პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მდინარე ენგურში დაკარგულთა ძებნაში სპეც-ტექნიკა ჩაერთო
მდინარე ენგურში დაკარგულთა ძებნაში სპეც-ტექნიკა ჩაერთო

სვა­ნეთ­ში, სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად მდი­ნა­რე ენ­გურ­ში და­კარ­გულ­თა ძებ­ნა­ში სპეც-ტექ­ნი­კა ჩა­ერ­თო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მდი­ნა­რე­ში და­კარ­გულ­თა ახ­ლო­ბელ­მა სო­ფი­კო ლო­მი­ამ გა­ნუ­ცხა­და , ად­გილ­ზე დღეს დი­ლი­დან უკვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სპეც-ტექ­ნი­კა, კა­ტარ­ღე­ბი და ნა­ვე­ბი. სვა­ნეთ­ში თბი­ლი­სი­დან და ბა­თუ­მი­დან მყვინ­თა­ვე­ბიც ჩა­ვიდ­ნენ.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ძებ­ნა დღეს და­ი­წყო. აქამ­დე მხო­ლოდ ჭოგ­რი­ტით აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. მდი­ნა­რის სირ­თუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დიდ იმე­დებ­საც ვერ გვაძ­ლე­ვენ და იმის­თვი­საც მზად უნდა ვი­ყოთ, რომ შე­იძ­ლე­ბა ცხედ­რე­ბი ვერ იპო­ვონ", - აღ­ნიშ­ნა ლო­მი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ნა­პოვ­ნია მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო ნივ­თე­ბი და მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვი, თუმ­ცა ისიც უც­ნო­ბია, სა­ბუ­რა­ვი მათ მან­ქა­ნას ეკუთ­ვნო­და თუ არა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სვა­ნეთ­ში, სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად ავ­ტო­მან­ქა­ნა მდი­ნა­რე ენ­გურ­ში გა­და­ვარ­და. და­კარ­გუ­ლია ოთხი პირი, მათ შო­რის 24 წლის ტყუ­პი დები, მათი დედა და ბიძა.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია მდი­ნა­რე ენ­გურ­ზე - მაშ­ვე­ლე­ბი ოთხ და­კარ­გულს ეძე­ბენ

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მდინარე ენგურში დაკარგულთა ძებნაში სპეც-ტექნიკა ჩაერთო

მდინარე ენგურში დაკარგულთა ძებნაში სპეც-ტექნიკა ჩაერთო

სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად მდინარე ენგურში დაკარგულთა ძებნაში სპეც-ტექნიკა ჩაერთო. როგორც "ინტერპრესნიუსს" მდინარეში დაკარგულთა ახლობელმა სოფიკო ლომიამ განუცხადა , ადგილზე დღეს დილიდან უკვე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა, კატარღები და ნავები. სვანეთში თბილისიდან და ბათუმიდან მყვინთავებიც ჩავიდნენ.

"შეიძლება ითქვას, რომ ძებნა დღეს დაიწყო. აქამდე მხოლოდ ჭოგრიტით აკვირდებოდნენ. მდინარის სირთულიდან გამომდინარე დიდ იმედებსაც ვერ გვაძლევენ და იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება ცხედრები ვერ იპოვონ", - აღნიშნა ლომიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაპოვნია მხოლოდ უმნიშვნელო ნივთები და მანქანის საბურავი, თუმცა ისიც უცნობია, საბურავი მათ მანქანას ეკუთვნოდა თუ არა.

რამდენიმე დღის წინ, სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. დაკარგულია ოთხი პირი, მათ შორის 24 წლის ტყუპი დები, მათი დედა და ბიძა.

იხილეთ ვიდეო: სამაშველო ოპერაცია მდინარე ენგურზე - მაშველები ოთხ დაკარგულს ეძებენ

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია