სოფელ დიცში, შესაძლოა, ოთხი ქართული ოჯახის კარ-მიდამო და სასაფლაო დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს

სოფელ დიცში, შესაძლოა, ოთხი ქართული ოჯახის კარ-მიდამო და სასაფლაო დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს

სოფელ დიცში ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაობის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ოთხი ქართული ოჯახის კარ-მიდამო და სასაფლაო დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სერიოზული საფრთხის მიუხედავად, ბერუაშვილები და რომელაშვილები სახლ-კარის მიტოვებას არ აპირებენ და რუსი მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც არ გამორიცხავენ.

"კარგად მესმის, რა საფრთხის წინაშეც ვდგავართ. როგორც თავიდან გვითხრეს რუსებმა, საზღვარმა ისე უნდა გაიაროს, რომ ამ ოთხი მოსახლის კარ-მიდამო იქით უნდა დარჩეს. ამას ვერაფრით შევეგუებით! მე არც ოსების კონტროლირებად ტერიტორიაზე ვაპირებ ცხოვრებას და არც კომპენსაციისთვის გავიწვდი ხელს ჩვენი ხელისუფლებისკენ! არ დავთმობ ამ ადგილს! ეს ჩემი სახლია! არასდროს ყოფილა ეს ტერიტორია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის შემადგენლობაში. როგორც შევძლებ, ისე ვაპირებ, რომ წინააღმდეგობა გავუწიო რუს სამხედროებს, მაგრამ დათმობას არ ვაპირებ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა ილია ბერუაშვილმა.

როგორც ცნობილია, რუსმა სამხედროებმა სოფელ დიცში პერიმეტრის დიდი ნაწილი ლითონის ბადით გამიჯნეს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?