ყვარელში მდებარე პრეზიდენტის კუთვნილ სახლში, საძინებლის კედელს გოგა ხაჩიძის გადაღებული ფოტო ამშვენებს. ეს აღმოჩენა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გუშინ "ნანუკას შოუს" ყურების დროს გააკეთა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მიეძღვნა.
"ძალიან დავაფასე და გულწრფელად გამიხარდა ის, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთ ოთახს, ჩემი გადაღებული და ნაჩუქარი ფოტო ამშვენებს (გადაცემიდან აღმოვაჩინე)", - წერს ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
დეპუტატი იმავე შოუში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ნახვის სურვილს გამოთქვამს, რასაც გადაცემის წამყვანი პასუხობს.
"ბიძინა ივანიშვილზეც ვნახავდი Nanuka Zhorzholiani-ს გადაცემას.
საინტერესოა, რა გამოვა", - წერს ხაჩიძე.
"Nanuka Zhorzholiani: შევთავაზე უკვე:)"