პარტნიორები:

    ტილ შვაიგერი - ყველაზე ცნობილი გერმანელი ჰოლივუდში

    ტილ შვაიგერი - ყველაზე ცნობილი გერმანელი ჰოლივუდში

    ტილ შვაიგერს ყველაფერი შეუძლია: ჰოლივუდის დაპყრობა, შვილების აღზრდა, სცენარების წერა, ფილმების გადაღება, თამაში. ის გერმანიის მთავარი კინოკერპი და ყველაზე ცნობილი გერმანელი მსახიობია მსოფლიოს მასშტაბით. შვაიგერმა მოახერხა, ამერიკაშიც გაეკეთებინა შესანიშნავი კარიერა. 49 წლის მსახიობს ოთხი შვილი ჰყავს (მისი ცოლი ყოფილი მოდელი, ამერიკელი დენა კარლსენია), მაგრამ კვლავ სექსსიმბოლოა. ბოლოს რომანტიკულ კომედია "მაცდუნებელ 2"-ში გამოჩნდა, რომელიც ახლახან გამოვიდა ეკრანებზე. მანამდე კი მისი ყველაზე ცნობილი როლი იყო ფილმში "ზეცაში დაკაკუნება".

    - რას ველოდოთ ახალი კომედიისგან?

    - ამბის გაგრძელებას. პირველი "მაცდუნებლიდან" ცნობილ ოჯახში ყველაფერი იდეალურად არ არის, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში. სიქველი გაცილებით უფრო სასაცილო გამოვიდა, თუმცა სევდიანი მომენტებიც არის.

    - წინა ფილმში, "მფარველ ანგელოზშიც" ახერხებდით დრამისა და კომედიის დაბალანსებას...

    - "ზეცაში დაკაკუნებაც" კარგი გამოვიდა ამ მხრივ (იცინის). "მფარველ ანგელოზში" კი, რომელიც დრამაა, კაცი ფეხებს კარგავს, მაგრამ მაინც ხუმრობს თავის თავზე. თუ ადამიანს შეუძლია გაცინება, გამოდის, მას არა მხოლოდ დაცემის სჯერა, არამედ აღმაფრენისაც.

    იხილეთ სტატიის სრული ვერსია

    სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

    "სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

    „თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება