მომღერალი ტინა ტერნერი ცოლად გერმანელ პროდუსერ ერვინ ბახს გაჰყვა. სამოქალაქო ცერემონია შვეიცარიაში გაიმართა.
73 წლის მომღერალი და 57 წლის პროდუსერი ციურიხის კანტონიში, ქალაქ კიუსნახტში დაქორწინდნენ. 21 ივლისს ახალდაქორწინებულთა მამულში, ტერნერისა და ბახის ქორიწინებასთან დაკავშირებით ზეიმი გაიმართება. იგი ბუდისტური ტრადიციებით ჩატარდება. მომღერალს ჯორჯო არმანის კაბა ეცმევა.
ღონისძიებას დევიდ ბოუი, ეროს რამაზოტი, შადე, ოპრა უინფრი და სხვა ცნობილი ადამიანები დაესწრებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახლადშეუღლებულებმა მოსალოდნელ ხმაურზე მეზობლებს გაფრთხილება უკვე გაუგზავნეს.
თავად ტერნერს და ბახს ქორწინებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. წყვილმა ერთმანეთი 1985 წელს გაიცნო. ერვინი ტინაზე 16 წლით პატარაა.
ეს ტერნერის რიგით მეორე ქორწინება იქნება. მომღერლის პირველი ქმარი ამერიკელი მუსიკოსი აიკ ტერნერი იყო. ტინას 4 ვაჟიშვილი ჰყავს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.