მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სლავიანსკი ბაზარზე" ბავშვებში ლენკა ზვიადაძემ გაიმარჯვა
"სლავიანსკი ბაზარზე" ბავშვებში ლენკა ზვიადაძემ გაიმარჯვა

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი "სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რი" ბე­ლო­რუს­ში, ქა­ლაქ ვი­ტებსკში წლე­ბია იმარ­თე­ბა. ამ კონ­კურ­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც უკვე სამი წე­ლია, ამ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი. კონ­კურ­სი სამდღი­ა­ნი სხვა­ო­ბით იმარ­თე­ბა რო­გორც მოზ­რდი­ლებ­ში, ასე­ვე ბავ­შვებ­ში. მოზ­რდი­ლებ­ში 21 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ბავ­შვებ­ში კი - 14. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით კონ­კურ­სზე გა­მო­სულ­მა მომ­ღე­რალ­მა აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძემ II ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და შე­სა­ბა­მი­სი პრე­მი­აც (6.000 აშშ დო­ლა­რი) გა­და­ე­ცა; ბავ­შვებ­ში კი I ად­გი­ლი პა­ტა­რა მუ­სი­კოს, "ნი­ჭი­ე­რის" ყო­ფილ მო­ნა­წი­ლე ლენ­კა ზვი­ა­და­ძეს ერგო. ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე მომ­ღე­რა­ლი ლა­რი­სა დო­ლი­ნა გახ­ლდათ, ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი კი კომ­პო­ზი­ტო­რი ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლი...

მა­ნა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი:

- წელს, ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი იყ­ვნენ, რა­საც ყვე­ლა, მათ შო­რის, ჟი­უ­რიც აღ­ნიშ­ნავ­და. "სლა­ვი­ანსკი ბა­ზარ­ზე" შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მოს­ვლა ჰქონ­დათ ჩვენს მუ­სი­კო­სებს. აჩი­კომ და ლენ­კამ გვა­სა­ხე­ლეს და გაგ­ვა­ხა­რეს. რო­გორც ჩანს, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თეთ, რო­დე­საც კო­კურ­სის­თვის სწო­რედ ისი­ნი შე­ვარ­ჩი­ეთ.

- მათ შე­სარ­ჩე­ვად კას­ტინ­გი ხომ არ ჩა­გი­ტა­რე­ბი­ათ?

- არა და ალ­ბათ შემ­დე­გი წლის­თვის უკვე კას­ტინგსაც მო­ვა­წყობთ და კონ­კურ­სან­ტებს ასე შე­ვარ­ჩეთ.

- რას გვე­ტყვით პა­ტა­რა მომ­ღე­რალ - ლენ­კა ზვი­ა­და­ძე­ზე?

- ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვია და ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზეც და­ამ­ტკი­ცა. ის პე­და­გოგ ნანა ჟღე­რი­ას აღ­საზ­რდე­ლია.

- რამ­დე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი შე­ას­რუ­ლა?

- ორი. კონ­კურ­სის პი­რო­ბა ასე­თი იყო: ერთი სლა­ვურ ენა­ზე უნდა ემ­ღე­რა, მე­ო­რე - თა­ვის მშობ­ლი­ურ­ზე. აჩი­კო­მაც პირ­ვე­ლად რუ­სუ­ლი ნო­მე­რი შეს­თა­ვა­ზა მსმე­ნელს, მე­ო­რე - ქარ­თუ­ლი, კერ­ძოდ, რომა რცხი­ლა­ძის "ვარ­სკვლა­ვე­ბი".

აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე:

- ასეთ სე­რი­ო­ზულ კონ­კურ­სზე პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი და სა­ო­ცა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. მინ­და ვთქვა, რომ ორი ურ­თუ­ლე­სი ტური გა­ვი­ა­რეთ. რად­გან 21 ქვეყ­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღე­რა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ­თვის კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა არ იყო ად­ვი­ლი, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად შევ­ძე­ლი და II ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე, რაც ჩემ­თვის უდი­ე­სი წარ­მა­ტე­ბაა. I ად­გილ­ზე ხორ­ვა­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ვი­და, ხოლო გრანპ­რი პო­ლო­ნელს ერგო. თა­ვად კონ­კურ­სან­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი იყ­ვნენ, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. შე­ვი­ძი­ნე ბევ­რი მე­გო­ბა­რი... კონ­კურ­სან­ტე­ბის ნამ­ღე­რით ვხვდე­ბო­დი და ვეც­ნო­ბო­დი მუ­სი­კო­სე­ბის გე­მოვ­ნე­ბას. მინ­და ვთქვა, რომ ჟი­უ­რი 10 სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის­გან იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

- რო­გორც ვიცი, რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა ორ­კესტრთან ერ­თად მო­გიხ­და...

- კი, ასე­თი პი­რო­ბა იყო, რომ სლა­ვურ ენა­ზე ორ­კესტრის თან­ხლე­ბით უნდა გვემ­ღე­რა, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო. მოკ­ლედ, ური­გოდ არ მიმ­ღე­რია. მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ქალ­ბა­ტონ ნანა ჟღე­რი­ას, რო­მე­ლიც კონ­კუს­ზე გამ­გზავ­რე­ბამ­დე, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გვამ­ზა­დებ­და. მად­ლო­ბა ჩემს პრო­დი­უ­სერს - მა­ნა­ნა სე­ფი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც "სლა­ვი­ანსკი ბაზ­რის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლო­დან.

