ჟურნალმა Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სია გამოაქვეყნა. პირველი ადგილი პოპულარულმა მსახიობმა, რობერტ დაუნი უმცროსმა დაიკავა.
ფილმ "შურისმაძიებლებში" მონაწილეობის წყალობით, რობერტი ყველაზე მაღალი ჰონორარის მქონე ვარსკვლავთა სათავეში მოექცა. რკინის კაცის - იგივე ტონი სტარკის განსახიერებამ დაუნი უმცროსს 50 მლნ აშშ დოლარი მოუტანა. სულ კი ვარსკვლავმა წელს 75 ლნ დოლარის შოვნა მოახერხა.
მეორე ადგილი რეიტინგში ჩენინგ ტატუმმა დაიკავა. მან თავის საბანკო ანგარიშებს კიდევ 60 მლნ დოლარი შემატა.
მესამე ადგილზე ჰიუ ჯეკმანი გავიდა, რომელმაც 2013 წელს 55 მლნ დოლარის შოვნა მოახერხა.
Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მსახიობების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. რობერტ დაუნი უმცროსი - 75 მლნ
2. ჩენინგ ტატუმი - 60 მლნ
3. ჰიუ ჯეკმანი - 55 მლნ
4. მარკ უოლბერგი - 52 მლნ
5. დუეინ ჯონსონი - 46 მლნ
6. ლეონარდო დი კაპრიო - 39 მლნ
7. ადამ სენდლერი - 37 მლნ
8. ტომ კრუზი - 35 მლნ
9. დენზელ ვაშინგტონი - 33 მლნ
10. ლიამ ნისონი - 32 მლნ.
მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.