თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი აკვაპარკი GINO PARADISE აგვისტოს დასაწყისში გაიხსნება. დასასვენებელი კომპლექსის წარმომადგენლების განცხადებით, გასართობი ცენტრის ასაშენებლად ევროპაში მოღვაწე ბიზნესმენმა 22 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო.
ახალი გასართობი ცენტრი 22 ჰექტარ ტერიტორიაზეა განლაგებული. აქ განთავსდება როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის აკვაპარკი, მოეწყობა გარე და ოლიმპიური სტანდარტების 25–მეტრიანი აუზები. იმუშავებს რამდენიმე კაფე, სპა ცენტრები და სხვა ობიექტები.