- ალ­ბათ გარ­კვე­უ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! და წი­ნა­და­დე­ბე­ბი მი­ი­ღე, არა?

- კი, რამ­დე­ნი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მარ­თლაც მი­ვი­ღე, ერთი - ტა­ლინ­ში, ერ­თიც - მოს­კოვ­ში და კი­დევ არის რა­ღა­ცე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ჯერ გა­და­ხედ­ვას მო­ი­თხოვს. 

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"სლავიანსკი ბაზარზე" ბავშვებში ლენკა ზვიადაძემ გაიმარჯვა

"სლავიანსკი ბაზარზე" ბავშვებში ლენკა ზვიადაძემ გაიმარჯვა

საერთაშორისო კონკურსი "სლავიანსკი ბაზარი" ბელორუსში, ქალაქ ვიტებსკში წლებია იმართება. ამ კონკურსის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მანანა სეფიაშვილი გახლავთ, რომელიც უკვე სამი წელია, ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული. კონკურსი სამდღიანი სხვაობით იმართება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. მოზრდილებში 21 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ბავშვებში კი - 14. საქართველოს სახელით კონკურსზე გამოსულმა მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ II ადგილი დაიკავა და შესაბამისი პრემიაც (6.000 აშშ დოლარი) გადაეცა; ბავშვებში კი I ადგილი პატარა მუსიკოს, "ნიჭიერის" ყოფილ მონაწილე ლენკა ზვიადაძეს ერგო. ჟიურის თავმჯდომარე მომღერალი ლარისა დოლინა გახლდათ, ჟიურის ერთ-ერთი წევრი კი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი...

მანანა სეფიაშვილი:

- წელს, ყველა ქვეყნიდან საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები იყვნენ, რასაც ყველა, მათ შორის, ჟიურიც აღნიშნავდა. "სლავიანსკი ბაზარზე" შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდათ ჩვენს მუსიკოსებს. აჩიკომ და ლენკამ გვასახელეს და გაგვახარეს. როგორც ჩანს, სწორი არჩევანი გავაკეთეთ, როდესაც კოკურსისთვის სწორედ ისინი შევარჩიეთ.

- მათ შესარჩევად კასტინგი ხომ არ ჩაგიტარებიათ?

- არა და ალბათ შემდეგი წლისთვის უკვე კასტინგსაც მოვაწყობთ და კონკურსანტებს ასე შევარჩეთ.

- რას გვეტყვით პატარა მომღერალ - ლენკა ზვიადაძეზე?

- ნიჭიერი ბავშვია და ეს საერთაშორისო კონკურსზეც დაამტკიცა. ის პედაგოგ ნანა ჟღერიას აღსაზრდელია.

- რამდენი მუსიკალური ნომერი შეასრულა?

- ორი. კონკურსის პირობა ასეთი იყო: ერთი სლავურ ენაზე უნდა ემღერა, მეორე - თავის მშობლიურზე. აჩიკომაც პირველად რუსული ნომერი შესთავაზა მსმენელს, მეორე - ქართული, კერძოდ, რომა რცხილაძის "ვარსკვლავები".

აჩიკო ნიჟარაძე:

- ასეთ სერიოზულ კონკურსზე პირველად ვიყავი და საოცარი გამოცდილება მივიღე. მინდა ვთქვა, რომ ორი ურთულესი ტური გავიარეთ. რადგან 21 ქვეყნის პროფესიონალი მომღერალი მონაწილეობდა. მათთვის კონკურენციის გაწევა არ იყო ადვილი, მაგრამ რაღაცნაირად შევძელი და II ადგილი დავიკავე, რაც ჩემთვის უდიესი წარმატებაა. I ადგილზე ხორვატიის წარმომადგენელი გავიდა, ხოლო გრანპრი პოლონელს ერგო. თავად კონკურსანტები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. შევიძინე ბევრი მეგობარი... კონკურსანტების ნამღერით ვხვდებოდი და ვეცნობოდი მუსიკოსების გემოვნებას. მინდა ვთქვა, რომ ჟიური 10 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლისგან იყო დაკომპლექტებული.

- როგორც ვიცი, რუსული სიმღერის შესრულება ორკესტრთან ერთად მოგიხდა...

- კი, ასეთი პირობა იყო, რომ სლავურ ენაზე ორკესტრის თანხლებით უნდა გვემღერა, რაც სერიოზული გამოწვევა იყო. მოკლედ, ურიგოდ არ მიმღერია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანა ჟღერიას, რომელიც კონკუსზე გამგზავრებამდე, სამი თვის განმავლობაში გვამზადებდა. მადლობა ჩემს პროდიუსერს - მანანა სეფიაშვილს, რომელიც "სლავიანსკი ბაზრის" ოფიციალური წარმომადგენელი გახლავთ საქართველოდან.

- ალბათ გარკვეული შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და წინადადებები მიიღე, არა?

- კი, რამდენიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მართლაც მივიღე, ერთი - ტალინში, ერთიც - მოსკოვში და კიდევ არის რაღაცები, მაგრამ ყველაფერი ჯერ გადახედვას მოითხოვს. 

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება