კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ქალაქმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა" - რამ აღაფრთოვანა დათო არჩვაძე ლას-ვეგასში
"ამ ქალაქმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა" - რამ აღაფრთოვანა დათო არჩვაძე ლას-ვეგასში

მომ­ღე­რა­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რი დათო არჩვა­ძე გა­მოც­დი­ლი მოგ­ზა­უ­რია. ბავ­შვო­ბი­დან თა­ვი­სი ნი­ჭის წყა­ლო­ბით მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი გას­ტრო­ლე­ბით. მის­თვის მოგ­ზა­უ­რო­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი შე­ი­ძი­ნა მას შემ­დეგ, რაც და­ქორ­წინ­და და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობს. დათო ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­შია და მისი ჩა­წე­რა ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ.

- პირ­ველ რიგ­ში, მო­გე­სალ­მე­ბით თქვენ და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" კვარ­ტეტს გვქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი ნიუ-იორკსა და ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში. კონ­ცერ­ტებ­მა დიდი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. მო­ვე­ფე­რეთ უამ­რავ ქარ­თველ ემიგ­რანტს და ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი იყო.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­უ­ვი­წყა­რი დღე ჩვენ­თვის ის გახ­ლდათ, რო­დე­საც ვა­შინგტონ­ში კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის გელა სა­ჩა­ლე­ლის და ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვით მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ ავ­ღა­ნეთ­ში დაჭ­რი­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი. ეს დღე ცხოვ­რე­ბა­ში არ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა. მათ ჩა­ვუ­ტა­ნეთ სა­ჩუქ­რად ლი­ლი­კო ნემ­სა­ძის ახა­ლი სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც ან­სამ­ბლი "ქარ­თუ­ლი ხმე­ბი" ვას­რუ­ლებთ.

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ამე­რი­კ­აში პირ­ვე­ლად არ ხარ. როცა პირ­ველ ჯერ­ზე ჩახ­ვე­დი, რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა შენ­ზე?

- ეს მე­ო­თხე გას­ტრო­ლია ამ მარ­თლა სა­ო­ცარ ქვე­ყა­ნა­ში. პირ­ვე­ლი გას­ტრო­ლი 1991 წელს თე­მურ ქევ­ხიშ­ვი­ლის ან­სამ­ბლ "და­რი­ალ­თან" ერ­თად იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბავ­შვო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა სა­ერ­თოდ სხვა რა­მეა, მით უმე­ტეს, ასეთ ქვე­ყა­ნა­ში და ყვე­ლა­ფე­რი სას­წა­უ­ლად გა­მახ­სოვ­რდე­ბა. ვცხოვ­რობ­დით ოჯა­ხებ­ში, ჯორ­ჯი­ის შტატ­ში და ნიუ-იორკში გვქონ­და მა­ში­ნაც კონ­ცერ­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­დან საკ­მა­ოდ დიდი დე­ლე­გა­ცია იყო, ბა­ტო­ნი გელა ჩარ­კვი­ა­ნი, გივი სი­ხა­რუ­ლი­ძის ან­სამ­ბლი. ატ­ლან­ტა­ში ბა­ტო­ნი ნუგ­ზარ რუ­ხა­ძე დაგ­ვხვდა და მახ­სოვს ამე­რი­კე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცია, რო­დე­საც ვას­რუ­ლებ­დით სიმ­ღე­რას "ამე­რი­კა".

შემ­დე­გი, მე­ო­რე გას­ტრო­ლი ამე­რი­კა­ში უკვე მა­შინ­დე­ლი ან­სამ­ბლ "უნი­ვერ­სი­ტეტს" გვქონ­და ქა­ლაქ ნიუ-პორ­ტში, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც მსა­ხი­ობ ჯონ მალ­კო­ვი­ჩის ბი­ძაშ­ვილ­მა, მარკ მალ­კო­ვიჩ­მა მიგ­ვიწ­ვია. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მოგ­ვის­მი­ნა და ჩვე­ნი მიწ­ვე­ვა გა­და­წყვი­ტა. ეს 2003 წელს იყო. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი ჩვე­ნი სო­ლო­კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნა. ამ წელს, რო­გორც გა­ვი­გეთ, გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვი­ათ ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ამ ფეს­ტი­ვა­ლის ის­ტო­რი­ას მსგავ­სი რამ არ ახ­სოვ­და. მარკ მალ­კო­ვი­ჩი ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რით ძა­ლი­ან მო­ი­ხიბ­ლა და ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტა გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბა.

ამე­რი­კუ­ლი ვო­ი­ა­ჟე­ბის კულ­მი­ნა­ცია ჩემ­თვის წლე­ვან­დე­ლი გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი გახ­ლდათ, როცა ჩემს უსაყ­ვარ­ლეს მე­უღ­ლეს­თან, ეთუ­ნას­თან ერ­თად გახ­ლდით ქა­ლაქ ლას-ვე­გას­ში, სტუმ­რად ჩემს უფ­როს მე­გო­ბარ­თან, ალექს და­ვი­თი­ან­თან. ამ ქა­ლაქ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. პირ­ველ მარტს და­ვეს­წა­რით ჩემი საყ­ვა­რე­ლი ჯგუ­ფის "ბოიზ თუ მე­ნის" კონ­ცერტს, სა­დაც ძა­ლი­ან მა­გა­რი ფაქ­ტი მოხ­და. 10-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ მათ­თან ერ­თად სცე­ნას და­უბ­რუნ­და ჯგუ­ფის მე­ო­თხე წევ­რი, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ბანი (იღი­მის) და ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი კონ­ცერ­ტის მომსწრე­ნი გავ­ხდით. ასე­ვე მო­ვი­ა­რეთ კა­ლი­ფორ­ნია, სა­დაც ჩემ­მა დიდი ხნის მე­გო­ბარ­მა, ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძემ მოგ­ვა­ტა­რა ჰო­ლი­ვუ­დი, ბე­ვერ­ლი ჰილ­ზი და სან­ტა-მო­ნი­კა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ამ ქალაქმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა" - რამ აღაფრთოვანა დათო არჩვაძე ლას-ვეგასში

"ამ ქალაქმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა" - რამ აღაფრთოვანა დათო არჩვაძე ლას-ვეგასში

მომღერალი და კომპოზიტორი დათო არჩვაძე გამოცდილი მოგზაურია. ბავშვობიდან თავისი ნიჭის წყალობით მრავალ ქვეყანაშია ნამყოფი გასტროლებით. მისთვის მოგზაურობამ განსაკუთრებული ხიბლი შეიძინა მას შემდეგ, რაც დაქორწინდა და მეუღლესთან ერთად მოგზაურობს. დათო ამჟამად ამერიკაშია და მისი ჩაწერა ინტერნეტის საშუალებით მოვახერხეთ.

- პირველ რიგში, მოგესალმებით თქვენ და სრულიად საქართველოს. "ქართული ხმების" კვარტეტს გვქონდა კონცერტები ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში. კონცერტებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. მოვეფერეთ უამრავ ქართველ ემიგრანტს და ძალიან ამაღელვებელი შეხვედრები იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი დღე ჩვენთვის ის გახლდათ, როდესაც ვაშინგტონში კონცერტების ორგანიზატორის გელა საჩალელის და ჩვენი ერთობლივი ინიციატივით მოვინახულეთ ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები. ეს დღე ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება. მათ ჩავუტანეთ საჩუქრად ლილიკო ნემსაძის ახალი სიმღერა, რომელსაც ანსამბლი "ქართული ხმები" ვასრულებთ.

- რამდენადაც ვიცი, ამერი­კ­აში პირველად არ ხარ. როცა პირველ ჯერზე ჩახვედი, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე?

- ეს მეოთხე გასტროლია ამ მართლა საოცარ ქვეყანაში. პირველი გასტროლი 1991 წელს თემურ ქევხიშვილის ანსამბლ "დარიალთან" ერთად იყო. მოგეხსენებათ, ბავშვობის შთაბეჭდილება საერთოდ სხვა რამეა, მით უმეტეს, ასეთ ქვეყანაში და ყველაფერი სასწაულად გამახსოვრდება. ვცხოვრობდით ოჯახებში, ჯორჯიის შტატში და ნიუ-იორკში გვქონდა მაშინაც კონცერტი. საქართველოდან საკმაოდ დიდი დელეგაცია იყო, ბატონი გელა ჩარკვიანი, გივი სიხარულიძის ანსამბლი. ატლანტაში ბატონი ნუგზარ რუხაძე დაგვხვდა და მახსოვს ამერიკელების განსაკუთრებული ემოცია, როდესაც ვასრულებდით სიმღერას "ამერიკა".

შემდეგი, მეორე გასტროლი ამერიკაში უკვე მაშინდელი ანსამბლ "უნივერსიტეტს" გვქონდა ქალაქ ნიუ-პორტში, კლასიკური მუსიკის ფესტივალზე, სადაც მსახიობ ჯონ მალკოვიჩის ბიძაშვილმა, მარკ მალკოვიჩმა მიგვიწვია. ის საქართველოში იმყოფებოდა, მოგვისმინა და ჩვენი მიწვევა გადაწყვიტა. ეს 2003 წელს იყო. ზემოხსენებული ფესტივალი ჩვენი სოლოკონცერტით გაიხსნა. ამ წელს, როგორც გავიგეთ, გამონაკლისი დაუშვიათ ჩვენი მონაწილეობით. ამ ფესტივალის ისტორიას მსგავსი რამ არ ახსოვდა. მარკ მალკოვიჩი ქართული ფოლკლორით ძალიან მოიხიბლა და ამიტომაც გადაწყვიტა გამონაკლისის დაშვება.

ამერიკული ვოიაჟების კულმინაცია ჩემთვის წლევანდელი გაზაფხულის პირველი დღეები გახლდათ, როცა ჩემს უსაყვარლეს მეუღლესთან, ეთუნასთან ერთად გახლდით ქალაქ ლას-ვეგასში, სტუმრად ჩემს უფროს მეგობართან, ალექს დავითიანთან. ამ ქალაქმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პირველ მარტს დავესწარით ჩემი საყვარელი ჯგუფის "ბოიზ თუ მენის" კონცერტს, სადაც ძალიან მაგარი ფაქტი მოხდა. 10-წლიანი პაუზის შემდეგ მათთან ერთად სცენას დაუბრუნდა ჯგუფის მეოთხე წევრი, ყველაზე მაგარი ბანი (იღიმის) და ძალიან ამაღელვებელი კონცერტის მომსწრენი გავხდით. ასევე მოვიარეთ კალიფორნია, სადაც ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ მოგვატარა ჰოლივუდი, ბევერლი ჰილზი და სანტა-მონიკა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია