საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუბაის მაცხოვრებლებს დაკლებულ კილოგრამებში ოქროს გადაუხდიან
დუბაის მაცხოვრებლებს დაკლებულ კილოგრამებში ოქროს გადაუხდიან

დუ­ბა­ის მთავ­რო­ბამ ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის წო­ნის დაკ­ლე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა ოქ­რო­თი გა­და­წყვი­ტა.

პროგ­რა­მის "თქვე­ნი წონა ოქ­რო­ში" ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც 19 ივ­ლი­სი­დან 16 აგ­ვის­ტომ­დე ჩა­ტარ­დე­ბა, ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ზედ­მე­ტი წო­ნის ყო­ველ დაკ­ლე­ბულ კი­ლოგ­რამ­ზე ერთ გრამ ოქ­როს მი­ი­ღე­ბენ (და­ახ­ლო­ე­ბით 42 დო­ლა­რი). დაკ­ლე­ბუ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, პირ­ველ სამ ლი­დერს 20 000 დირ­ჰა­მად (და­ახ­ლო­ე­ბით 5,5 ათა­სი დო­ლა­რი) ღი­რე­ბუ­ლი ოქ­როს მო­ნე­ტით და­ა­ჯილ­დო­ვე­ბენ.

მო­ნა­წი­ლე­ებს რე­გის­ტრა­ცი­ის დროს და პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის დღეს აწო­ნი­ან. ჯილ­დოს ის მი­ი­ღებს, ვინც ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნაკ­ლებ 2 კი­ლოგ­რამს და­იკ­ლებს.

ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ჰუ­სე­ინ ჰა­სერ ლუ­ტა­ჰის თქმით, დუ­ბა­ი­ში სხვა­დას­ხვა სპორ­ტის სა­ხე­ო­ბის 91 ობი­ექ­ტი არ­სე­ბობს. "ცხე­ლი ამინ­დი თა­ვის გა­მარ­თლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად არ უნდა იქ­ცეს - ვარ­ჯი­ში ან სირ­ბი­ლი სა­ღა­მოს, ან დი­ლით ად­რეც შე­იძ­ლე­ბა",- დას­ძენს იგი.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არაბ­თა ემი­რა­ტებ­ში ზედ­მე­ტი წონა ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია. 2007 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 68%-ს ზედ­მე­ტი წონა აწუ­ხებ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Gulfnews-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

დუბაის მაცხოვრებლებს დაკლებულ კილოგრამებში ოქროს გადაუხდიან

დუბაის მაცხოვრებლებს დაკლებულ კილოგრამებში ოქროს გადაუხდიან

დუბაის მთავრობამ ქალაქის მაცხოვრებლების წონის დაკლების სტიმულირება ოქროთი გადაწყვიტა.

პროგრამის "თქვენი წონა ოქროში" ფარგლებში, რომელიც 19 ივლისიდან 16 აგვისტომდე ჩატარდება, ქალაქის მაცხოვრებლები ზედმეტი წონის ყოველ დაკლებულ კილოგრამზე ერთ გრამ ოქროს მიიღებენ (დაახლოებით 42 დოლარი). დაკლებული კილოგრამების რაოდენობის მიხედვით, პირველ სამ ლიდერს 20 000 დირჰამად (დაახლოებით 5,5 ათასი დოლარი) ღირებული ოქროს მონეტით დააჯილდოვებენ.

მონაწილეებს რეგისტრაციის დროს და პროგრამის დასრულების დღეს აწონიან. ჯილდოს ის მიიღებს, ვინც ამ დროის განმავლობაში არანაკლებ 2 კილოგრამს დაიკლებს.

ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის, ჰუსეინ ჰასერ ლუტაჰის თქმით, დუბაიში სხვადასხვა სპორტის სახეობის 91 ობიექტი არსებობს. "ცხელი ამინდი თავის გამართლების საშუალებად არ უნდა იქცეს - ვარჯიში ან სირბილი საღამოს, ან დილით ადრეც შეიძლება",- დასძენს იგი.

გაერთიანებულ არაბთა ემირატებში ზედმეტი წონა ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 2007 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 68%-ს ზედმეტი წონა აწუხებდა.

მომზადებულია Gulfnews-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს