სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად ენგურში დაკარგულთა ახლობლები დახმარებას ითხოვენ
ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად ენგურში დაკარგულთა ახლობლები დახმარებას ითხოვენ

სვა­ნეთ­ში, სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად მდი­ნა­რე ენ­გურ­ში და­კარ­გულ­თა ახ­ლობ­ლე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ. და­ღუ­პულ­თა ნა­თე­სა­ვე­ბი ძებ­ნის პრო­ცეს­ში სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ჩარ­თვა­სა და იმ ტექ­ნი­კას ითხო­ვენ, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გარ­დაც­ვლილ­თა ძებ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მდი­ნა­რე­ში და­კარ­გულ­თა ახ­ლო­ბელ­მა სო­ფი­კო ლო­მი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ავა­რი­ის შე­დე­გად ოთხ გარ­დაც­ვლილს მდი­ნა­რე ენ­გურ­ში უკვე მე­სა­მე დღეა უშე­დე­გოდ ეძე­ბენ. მისი თქმით, ძებ­ნის პრო­ცე­სი მხო­ლოდ ერთი ხის ნა­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ვე­რა­ფერს ვა­კე­თებთ, მხო­ლოდ ერთი ხის ნავი გვყავ­სო. ისი­ნი მაშ­ვე­ლებ­სა და დიდ კა­ტერს ითხო­ვენ, რო­მე­ლიც მათ ძებ­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ად­გილ­ზე კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის. გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე­საც ვე­სა­უბ­რე, რო­მე­ლიც მე­უბ­ნე­ბა, რომ მე არა­ფე­რი შე­მიძ­ლია, პა­ტა­რა კაცი ვარო. დახ­მა­რე­ბას ამ დრომ­დე უშე­დე­გოდ ვი­თხოვთ", - აღ­ნიშ­ნა ლო­მი­ამ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კარ­გუ­ლია ოთხი პირი, მათ შო­რის 24 წლის ტყუ­პი დები, მათი დედა და ბიძა. მათ რუ­სე­თი­დან ბა­ბუა გად­მო­ას­ვე­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად ენგურში დაკარგულთა ახლობლები დახმარებას ითხოვენ

ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად ენგურში დაკარგულთა ახლობლები დახმარებას ითხოვენ

სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად მდინარე ენგურში დაკარგულთა ახლობლები დახმარებას ითხოვენ. დაღუპულთა ნათესავები ძებნის პროცესში სამაშველო სამსახურის ჩართვასა და იმ ტექნიკას ითხოვენ, რომლის საშუალებითაც გარდაცვლილთა ძებნა შესაძლებელი გახდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მდინარეში დაკარგულთა ახლობელმა სოფიკო ლომიამ განუცხადა, ავარიის შედეგად ოთხ გარდაცვლილს მდინარე ენგურში უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ. მისი თქმით, ძებნის პროცესი მხოლოდ ერთი ხის ნავით ხორციელდება.

"ადგილობრივები ამბობენ, რომ შიშველი ხელებით ვერაფერს ვაკეთებთ, მხოლოდ ერთი ხის ნავი გვყავსო. ისინი მაშველებსა და დიდ კატერს ითხოვენ, რომელიც მათ ძებნაში დაეხმარება. ადგილზე კი ამის საშუალება არ არის. გუბერნატორის მოადგილესაც ვესაუბრე, რომელიც მეუბნება, რომ მე არაფერი შემიძლია, პატარა კაცი ვარო. დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ვითხოვთ", - აღნიშნა ლომიამ.

მისი ინფორმაციით, დაკარგულია ოთხი პირი, მათ შორის 24 წლის ტყუპი დები, მათი დედა და ბიძა. მათ რუსეთიდან ბაბუა გადმოასვენეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია