პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბჭოთა მარაგების წყალობით, უკრაინა შეიარაღების ექსპორტიორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
საბჭოთა მარაგების წყალობით, უკრაინა შეიარაღების ექსპორტიორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბის ექ­სპორ­ტის კონ­ტრო­ლის სამ­სა­ხურ­მა, ქვეყ­ნის მიერ 2012 წელს გა­ყი­დუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, უკ­რა­ი­ნუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უმ­სხვი­ლე­სი მყიდ­ვე­ლი აშშ და გერ­მა­ნია გახ­და - 90 ათა­სი ავ­ტო­მა­ტი და 20 ათა­სი შაშ­ხა­ნა. გარ­და ამი­სა, 22 ათა­სი ავ­ტო­მა­ტი სუ­დან­მა, 15 ათა­სი - ჩად­მა და 11 ათა­სი კა­ნა­დამ შე­ი­ძი­ნეს. გა­ყი­დუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ლო­მის წილი კა­ლაშ­ნი­კო­ვის ავ­ტო­მა­ტებ­ზე მო­დის, რომ­ლე­ბიც სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 100 ათა­სო­ბით დარ­ჩა.

რაც შე­ხე­ბა ჯავ­შან­ტექ­ნი­კას, აქ მთა­ვარ მყიდ­ვე­ლე­ბად აფ­რი­კი­სა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი აზი­ის ქვეყ­ნე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ. კერ­ძოდ, 99 Т-72 ტი­პის ტან­კი ეთი­ო­პი­ამ, 62 ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი კი ტა­ი­ლან­დმა შე­ი­ძი­ნა. უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რი სუ­და­ნია. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გარ­და, ეს ქვე­ყა­ნა ტან­კებს, ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნებ­სა და სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მებს აქ­ტი­უ­რად ყი­დუ­ლობს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამა­ში თით­ქოს არა­ფე­რია, ია­რა­ღის გა­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს აქვს. ეს უბ­რა­ლო ბიზ­ნე­სია. თუმ­ცა არის ერთი სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო­ე­ბა. 2004 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, გა­ე­რომ სუ­დან­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­წო­დე­ბის აკ­რძალ­ვა­ზე 3 რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო.

სხვა­თა შო­რის, აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბის­თვის ია­რა­ღის უკა­ნო­ნო მი­ყიდ­ვა­ში არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის ამ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სდე­ბენ ბრალს. 2008 წელს, სო­მა­ლის სა­ნა­პი­როს­თან, მე­კობ­რე­ებ­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი მშრალტვირ­თმზი­დი და­ა­კა­ვეს. მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ამ რე­გი­ონ­ში ხში­რია. თუმ­ცა მე­კობ­რე­ე­ბის გა­ო­ცე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, რო­დე­საც გე­მის ტრუ­მებ­ში 33 ტან­კი, 6 "გრა­დი" და ათა­სო­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი აღ­მო­აჩ­ნეს. 2008 წელს კი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კოს ეკა­ვა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ბუ­თე­ბით, ტვირ­თი კე­ნი­ას ეკუთ­ვნო­და. მაგ­რამ კე­ნი­ა­ში მისი მცი­რე ნა­წი­ლი რჩე­ბო­და. ტექ­ნი­კის უმე­ტე­სო­ბა კი სუ­დან­ში მი­ე­მარ­თე­ბო­და. არც მა­შინ და არც მის შემ­დეგ, "უკრსპე­ცექ­სპორ­ტს" (ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­დან ია­რა­ღის ექ­სპორ­ტს კუ­რი­რებს), ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი მომ­ხდარ­ზე არ გა­უ­კე­თე­ბია.

რო­გორც ჩანს, აფ­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან, სა­დაც უმე­ტეს­წი­ლად ხალ­ხი შიმ­ში­ლით იხო­ცე­ბა, უკ­რა­ი­ნას მჭიდ­რო სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აქვს. მათ შო­რი­საა კე­ნია, უგან­და, ჩადი, კონ­გო. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბია.

ია­რა­ღის გა­ყიდ­ვა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სია. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც შენ ეს ია­რა­ღი სა­ჭი­რო­ზე მეტი გაქვს. სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნას ათა­სო­ბით საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა დარ­ჩა. უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას ამ­დე­ნი არ სჭირ­დე­ბო­და და არც ახლა სჭირ­დე­ბა. უკვე 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ხელ­შე­წყო­ბით და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი და უქ­მად მდგა­რი ტექ­ნი­კა ნელ-ნელა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში იყი­დე­ბო­და და დღე­საც იყი­დე­ბა. კვა­ლის და­სა­მა­ლად კი სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რა არ­სე­ბობს - ია­რა­ღის რო­მე­ლი­მე სა­ცავ­ში "შემ­თხვე­ვით" ან "და­უ­დევ­რო­ბით" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი ყვე­ლა კვალს გა­ა­ნად­გუ­რებს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2007-2011 წლებ­ში უკ­რა­ი­ნამ 2,4 მლრდ დო­ლა­რის ია­რა­ღი გა­ყი­და, რაც მსოფ­ლიო ექ­სპორ­ტის 2 %-ია.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

საბჭოთა მარაგების წყალობით, უკრაინა შეიარაღების ექსპორტიორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

საბჭოთა მარაგების წყალობით, უკრაინა შეიარაღების ექსპორტიორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სამსახურმა, ქვეყნის მიერ 2012 წელს გაყიდული შეიარაღების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინული ცეცხლსასროლი იარაღის უმსხვილესი მყიდველი აშშ და გერმანია გახდა - 90 ათასი ავტომატი და 20 ათასი შაშხანა. გარდა ამისა, 22 ათასი ავტომატი სუდანმა, 15 ათასი - ჩადმა და 11 ათასი კანადამ შეიძინეს. გაყიდული ცეცხლსასროლი იარაღის ლომის წილი კალაშნიკოვის ავტომატებზე მოდის, რომლებიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე 100 ათასობით დარჩა.

რაც შეხება ჯავშანტექნიკას, აქ მთავარ მყიდველებად აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნები ფიგურირებენ. კერძოდ, 99 Т-72 ტიპის ტანკი ეთიოპიამ, 62 ჯავშანტრანსპორტიორი კი ტაილანდმა შეიძინა. უკრაინული ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი სუდანია. ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ეს ქვეყანა ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და საარტილერიო სისტემებს აქტიურად ყიდულობს.

განსაკუთრებული ამაში თითქოს არაფერია, იარაღის გაყიდვის უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს. ეს უბრალო ბიზნესია. თუმცა არის ერთი საინტერესო გარემოება. 2004 წლიდან მოყოლებული, გაერომ სუდანში ნებისმიერი სახის შეიარაღების მიწოდების აკრძალვაზე 3 რეზოლუცია მიიღო.

სხვათა შორის, აფრიკის ქვეყნებისთვის იარაღის უკანონო მიყიდვაში არა მხოლოდ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას სდებენ ბრალს. 2008 წელს, სომალის სანაპიროსთან, მეკობრეებმა უკრაინული მშრალტვირთმზიდი დააკავეს. მსგავსი შემთხვევები ამ რეგიონში ხშირია. თუმცა მეკობრეების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გემის ტრუმებში 33 ტანკი, 6 "გრადი" და ათასობით ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნეს. 2008 წელს კი უკრაინის პრეზიდენტის პოსტი ვიქტორ იუშჩენკოს ეკავა.

ოფიციალური საბუთებით, ტვირთი კენიას ეკუთვნოდა. მაგრამ კენიაში მისი მცირე ნაწილი რჩებოდა. ტექნიკის უმეტესობა კი სუდანში მიემართებოდა. არც მაშინ და არც მის შემდეგ, "უკრსპეცექსპორტს" (ორგანიზაცია, რომელიც უკრაინიდან იარაღის ექსპორტს კურირებს), ოფიციალური კომენტარი მომხდარზე არ გაუკეთებია.

როგორც ჩანს, აფრიკის სახელმწიფოებთან, სადაც უმეტესწილად ხალხი შიმშილით იხოცება, უკრაინას მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა აქვს. მათ შორისაა კენია, უგანდა, ჩადი, კონგო. ოფიციალურად ეს სახელმწიფოები მსოფლიოში ყველაზე ღარიბია.

იარაღის გაყიდვა მსოფლიოში ყველაზე მომგებიანი ბიზნესია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ ეს იარაღი საჭიროზე მეტი გაქვს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, უკრაინას ათასობით საბრძოლო ტექნიკა დარჩა. უკრაინის არმიას ამდენი არ სჭირდებოდა და არც ახლა სჭირდება. უკვე 20 წლის განმავლობაში, ჩინოვნიკების ხელშეწყობით დაკონსერვებული და უქმად მდგარი ტექნიკა ნელ-ნელა სხვადასხვა ქვეყნებში იყიდებოდა და დღესაც იყიდება. კვალის დასამალად კი სტანდარტული პროცედურა არსებობს - იარაღის რომელიმე საცავში "შემთხვევით" ან "დაუდევრობით" გაჩენილი ხანძარი ყველა კვალს გაანადგურებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, 2007-2011 წლებში უკრაინამ 2,4 მლრდ დოლარის იარაღი გაყიდა, რაც მსოფლიო ექსპორტის 2 %-ია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა