პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეორედ მოსვლა მოხდება საქართველოში და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამას ღირსეულად დავხვდებით"
"მეორედ მოსვლა მოხდება საქართველოში და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამას ღირსეულად დავხვდებით"

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ნელ-ნელა გვი­ახ­ლოვ­დე­ბა. კან­დი­და­ტებ­მაც და­ი­წყეს თა­ვი­ან­თი საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მის გაც­ნო­ბა ამომ­რჩევ­ლე­ბი­სათ­ვის. ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ ერთ-ერთ კან­დი­დატს, კო­ა­ლი­ცია "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის"ლი­დერს, მი­ხე­ილ-გელა სა­ლუ­აშ­ვილს.

- ჩვე­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მა ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: ესაა ეროვ­ნულ-რე­ლი­გი­უ­რი და ეროვ­ნულ-პო­ლი­ტი­კუ­რი. ეროვ­ნულ-რე­ლი­გი­უ­რი ნა­წი­ლი დამ­ყა­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ერ მი­სი­ა­ზე, ანუ მას­ში გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია ჩვე­ნი როლი მსოფ­ლი­ოს სა­კა­ცობ­რიო ის­ტო­რი­ა­ში. ერთ-ერთ უდი­დეს ქარ­თულ ძეგლ­ში, "ქე­ბაი და დი­დე­ბაი ქარ­თუ­ლი­სა ენი­საი", გან­სა­ზღვრუ­ლია ქარ­თუ­ლი ენის მი­სია. ამი­ტომ ჩვე­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მა სწო­რედ იმ პრინ­ცი­პე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბას ემ­ყა­რე­ბა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ე­რი მი­სი­ის არსი შე­ი­ცავს ბოლო ჟამ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

- ანუ თქვენ თვლით, რომ ბოლო ჟამი მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია და თქვე­ნი პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ამას მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევხდე­ბით?

- სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე ხში­რად იმე­ო­რებს ხოლ­მე, რომ ჩვენ გვი­წევს ბოლო ჟა­მის ეპო­ქა­ში ცხოვ­რე­ბა. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ეპო­ქი­დან დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მომ­ხდა­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ა­ში არ იყო ასა­ხუ­ლი. მა­ცხოვ­რის პა­სუ­ხებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ვფიქ­რობთ, მე­ო­რედ მოს­ვლის ად­გი­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და ჩემი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამას ღირ­სე­უ­ლად დავ­ხვდე­ბით. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას აქვს ნათ­ქვა­მი: "ქარ­თვე­ლი ერის გზა ქრის­ტეს გზაა ეკ­ლი­ა­ნი გვირ­გვი­ნი­დან გარ­დუ­ვალ აღ­დგო­მამ­დე". ჩვე­ნის აზ­რით, ეკ­ლი­ა­ნი გზა უკვე გა­ვი­ა­რეთ და ახლა ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით იმ ეტაპს, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს გაბრ­წყი­ნე­ბის ეტა­პი ქვია. ჩვენ დე­ტა­ლუ­რად გვაქვს გა­წე­რი­ლი, ესა თუ ის ბიბ­ლი­უ­რი წყა­რო რო­მელ ეტაპს შე­ე­სა­ბა­მე­ბა (საბ­ჭო­თა მმარ­თვე­ლო­ბას, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მოს­ვლას და წას­ვლას. რამ­დენ ხანს უნდა ყო­ფი­ლი­ყო შე­ვარ­დნა­ძე და სხვ).

-სა­პატ­რი­არ­ქოს­გან თუ გაქვთ კურ­თხე­ვა, პრე­ზი­დენ­ტად კენ­ჭს რომ იყ­რით?

-დიდი მად­ლო­ბა ამ კი­თხვი­სათ­ვის. მე მი­მაჩ­ნია, რომ ეკ­ლე­სი­ის ჩა­რე­ვა პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ შე­იძ­ლე­ბა.

- თქვენს სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში, თქვენ აპ­რო­ტეს­ტებთ მარ­კი­რე­ბას და აცხა­დებთ რომ ესაა ეშ­მა­კის ნი­შა­ნი...

-მარ­კი­რე­ბის ხმა­რე­ბი­დან ამო­ღე­ბის შე­სა­ხებ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა "შორს ეშ­მა­კის ნი­შა­ნი" , რო­მე­ლიც წარ­დგე­ნი­ლია პარ­ლა­მენ­ტში. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ით­ვა­ლის­წი­ნებს მარ­კი­რე­ბის ამო­ღე­ბას და მის ნაც­ვლად ფო­ტო­რე­გის­ტრა­ტო­რის დამ­კვიდ­რე­ბას.

- ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, ვთქვათ, პარ­ლა­მენ­ტმა უარი თქვა მარ­კი­რე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე, მა­ინც მი­ი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნებ­ში და თქვენს ამომ­რჩე­ველს იძუ­ლე­ბულს გახ­დით, ეშ­მა­კის ნიშ­ნით და­იტ­ვიფ­როს?

- წლე­ვან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა ბოლო, რო­მე­ლიც მარ­კი­რე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა. თუ პარ­ლა­მენ­ტი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ ან­ტიღვთი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მის გა­უქ­მე­ბას, ჩვენ, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით, მა­ინც მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შემ­დეგ, ოდეს ღვთის ნე­ბით გა­ვი­მარ­ჯვებთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­უქ­მებთ მარ­კი­რე­ბას.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"მეორედ მოსვლა მოხდება საქართველოში და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამას ღირსეულად დავხვდებით"

"მეორედ მოსვლა მოხდება საქართველოში და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამას ღირსეულად დავხვდებით"

საპრეზიდენტო არჩევნები ნელ-ნელა გვიახლოვდება. კანდიდატებმაც დაიწყეს თავიანთი საპრეზიდენტო პროგრამის გაცნობა ამომრჩევლებისათვის. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ კანდიდატს, კოალიცია "ერთსულოვნების"ლიდერს, მიხეილ-გელა სალუაშვილს.

- ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება: ესაა ეროვნულ-რელიგიური და ეროვნულ-პოლიტიკური. ეროვნულ-რელიგიური ნაწილი დამყარებულია საქართველოს სულიერ მისიაზე, ანუ მასში გაანალიზებულია ჩვენი როლი მსოფლიოს საკაცობრიო ისტორიაში. ერთ-ერთ უდიდეს ქართულ ძეგლში, "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", განსაზღვრულია ქართული ენის მისია. ამიტომ ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა სწორედ იმ პრინციპების გამომზეურებას ემყარება, რასაც საქართველოს სულიერი მისიის არსი შეიცავს ბოლო ჟამთან მიმართებაში.

- ანუ თქვენ თვლით, რომ ბოლო ჟამი მოახლოებულია და თქვენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამას მომზადებული შევხდებით?

- საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე ხშირად იმეორებს ხოლმე, რომ ჩვენ გვიწევს ბოლო ჟამის ეპოქაში ცხოვრება. ზვიად გამსახურდიას ეპოქიდან დღემდე, საქართველოში არ მომხდარა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ბიბლიაში არ იყო ასახული. მაცხოვრის პასუხებზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, მეორედ მოსვლის ადგილი იქნება საქართველო და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამას ღირსეულად დავხვდებით. ზვიად გამსახურდიას აქვს ნათქვამი: "ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა ეკლიანი გვირგვინიდან გარდუვალ აღდგომამდე". ჩვენის აზრით, ეკლიანი გზა უკვე გავიარეთ და ახლა ვუახლოვდებით იმ ეტაპს, რასაც საქართველოს გაბრწყინების ეტაპი ქვია. ჩვენ დეტალურად გვაქვს გაწერილი, ესა თუ ის ბიბლიური წყარო რომელ ეტაპს შეესაბამება (საბჭოთა მმართველობას, ზვიად გამსახურდიას მოსვლას და წასვლას. რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო შევარდნაძე და სხვ).

-საპატრიარქოსგან თუ გაქვთ კურთხევა, პრეზიდენტად კენჭს რომ იყრით?

-დიდი მადლობა ამ კითხვისათვის. მე მიმაჩნია, რომ ეკლესიის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში არ შეიძლება.

- თქვენს საარჩევნო პროგრამაში, თქვენ აპროტესტებთ მარკირებას და აცხადებთ რომ ესაა ეშმაკის ნიშანი...

-მარკირების ხმარებიდან ამოღების შესახებ შემუშავებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა "შორს ეშმაკის ნიშანი" , რომელიც წარდგენილია პარლამენტში. ეს ინიციატივა ითვალისწინებს მარკირების ამოღებას და მის ნაცვლად ფოტორეგისტრატორის დამკვიდრებას.

- ბატონო მიხეილ, ვთქვათ, პარლამენტმა უარი თქვა მარკირების გაუქმებაზე, მაინც მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და თქვენს ამომრჩეველს იძულებულს გახდით, ეშმაკის ნიშნით დაიტვიფროს?

- წლევანდელი არჩევნები იქნება ბოლო, რომელიც მარკირებით გაიმართება. თუ პარლამენტი არ გაითვალისწინებს ამ ანტიღვთიური მექანიზმის გაუქმებას, ჩვენ, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული ვიქნებით, მაინც მივიღოთ მონაწილეობა და შემდეგ, ოდეს ღვთის ნებით გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავაუქმებთ მარკირებას.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა