იაპონიაში ხელისგულზე მკითხაობა ძალიან პოპულარულია და ხელის ხაზების დახმარებით მომავალ კეთილდღეობასა თუ უიღბლობას განსაზღვრავენ.
იაპონელებს სწამთ, რომ ბედისწერის შეცვლა შეუძლიათ და ამიტომ პლასტიკურ ქირურგებთან მიდიან და ხელისგულზე ღარებს იცვლიან. იაპონელი პლასტიკური ქირურგები ხელისგულზე ოპერაციას 1000 დოლარად აკეთებენ. როგორც პაციენტები ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ, ამ ხერხით ისინი სიცოცხლეს იხანგრძლივებენ, ჯანმრთელობას იუმჯობესებენ, სატრფოს შოულობენ და უმეტესობას ისიც კი სწამს, რომ ლატარეაში დიდ ფულს მოიგებს. ამ პროცედურის ჩასატარებლად პლასტიკურ ქირურგებთან პაციენტთა რიგები არ წყდება. პროცედურა 10-15 წუთს გრძელდება. ხელისგულის შეცვლის მსურველთა ასაკი 30 წელს არ აღემატება. ამ ასაკის იაპონელებმა უკვე იციან, ცხოვრებაში რა უნდათ, რისი შეცვლა სურთ და არ არ მოსწონთ.
კაცები ღარებს ძირითადად იმ იმედით იცვლიან, რომ ფინანსები გაზარდონ და ფული იღბლიან საქმეში დააბანდონ. ქალების მთავარი პრობლემა არასასურველი პარტნიორების მოშორება და გათხოვებაა. ზოგიერთი იაპონელი ქალი ფიქრობს, რომ მის ხელისგულზე გათხოვების ხაზი არ არის და ამიტომ შესაბამისი სიმბოლოთი "ბედს იხსნის". ზოგიერთი იმაზე დარდობს, რომ ნაადრევი გათხოვება უწერია - მავანს ოპერაციის შემდეგ სჯერა, რომ არასასურველ ქმარს მალე გაეყრება და ახალი კარგი საქმროც ჰორიზონტზე გამოჩნდება.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.