პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დასკვნა მიიღო
17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დასკვნა მიიღო

თით­ქმის ერ­თთვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დას­კვნა მი­ი­ღო. დას­კვნის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე შე­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა გახ­და.

სხდო­მას სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წევ­რე­ბი, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

კო­მი­ტე­ტი დას­კვნით კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ "ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, რა ნიშ­ნით, სა­ფუძ­ვლი­თა და მიზ­ნი­თაც არ უნდა იყოს ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი". დას­კვნა­ში ხაზ­გას­მი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ 17 მა­ი­სამ­დე გა­კე­თე­ბულ არც ერთ გან­ცხა­დე­ბა­ში არ ყო­ფი­ლა მო­წო­დე­ბა ძა­ლა­დო­ბის­კენ, უფრო მე­ტიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ეკ­ლე­სია ასე­თი მიდ­რე­კი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს მე­ტად მძი­მე ცოდ­ვა­ში მყოფ პი­როვ­ნე­ბე­ბად გა­ნი­ხი­ლავს", უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ შემ­დეგ დღე­ებ­შიც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ეკ­ლე­სია ემიჯ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბას.

კო­მი­ტე­ტის დას­კვნა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რო­ლიც, რო­მელ­მაც შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­ავ­ლი­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და შე­საძ­ლო ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და მთელ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის­გან პი­რე­ბის დაც­ვა.

კო­მი­ტეტ­მა გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც გას­ცა. იგი მი­იჩ­ნევს, რომ 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის ანა­ლი­ზი და შე­ფა­სე­ბა ხელს შე­უ­წყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბას, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­სა და აღ­კვე­თას.

მამა გი­ორ­გის (ზვი­ა­და­ძე) შე­ფა­სე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კო­მი­ტეტ­მა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი დას­კვნა წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მელ­შიც არ­სე­ბით სა­კი­თხებ­ზეა ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტიც, რომ კო­მი­ტე­ტი მხა­რედ არ გა­მო­ვი­და.

"აქვე მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მინ­და ვთქვა, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო პო­ლი­ცი­ის და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მხრი­დან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა, იქ­ნე­ბო­და მსხვერ­პლი. ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და შე­უ­წყნა­რე­ბე­ლია რა­ი­მე სა­ხის ძა­ლა­დო­ბა. ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის შეც­დო­მაა და ამა­ში ეკ­ლე­სი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არაა", - გა­ნა­ცხა­და მამა გი­ორ­გიმ.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი დას­კვნის პრო­ექ­ტის მი­მართ ლგბტ პირ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჰქონ­დათ შე­ნიშ­ვნე­ბი, თუმ­ცა სხდო­მა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბამ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დას­კვნის პრო­ექ­ტი მო­ი­წო­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ კო­მი­ტე­ტი არ სცდე­ბა კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებს, არ ახ­დენს სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას, რაც სა­სა­მარ­თლოს პრე­რო­გა­ტი­ვაა. მათი თქმით, დას­კვნის პრო­ექ­ტი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია და ძა­ლა­დო­ბა დაგ­მო­ბი­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დასკვნა მიიღო

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დასკვნა მიიღო

თითქმის ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე დასკვნა მიიღო. დასკვნის შემუშავების საფუძველი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის სახელზე შესული საქართველოს მოქალაქეების განცხადება გახდა.

სხდომას საპატრიარქოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

კომიტეტი დასკვნით კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ "ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, რა ნიშნით, საფუძვლითა და მიზნითაც არ უნდა იყოს ის განხორციელებული". დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ 17 მაისამდე გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა მოწოდება ძალადობისკენ, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ "ეკლესია ასეთი მიდრეკილების მქონე ადამიანებს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად განიხილავს", უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შემდეგ დღეებშიც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ეკლესია ემიჯნება ძალადობას.

კომიტეტის დასკვნაში აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს როლიც, რომელმაც შექმნილ ვითარებაში გამოავლინა მაქსიმალური ძალისხმევა და პასუხისმგებლობა, რითაც შესაძლებელი გახდა შესაძლო ფატალური შემთხვევების თავიდან აცილება და მთელ რიგ შემთხვევებში გამოვლენილი ძალადობისგან პირების დაცვა.

კომიტეტმა გარკვეული რეკომენდაციებიც გასცა. იგი მიიჩნევს, რომ 17 მაისის მოვლენების ანალიზი და შეფასება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და ევროპული ღირებულებების განმტკიცებას, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების პრევენციასა და აღკვეთას.

მამა გიორგის (ზვიადაძე) შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტმა დაბალანსებული დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც არსებით საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კომიტეტი მხარედ არ გამოვიდა.

"აქვე მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არ ყოფილიყო პოლიციის და სასულიერო პირების მხრიდან დიდი ძალისხმევა, იქნებოდა მსხვერპლი. ეკლესიის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია - მისთვის მიუღებელი და შეუწყნარებელია რაიმე სახის ძალადობა. ცალკეული პიროვნების გადაწყვეტილება ცალკეული პიროვნების შეცდომაა და ამაში ეკლესიის პასუხისმგებლობა არაა", - განაცხადა მამა გიორგიმ.

წარმოდგენილი დასკვნის პროექტის მიმართ ლგბტ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ შენიშვნები, თუმცა სხდომაზე უმრავლესობამ წარმოდგენილი დასკვნის პროექტი მოიწონა და აღნიშნა, რომ კომიტეტი არ სცდება კომპეტენციის ფარგლებს, არ ახდენს სამართლებრივ შეფასებას, რაც სასამართლოს პრეროგატივაა. მათი თქმით, დასკვნის პროექტი დაბალანსებულია და ძალადობა დაგმობილია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია