საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამსახურიდან გათავისუფლების ყველაზე უცნაური მიზეზები
სამსახურიდან გათავისუფლების ყველაზე უცნაური მიზეზები

ზო­გი­ერ­თი კომ­პა­ნია თა­ნამ­შრო­მელს ხელ­გაშ­ლი­ლო­ბის ან სი­მაღ­ლის გამო ათა­ვი­სუფ­ლებს. გთა­ვა­ზობთ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის უც­ნა­უ­რი მი­ზე­ზე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს.

ჰუ­მა­ნუ­რო­ბაკომ­პა­ნია Walmart-მა თა­ნამ­შრო­მე­ლი ქალი იმი­ტომ გა­აგ­დო სამ­სხუ­რი­დან, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი არ დარ­ჩა გულ­გრი­ლი, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რო­გორ ჩა­ტო­ვა კლი­ენ­ტმა ძაღ­ლი მან­ქა­ნა­ში, მა­შინ რო­დე­საც გა­რეთ ძა­ლი­ან ცხე­ლო­და. კარ­ლა ჩე­ინ­მა პო­ლი­ცი­ას გა­მო­უ­ძა­ხა. იმი­სათ­ვის, რომ მა­ღა­ზი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კლი­ენ­ტი მალე მო­ე­ძებ­ნა, Walmart-ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ხმა­მა­ღა­ლი კავ­ში­რის მეშ­ვე­ო­ბით მთე­ლი მა­ღა­ზი­ის გა­სა­გო­ნად მომ­ხმა­რებ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლის ნო­მე­რი გა­მო­ა­ცხა­და. ამის შემ­დეგ უკ­მა­ყო­ფი­ლო კლი­ენ­ტმა Walmart-ის თა­ნამ­შრომ­ლი­სად­მი პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­მოთ­ქვა და გა­ნა­ცხა­და, რომ მა­ღა­ზი­ა­თა ამ ქსელს აღა­რას­დროს ეწ­ვე­ვა. მა­ლე­ვე ჩე­ი­ნი "კლი­ენ­ტთან უხე­ში მო­პყრო­ბის გამო" სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვეს.

"ვნერ­ვი­უ­ლობ, რომ სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­შინ­დე­ბი­ან და მსგავ­სი შემ­თხვე­ვის დროს ხმას არ ამო­ი­ღე­ბენ, რათა სამ­სა­ხუ­რი არ და­კარ­გონ. მე მჯე­რო­და, რომ სწო­რად ვიქ­ცე­ო­დი", - გა­ნა­ცხა­და კარ­ლამ CBC-თან სა­უბ­რი­სას.

ზედ­მე­ტი ხელ­გაშ­ლი­ლო­ბა

ნი­დერ­ლან­დებ­ში McDonald-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი­დან "ზედ­მე­ტი ხელ­გაშ­ლი­ლო­ბის" გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გო­გო­ნამ კლი­ენ­ტის სედ­ვიჩ­ში ყვე­ლის ერთი ზედ­მე­ტი ნა­წი­ლი მო­ა­თავ­სა. კომ­პა­ნი­ამ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმით ახ­სნა, რომ თა­ნამ­შრო­მელ­მა კორ­პო­რა­ტი­უ­ლი წესი და­არ­ღვია. საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და. სა­სა­მარ­თლომ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ზედ­მე­ტად მკაცრ სას­ჯე­ლად ჩათ­ვა­ლა და McDonald’s-ს და­თხო­ვი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის 5 თვის ხელ­ფა­სის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

არა­საკ­მა­რი­სი სი­მაღ­ლე

ცნო­ბილ­მა კომ­პა­ნია Starbucks-მა თა­ნამ­შრო­მე­ლი არა­საკ­მა­რი­სი სი­მაღ­ლის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო, ქალი სამ­სა­ხურ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ აიყ­ვა­ნეს. მან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას პა­ტა­რა კიბე ან სკა­მი სთხო­ვა, რათა მუ­შა­ო­ბა გა­ად­ვი­ლე­ბო­და. თა­ნაშ­რო­მე­ლი იმ მი­ზე­ზით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ მას არა­საკ­მა­რი­სი სი­მაღ­ლე ჰქონ­და.

სექ­სი ქორ­წი­ნე­ბამ­დე

ტერი ჯე­იმ­სი, სან-დი­ე­გოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კო­ლე­ჯის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ქორ­წი­ნე­ბამ­დე სექ­სის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ჯე­იმსმა კო­ლეჯს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახლა ქალი მისი შვი­ლის მა­მა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

ზედ­მე­ტი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა

29 წლის ნიუ-ჯერ­სის მცხოვ­რე­ბი ლო­რენ ოდზი კომ­პა­ნია Native Intimates-იდან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ეს კომ­პა­ნია ქა­ლის ქვე­და საც­ვლებს ყი­დის. ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის თქმით, ებ­რა­ელ დამ­საქ­მებ­ლებს მისი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი და გა­მომ­წვე­ვი სა­მო­სი უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებ­და. ერთხელ ოდზს ისე­თი ბი­უს­ტჰალ­ტე­რის ჩაც­მა შეს­თა­ვა­ზეს, რო­მელ­შიც მკერ­დი პა­ტა­რა გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ამას მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი კა­ბის ჩაც­მის მო­თხოვ­ნაც და­ე­მა­ტა. ლო­რე­ნი დას­თან­ხმდა შე­ზღუდ­ვებს, მაგ­რამ ამან მა­ინც ვერ იხ­სნა. "ზედ­მე­ტად სექ­სუ­ა­ლუ­რი" თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან მა­ინც და­ი­თხო­ვეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია segodnya.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სამსახურიდან გათავისუფლების ყველაზე უცნაური მიზეზები

სამსახურიდან გათავისუფლების ყველაზე უცნაური მიზეზები

ზოგიერთი კომპანია თანამშრომელს ხელგაშლილობის ან სიმაღლის გამო ათავისუფლებს. გთავაზობთ გათავისუფლების უცნაური მიზეზების ჩამონათვალს.

ჰუმანურობა კომპანია Walmart-მა თანამშრომელი ქალი იმიტომ გააგდო სამსხურიდან, რომ ეს უკანასკნელი არ დარჩა გულგრილი, როდესაც დაინახა, როგორ ჩატოვა კლიენტმა ძაღლი მანქანაში, მაშინ როდესაც გარეთ ძალიან ცხელოდა. კარლა ჩეინმა პოლიციას გამოუძახა. იმისათვის, რომ მაღაზიის ტერიტორიაზე კლიენტი მალე მოეძებნა, Walmart-ის თანამშრომელმა ხმამაღალი კავშირის მეშვეობით მთელი მაღაზიის გასაგონად მომხმარებლის ავტომობილის ნომერი გამოაცხადა. ამის შემდეგ უკმაყოფილო კლიენტმა Walmart-ის თანამშრომლისადმი პრეტენზიები გამოთქვა და განაცხადა, რომ მაღაზიათა ამ ქსელს აღარასდროს ეწვევა. მალევე ჩეინი "კლიენტთან უხეში მოპყრობის გამო" სამსახურიდან დაითხოვეს.

"ვნერვიულობ, რომ სხვა თანამშრომლები შეშინდებიან და მსგავსი შემთხვევის დროს ხმას არ ამოიღებენ, რათა სამსახური არ დაკარგონ. მე მჯეროდა, რომ სწორად ვიქცეოდი", - განაცხადა კარლამ CBC-თან საუბრისას.

ზედმეტი ხელგაშლილობა

ნიდერლანდებში McDonald-ის თანამშრომელი რესტორნების ქსელიდან "ზედმეტი ხელგაშლილობის" გამო გაათავისუფლეს. გოგონამ კლიენტის სედვიჩში ყველის ერთი ზედმეტი ნაწილი მოათავსა. კომპანიამ გათავისუფლება იმით ახსნა, რომ თანამშრომელმა კორპორატიული წესი დაარღვია. საქმე სასამართლომდე მივიდა. სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლება ზედმეტად მკაცრ სასჯელად ჩათვალა და McDonald’s-ს დათხოვილი თანამშრომლისთვის 5 თვის ხელფასის გადახდა დააკისრა.

არასაკმარისი სიმაღლე

ცნობილმა კომპანია Starbucks-მა თანამშრომელი არასაკმარისი სიმაღლის გამო გაათავისუფლა. თავდაპირველად ყველაფერი წესრიგში იყო, ქალი სამსახურში ჩვეულებრივ აიყვანეს. მან ადმინისტრაციას პატარა კიბე ან სკამი სთხოვა, რათა მუშაობა გაადვილებოდა. თანაშრომელი იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ მას არასაკმარისი სიმაღლე ჰქონდა.

სექსი ქორწინებამდე

ტერი ჯეიმსი, სან-დიეგოს ქრისტიანული კოლეჯის ყოფილი თანამშრომელი, ქორწინებამდე სექსის გამო გაათავისუფლეს. ჯეიმსმა კოლეჯს სასამართლოში უჩივლა. აღსანიშნავია, რომ ახლა ქალი მისი შვილის მამაზე ოფიციალურად არის დაქორწინებული.

ზედმეტი სექსუალურობა

29 წლის ნიუ-ჯერსის მცხოვრები ლორენ ოდზი კომპანია Native Intimates-იდან გაათავისუფლეს. ეს კომპანია ქალის ქვედა საცვლებს ყიდის. ყოფილი თანამშრომლის თქმით, ებრაელ დამსაქმებლებს მისი სხეულის ფორმები და გამომწვევი სამოსი უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. ერთხელ ოდზს ისეთი ბიუსტჰალტერის ჩაცმა შესთავაზეს, რომელშიც მკერდი პატარა გამოჩნდებოდა. ამას მოკრძალებული კაბის ჩაცმის მოთხოვნაც დაემატა. ლორენი დასთანხმდა შეზღუდვებს, მაგრამ ამან მაინც ვერ იხსნა. "ზედმეტად სექსუალური" თანამშრომელი სამსახურიდან მაინც დაითხოვეს.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს