პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი ცნობილაძეს და გიორგი ვარდოსანიძეს რომანი აქვთ?
ნინი ცნობილაძეს და გიორგი ვარდოსანიძეს რომანი აქვთ?

ახალ­გაზ­რდა, მაგ­რამ უკვე პო­პუ­ლა­რულ მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე­სა და დამ­წყე­ბი მომ­ღერ­ლის, ნინი ცნო­ბი­ლა­ძის ნაც­ნო­ბო­ბა ერთ თბილ და კე­თილ სა­ღა­მო­ზე და­ი­წყო. იმ დღეს ორი­ვე სცე­ნა­ზე იდგა და მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვი­სას და­დე­ბი­თად გა­ნე­წყვნენ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და ეს გრძნო­ბა დღემ­დე არ გა­ნე­ლე­ბი­ათ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გას­ტანს. ბევ­რი სა­ერ­თო თვი­სე­ბა აქვთ, მათ შო­რის საქ­მის უზო­მო სიყ­ვა­რუ­ლი. როცა გი­ორ­გი პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თურ­მე ნი­ნის ფა­ვო­რი­ტი სწო­რედ ის იყო, გი­ორ­გი კი მას კონ­კურს "ახალ ხმა­ში" გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. მა­შინ ვერც წარ­მო­იდ­გენ­დნენ, რომ ერ­თმა­ნეთს ასე და­უ­ახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ და ამის­თვის სულ რა­ღაც სამი თვეც საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და.

ახლა ნი­ნის ჯე­რია კონ­კურ­სში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად და უკვე გა­მოც­დი­ლი გი­ორ­გი მას სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს აძ­ლევს.

- თქვე­ნი გაც­ნო­ბა და პირ­ვე­ლი და­კონ­ტაქ­ტე­ბა რო­გორ გახ­სოვთ?

გი­ორ­გი: ნინი რომ გა­ვი­ცა­ნი, მა­შინ­ვე აღ­ვნიშ­ნე, რომ ძა­ლი­ან კარ­გი და უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნია. უბ­რა­ლო­ე­ბა კი ჩემ­თვის ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი ნი­ჭია. ამი­ტომ ად­ვი­ლად დავ­მე­გობ­რდით. იქი­დან მე წა­მო­ვიყ­ვა­ნე ნინი თბი­ლის­ში. გზა­ში პატ­რულ­მა გაგ­ვა­ჩე­რა და ამა­ზეც ბევ­რი ვი­ცი­ნეთ.

ნინი: მთე­ლი გზა გი­ორ­გის ანეკ­დო­ტებ­ზე ვი­ცი­ნო­დით. დღეს მე და გი­ორ­გის ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. გი­ორ­გის იუ­მო­რის გრძნო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს. ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბია.

- ერ­თია, პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და მე­ო­რე, შემ­დგო­მი ურ­თი­ერ­თო­ბა, რა­საც ზოგ­ჯერ იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბიც ახ­ლავს...

გი­ორ­გი: ნინი რო­გო­რი საყ­ვა­რე­ლიც მე­გო­ნა, ისე­თი აღ­მოჩ­ნდა. ჩვენ ახლა ვი­წყებთ მე­გობ­რო­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წლე­ბის მე­რეც ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვექ­ნე­ბა.

- ნინი, თქვენ არ აპი­რებთ, გახ­დეთ "მო­ცეკ­ვა­ვე ვარ­სკვლა­ვი"?

ნინი: დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებ­დი ასეთ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღო კი­დეც.

- მა­შინ გი­ორ­გის რჩე­ვე­ბიც დაგ­ჭირ­დე­ბათ.

ნინი: კი, ცოტა ხნის წინ რა­ღაც ვკი­თხე ცეკ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და სრუ­ლი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე. გი­ორ­გი თვლის, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვი­ღო ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ მაფრ­თხი­ლებს, რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი იქ­ნე­ბაო.

გი­ორ­გი: რჩე­ვებს მე­კი­თხე­ბა და ვე­უბ­ნე­ბი, რომ ნერ­ვებს გა­უფრ­თხილ­დეს, რად­გან ამ კონ­კურსს საკ­მა­ოდ დიდი სტრე­სი ახ­ლავს თან, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრაქ­ტი­კა­აა და გა­მარ­ჯვე­ბაც არ არის ცუდი, ამ­ბო­ბენ, კარ­გი­აო. ვე­უბ­ნე­ბი, რომ წო­ნა­ში ცოტა მო­ი­მა­ტოს, რად­გან კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად და­იკ­ლებს. მე 20 კილო და­ვი­კე­ლი და ნინი ამ წო­ნით რომ მი­ვი­დეს, იმ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­გან ალ­ბათ მარ­ტო თმა დარ­ჩე­ბა.

(შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია)

მა­ნა­ნა ნო­დია

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ნინი ცნობილაძეს და გიორგი ვარდოსანიძეს რომანი აქვთ?

ნინი ცნობილაძეს და გიორგი ვარდოსანიძეს რომანი აქვთ?

ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პოპულარულ მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესა და დამწყები მომღერლის, ნინი ცნობილაძის ნაცნობობა ერთ თბილ და კეთილ საღამოზე დაიწყო. იმ დღეს ორივე სცენაზე იდგა და მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა. პირველივე ნახვისას დადებითად განეწყვნენ ერთმანეთის მიმართ და ეს გრძნობა დღემდე არ განელებიათ. დარწმუნებულები არიან, რომ მათი ურთიერთობა მთელი ცხოვრება გასტანს. ბევრი საერთო თვისება აქვთ, მათ შორის საქმის უზომო სიყვარული. როცა გიორგი პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობდა, თურმე ნინის ფავორიტი სწორედ ის იყო, გიორგი კი მას კონკურს "ახალ ხმაში" გულშემატკივრობდა. მაშინ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ერთმანეთს ასე დაუახლოვდებოდნენ და ამისთვის სულ რაღაც სამი თვეც საკმარისი აღმოჩნდებოდა.

ახლა ნინის ჯერია კონკურსში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობის მისაღებად და უკვე გამოცდილი გიორგი მას სასარგებლო რჩევებს აძლევს.

- თქვენი გაცნობა და პირველი დაკონტაქტება როგორ გახსოვთ?

გიორგი: ნინი რომ გავიცანი, მაშინვე აღვნიშნე, რომ ძალიან კარგი და უბრალო ადამიანია. უბრალოება კი ჩემთვის ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭია. ამიტომ ადვილად დავმეგობრდით. იქიდან მე წამოვიყვანე ნინი თბილისში. გზაში პატრულმა გაგვაჩერა და ამაზეც ბევრი ვიცინეთ.

ნინი: მთელი გზა გიორგის ანეკდოტებზე ვიცინოდით. დღეს მე და გიორგის ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გიორგის იუმორის გრძნობა ძალიან მომწონს. ნიჭიერი მსახიობია.

- ერთია, პირველი შთაბეჭდილება და მეორე, შემდგომი ურთიერთობა, რასაც ზოგჯერ იმედგაცრუებებიც ახლავს...

გიორგი: ნინი როგორი საყვარელიც მეგონა, ისეთი აღმოჩნდა. ჩვენ ახლა ვიწყებთ მეგობრობას. დარწმუნებული ვარ, წლების მერეც ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება.

- ნინი, თქვენ არ აპირებთ, გახდეთ "მოცეკვავე ვარსკვლავი"?

ნინი: დიდი სიამოვნებით მივიღებდი ასეთ პროექტში მონაწილეობას და შეიძლება მივიღო კიდეც.

- მაშინ გიორგის რჩევებიც დაგჭირდებათ.

ნინი: კი, ცოტა ხნის წინ რაღაც ვკითხე ცეკვებთან დაკავშირებით და სრული პასუხი მივიღე. გიორგი თვლის, რომ აუცილებლად უნდა მივიღო ამ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ მაფრთხილებს, რთული და შრომატევადი იქნებაო.

გიორგი: რჩევებს მეკითხება და ვეუბნები, რომ ნერვებს გაუფრთხილდეს, რადგან ამ კონკურსს საკმაოდ დიდი სტრესი ახლავს თან, თუმცა ცხოვრებისეული პრაქტიკააა და გამარჯვებაც არ არის ცუდი, ამბობენ, კარგიაო. ვეუბნები, რომ წონაში ცოტა მოიმატოს, რადგან კონკურსში მონაწილეობისას აუცილებლად დაიკლებს. მე 20 კილო დავიკელი და ნინი ამ წონით რომ მივიდეს, იმ სამი თვის განმავლობაში მისგან ალბათ მარტო თმა დარჩება.

(შემოკლებული ვერსია)

მანანა ნოდია

ჟურნალი "სარკე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება