მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა მიქაუტაძის მეუღლე გამოძიების პირველად შედეგებს ენდობა
მამუკა მიქაუტაძის მეუღლე გამოძიების პირველად შედეგებს ენდობა

გარ­დაც­ვლი­ლი მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის მე­უღ­ლე, ზიზი ეძგვე­რა­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის პირ­ვე­ლად შე­დე­გებს ენ­დო­ბა. ამის შე­სა­ხებ ზიზი ეძგვე­რა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლად შე­დე­გებს გუ­შინ­დელ ბრი­ფინ­გამ­დე გა­ეც­ნო. "ამ ეტაპ­ზე მათ დას­კვნას ვენ­დო­ბი", - აღ­ნიშ­ნა ზიზი ეძგვე­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის მე­გობ­რის, გელა მან­ჯა­ვი­ძის ჩვე­ნე­ბას, ზიზი ეძგვე­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ გელა მან­ჯა­ვი­ძემ და­წე­რა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა. "არ ვიცი რა­ტომ გა­ა­კე­თა, რომ პირ­ვე­ლად უარი გა­ნა­ცხა­და და მერე აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა და­წე­რა. მე მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია და არ მი­კი­თხავს ეს ყვე­ლა­ფე­რი", - აღ­ნიშ­ნა გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის საქ­მე­ზე პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბი გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის საქ­მე­ზე და­ად­გი­ნა, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლის ფაქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა­ში გან­ცხა­დე­ბა შსს-ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ა­კე­თა, რო­მელ­მაც მე­დი­ას საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი, მათ შო­რის ფოტო და ვი­დე­ო­კად­რე­ბი, ასე­ვე, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნა გა­დას­ცა.

"გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე ვაქ­ვეყ­ნებთ პირ­ვე­ლად შე­დე­გებს მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის საქ­მე­ზე. ამას­თან, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, გა­რეგ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის და ში­ნა­გა­ნი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძეს სხე­ულ­ზე, კის­რის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბის გარ­და, რა­მაც მისი სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია, სხვა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლი­ლის სხე­ულ­ზე გა­მო­ხა­ტუ­ლია მხო­ლოდ გვა­მუ­რი ლა­ქე­ბი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გარ­და ამი­სა, ჩა­ტარ­და მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი _ და­ი­კი­თხა ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სა­კონ­ტრო­ლო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტის 5 ჯა­რის­კა­ცი და მათი მე­თა­უ­რი, ასე­ვე ის ექი­მი-ნარ­კო­ლო­გე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძეს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა და დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტა­რეს. ასე­ვე და­კი­თხუ­ლე­ბი არი­ან - მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის მე­გობ­რე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მისი მე­უღ­ლე ზიზი ეძგვე­რა­ძე.

"გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მოწ­მის სა­ხით და ად­ვო­კა­ტის თან­დას­წრე­ბით და­ი­კი­თხა გელა მან­ჯა­ვი­ძეც, რომ­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძე, 5 ივ­ლისს, თა­ვად იყო მოწ­მის სა­ხით და­კი­თხუ­ლი. მან­ჯა­ვი­ძემ გა­მო­ძი­ე­ბას გა­ნუ­ცხა­და, რომ საქ­მე­ში ნახ­სე­ნე­ბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნა მას ეკუთ­ვნო­და. მი­სი­ვე ჩვე­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­კო­ტი­კი მან 5 ივ­ლისს, მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძეს სა­ჩუქ­რად შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა მი­ქა­უ­ტა­ძის­გან უარი მი­ი­ღო. გელა მან­ჯა­ვი­ძის ჩვე­ნე­ბი­დან ასე­ვე დგინ­დე­ბა, რომ და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან მისი, ან მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის მი­მართ რა­ი­მე ფი­ზი­კურ ან სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

გელა მან­ჯა­ვი­ძის ჩვე­ნე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ის და მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძე თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბის სა­ერ­თო ფლი­გელ­ში ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, და­კი­თხვის დროს კი მი­ქა­უ­ტა­ძე მის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს იჯდა. გელა მან­ჯა­ვი­ძის ჩვე­ნე­ბით, მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის და­კი­თხვის პრო­ცეს­ში ამ უკა­ნას­კნე­ლის მი­მართ გა­მომ­ძი­ებ­ლის ან პო­ლი­ცი­ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან, რა­ი­მე ფი­ზი­კურ ან სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ან ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ად­გი­ლი არ ჰქონ­და.

ამის გარ­და, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, შსს-ს ოპე­რა­ტი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია 2013 წლის 5 ივ­ლისს, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის შეყ­ვა­ნი­სა და გა­მოყ­ვა­ნის დრო და გა­რე­მო­ე­ბე­ბი. ვი­დე­ო­მა­სა­ლი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძეს ვი­ზუ­ა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბით არ ეტყო­ბა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, იგი თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა. ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მის გამო, მი­ქა­უ­ტა­ძე სა­გუ­შა­გოს­თან და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­გუ­შა­გოს ჯა­რის­კა­ცე­ბი თა­ვი­ანთ ჩვე­ნე­ბებ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მას რა­ი­მე სა­ხის ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

ასე­ვე, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­დან მი­ღე­ბუ­ლია მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის მი­მართ ნარ­კო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის დროს შედ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი და ფო­ტო­მა­სა­ლა. ფო­ტო­მა­სა­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად ნათ­ლად ჩანს, რომ მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძეს სა­ხის არე­ში რა­ი­მე სა­ხის ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბა. ამ­რი­გად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის საქ­მე­ზე და­ად­გი­ნა, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლის ფაქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია", - გან­მარ­ტა გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია გა­მო­ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მამუკა მიქაუტაძის მეუღლე გამოძიების პირველად შედეგებს ენდობა

მამუკა მიქაუტაძის მეუღლე გამოძიების პირველად შედეგებს ენდობა

გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის მეუღლე, ზიზი ეძგვერაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის პირველად შედეგებს ენდობა. ამის შესახებ ზიზი ეძგვერაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა. მისი თქმით, გამოძიების პირველად შედეგებს გუშინდელ ბრიფინგამდე გაეცნო. "ამ ეტაპზე მათ დასკვნას ვენდობი", - აღნიშნა ზიზი ეძგვერაძემ.

რაც შეეხება მამუკა მიქაუტაძის მეგობრის, გელა მანჯავიძის ჩვენებას, ზიზი ეძგვერაძის განცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ გელა მანჯავიძემ დაწერა აღიარებითი ჩვენება. "არ ვიცი რატომ გააკეთა, რომ პირველად უარი განაცხადა და მერე აღიარებითი ჩვენება დაწერა. მე მასთან ურთიერთობა არ მქონია და არ მიკითხავს ეს ყველაფერი", - აღნიშნა გარდაცვლილის მეუღლემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე პირველადი შედეგები გუშინ გამოქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მამუკა მიქაუტაძის მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში განცხადება შსს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გააკეთა, რომელმაც მედიას საქმეში არსებული მასალები, მათ შორის ფოტო და ვიდეოკადრები, ასევე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გადასცა.

"გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიების ამ ეტაპზე ვაქვეყნებთ პირველად შედეგებს მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე. ამასთან, საქმესთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარეგნული დათვალიერების და შინაგანი გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ მამუკა მიქაუტაძეს სხეულზე, კისრის არეში დაზიანების გარდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, სხვა ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის სხეულზე გამოხატულია მხოლოდ გვამური ლაქები", - განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები _ დაიკითხა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, თბილისის მთავარი სამმართველოს საკონტროლო-გამშვები პუნქტის 5 ჯარისკაცი და მათი მეთაური, ასევე ის ექიმი-ნარკოლოგები და ექსპერტები, რომლებმაც მამუკა მიქაუტაძეს ნარკოლოგიური შემოწმება და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩაუტარეს. ასევე დაკითხულები არიან - მამუკა მიქაუტაძის მეგობრები, თანამშრომლები და მისი მეუღლე ზიზი ეძგვერაძე.

"გამოძიების პროცესში მოწმის სახით და ადვოკატის თანდასწრებით დაიკითხა გელა მანჯავიძეც, რომლის საქმესთან დაკავშირებითაც მამუკა მიქაუტაძე, 5 ივლისს, თავად იყო მოწმის სახით დაკითხული. მანჯავიძემ გამოძიებას განუცხადა, რომ საქმეში ნახსენები ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა მას ეკუთვნოდა. მისივე ჩვენებით, აღნიშნული ნარკოტიკი მან 5 ივლისს, მამუკა მიქაუტაძეს საჩუქრად შესთავაზა, თუმცა მიქაუტაძისგან უარი მიიღო. გელა მანჯავიძის ჩვენებიდან ასევე დგინდება, რომ დაკავების მომენტში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მისი, ან მამუკა მიქაუტაძის მიმართ რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

გელა მანჯავიძის ჩვენებით ირკვევა, რომ ის და მამუკა მიქაუტაძე თბილისის მთავარი სამმართველოს შენობის საერთო ფლიგელში ერთად იმყოფებოდნენ, დაკითხვის დროს კი მიქაუტაძე მის მოპირდაპირე მხარეს იჯდა. გელა მანჯავიძის ჩვენებით, მამუკა მიქაუტაძის დაკითხვის პროცესში ამ უკანასკნელის მიმართ გამომძიებლის ან პოლიციის სხვა თანამშრომლების მხრიდან, რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა.

ამის გარდა, გამოძიების პროცესში, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან ამოღებულია ქალაქის მთავარი სამმართველოს შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელშიც ასახულია 2013 წლის 5 ივლისს, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მამუკა მიქაუტაძის შეყვანისა და გამოყვანის დრო და გარემოებები. ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ მამუკა მიქაუტაძეს ვიზუალური დაკვირვებით არ ეტყობა ფიზიკური დაზიანება, იგი თავისუფლად გადაადგილდება. ტექნიკური პრობლემის გამო, მიქაუტაძე საგუშაგოსთან დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. საგუშაგოს ჯარისკაცები თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ მას რაიმე სახის ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

ასევე, საქმეზე გამოძიების პროცესში, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოდან მიღებულია მამუკა მიქაუტაძის მიმართ ნარკოლოგიური გამოკვლევის დროს შედგენილი დოკუმენტები და ფოტომასალა. ფოტომასალის დათვალიერების შედეგად ნათლად ჩანს, რომ მამუკა მიქაუტაძეს სახის არეში რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება. ამრიგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მამუკა მიქაუტაძის მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - განმარტა გიორგობიანმა.

მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმესთან დაკავშირებით შსს-ს გენერალური ინსპექცია გამოძიებას აგრძელებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