Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია II რუსეთს ეწვევა
ილია II რუსეთს ეწვევა

რუ­სე­თის ნათ­ლის­ღე­ბის 1025 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II რუ­სეთს ეწ­ვე­ვა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლიტ­მა გე­რა­სი­მე შა­რა­შე­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მიტ­რო­პო­ლი­ტის თქმით, რუ­სე­თის ნათ­ლის­ღე­ბის 1025 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მოს­კოვ­ში, კი­ევ­სა და მინ­სკში გა­ი­მარ­თე­ბა. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია II დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად 23-30 ივ­ლისს სა­მი­ვე ქა­ლაქ­ში ჩაბ­რძან­დე­ბა.

"იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი იმ თე­მებ­ზე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ებს შო­რის არის. პირ­ვე­ლი ეს არის აფხა­ზე­თის თემა და ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის ნეშ­თე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბა", - დას­ძი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მე­უ­ფის გან­მარ­ტე­ბით, დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქს შეხ­ვდე­ბი­ან. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კი ჯერ და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის. შეხ­ვედ­რებ­ზე და­ზუს­ტდე­ბა ასე­ვე ას­ტრა­ხა­ნი­დან ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის: ვახ­ტანგ VI-სა და თე­ი­მუ­რაზ II-ის გად­მოს­ვე­ნე­ბის სა­კი­თხიც.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ილია II რუსეთს ეწვევა

ილია II რუსეთს ეწვევა

რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთს ეწვევა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ განუცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო ღონისძიებები მოსკოვში, კიევსა და მინსკში გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II დელეგაციის წევრებთან ერთად 23-30 ივლისს სამივე ქალაქში ჩაბრძანდება.

"იქნება საუბარი იმ თემებზე, რომელიც ყოველთვის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის არის. პირველი ეს არის აფხაზეთის თემა და ქართველი მეფეების ნეშთების გადმოსვენება", - დასძინა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა.

მეუფის განმარტებით, დელეგაციის წევრები რუსეთის პატრიარქს შეხვდებიან. რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრების შესახებ ინფორმაცია კი ჯერ დაზუსტებული არ არის. შეხვედრებზე დაზუსტდება ასევე ასტრახანიდან ქართველი მეფეების: ვახტანგ VI-სა და თეიმურაზ II-ის გადმოსვენების საკითხიც.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია