვწუხ­ვარ! უფრო დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას კომ­პა­ნია С.А.Т-ი მო­გაწ­ვდით.

მე უკვე შვე­ბუ­ლე­ბა და­მე­წყო" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ამ­ბე­ბი.გე" კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა ქარ­თულ მხა­რეს, კომ­პა­ნია MS events-ის წარ­მო­მად­გე­ნელ მაკო სა­ბა­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მისი გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თუ­ლი მხა­რე ამ დრო­ის­თვის კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს ზემ­ფი­რას წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

- ქარ­თუ­ლი მხა­რე დღემ­დე გა­მიჯ­ნუ­ლი იყო ამ კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის­გან. კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით მთლი­ა­ნად ლატ­ვი­უ­რი მხა­რე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი Live Concerts-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი კი­რილ ხი­მი­ჩე­ვი გა­იქ­ცა. ახლა ვა­წარ­მო­ებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ზემ­ფი­რას პრო­დაქ­შენ მე­ნე­ჯერ­თან. ვცდი­ლობთ, რომ პრო­ექ­ტი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, ვი­ნა­ი­დან მო­ლო­დი­ნი და ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან დი­დია. თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბა შედ­გა, კონ­ცერ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ან ოქ­ტომრბის და­სა­წყის­ში ჩა­ტარ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან 22 ივ­ლი­სის­თვის აპა­რა­ტუ­რის ჩა­მო­ტა­ნა ვერ ეს­წრე­ბა, ხოლო შემ­დეგ ზემ­ფი­რა მთე­ლი აგ­ვის­ტოს გან­მავ­ლო­ბა­ში ის­ვე­ნებს.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უკვე შე­ი­ძი­ნა კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბი. თუ კონ­ცერ­ტი არც სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, რო­გორ მოხ­დე­ბა თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა?

- ბი­ლე­თე­ბის სა­კი­თხი biletebi.ge-ს და ticketservice.ge-ს ეხე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ბი­ლე­თებს ეტა­პობ­რი­ვად და­აბ­რუ­ნე­ბენ.

ზემფირას კონცერტი ჩაიშალა

ზემფირას კონცერტი ჩაიშალა

ზემფირას კონცერტი, რომელიც საქართველოში 22-24 ივლისს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. ამის შესახებ განცხადება მომღერლის ოფიციალურ საიტზე განთავსდა.

"გუშინ 16:00 საათზე შემატყობინეს, რომ კონცერტები საქართველოში ხმის და განათების აუცილებელი აღჭურვილობის არარსებობის გამო ჩაიშალა. ახალმა ამბავმა გული ამიცრუა და გამანაწყენა.

საქართველო, ვწუხვარ! უფრო დეტალურ ინფორმაციას კომპანია С.А.Т-ი მოგაწვდით.

მე უკვე შვებულება დამეწყო" - ნათქვამია განცხადებაში.

"ამბები.გე" კონცერტის ორგანიზატორთა ქართულ მხარეს, კომპანია MS events-ის წარმომადგენელ მაკო საბანაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ქართული მხარე ამ დროისთვის კონცერტის ჩატარების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ზემფირას წარმომადგენლებთან.

- ქართული მხარე დღემდე გამიჯნული იყო ამ კონცერტის ორგანიზებისგან. კონცერტის ორგანიზებით მთლიანად ლატვიური მხარე იყო დაკავებული. ორგანიზატორი Live Concerts-ის დამფუძნებელი და დირექტორი კირილ ხიმიჩევი გაიქცა. ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ზემფირას პროდაქშენ მენეჯერთან. ვცდილობთ, რომ პროექტი გადავარჩინოთ, ვინაიდან მოლოდინი და ინტერესი ძალიან დიდია. თუ მოლაპარაკება შედგა, კონცერტი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომრბის დასაწყისში ჩატარდება, ვინაიდან 22 ივლისისთვის აპარატურის ჩამოტანა ვერ ესწრება, ხოლო შემდეგ ზემფირა მთელი აგვისტოს განმავლობაში ისვენებს.

- საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე შეიძინა კონცერტის ბილეთები. თუ კონცერტი არც სექტემბერში ჩატარდება, როგორ მოხდება თანხის დაბრუნება?

- ბილეთების საკითხი biletebi.ge-ს და ticketservice.ge-ს ეხება. შესაბამისად, ისინი ბილეთებს ეტაპობრივად დააბრუნებენ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება