სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელებს გონივრული ეჭვის საფუძველზე, პირის გაჩერების უფლება აღარ ექნებათ
პოლიციელებს გონივრული ეჭვის საფუძველზე, პირის გაჩერების უფლება აღარ ექნებათ

პო­ლი­ცი­ე­ლებს ე.წ. გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, პი­რის გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, აღარ ჰქონ­დეთ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ" ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით, პი­რის "გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვის" სა­ფუძ­ველ­ზე გა­ჩე­რე­ბის სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბა, "პი­რის გა­მო­კი­თხვის" ღო­ნის­ძი­ე­ბით იც­ვლე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ბა­მის ნა­წილ­ში გა­წე­რი­ლია, რის­თვის აჩე­რებს პო­ლი­ცი­ე­ლი მო­ქა­ლა­ქეს და რა­ტომ უნდა გა­მო­კი­თხოს ის.

რო­გორც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რია გან­მარ­ტავს, კა­ნო­ნის არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ცი­ელ­მა არ იცის, თუ რის­თვის, რა კონ­კრე­ტულ სა­ფუძ­ველ­ზე უნდა გა­ა­ჩე­როს პირი.

"არა­ვინ იცო­და, რას ემ­ყა­რე­ბო­და "გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი". ჩვენ ვამ­ბობ­დით, რომ ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პის - გან­სა­ზღვრუ­ლო­ბის პრინ­ცი­პის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც თვით­ნე­ბუ­რი მოქ­მე­დე­ბის ფარ­თო არე­ალს იძ­ლე­ო­და. ახალ პრო­ექ­ტში ყვე­ლა სა­პო­ლი­ციო ფუნ­ქცია დე­ტა­ლუ­რად რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლია და პო­ლი­ცი­ას ეცო­დი­ნე­ბა, რა­ტომ აჩე­რებს პირს. ამ სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბას ჩვენ და­ვარ­ქვით "პი­რის გა­მო­კი­თხვა". კა­ნონპ­რო­ექ­ტით, ჩანს რის­თვის აჩე­რებს პო­ლი­ცი­ე­ლი მო­ქა­ლა­ქეს, რა­ტომ უნდა გა­მო­კი­თხოს ის, ერ­თა­დერ­თი ეს ხდე­ბა იმის­თვის, რომ მისი პი­როვ­ნე­ბა და­ად­გი­ნოს. პრო­ექ­ტში ასე­ვე გა­წე­რი­ლია პი­როვ­ნე­ბის დად­გე­ნის სა­ფუძ­ვლე­ბი. მა­გა­ლი­თად, თუ პირს აქვს ძებ­ნი­ლი ან და­კარ­გუ­ლი პი­რის იდენ­ტუ­რი გა­რეგ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. თუ მას ასე­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს, პო­ლი­ცი­ას და­ნა­შა­უ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, უნდა ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ა­ჩე­როს და ჰკი­თხოს, ვინ არის და სთხო­ვოს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი. ასე­ვე პო­ლი­ცი­ას შე­ეძ­ლე­ბა პი­რის შე­ჩე­რე­ბა და გა­მო­კი­თხვა, თუ არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი ვა­რა­უ­დის­თვის, რომ პირ­მა ჩა­ი­დი­ნა ან ჩა­ი­დენს სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას. იმი­სათ­ვის, რომ "საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი ვა­რა­უ­დის­თვის" ისე­თი­ვე აბ­სტრაქ­ტუ­ლი ცნე­ბა არ იყოს, რო­გო­რი­ცაა "გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი", ჩვენ ტერ­მინ­თა გან­მარ­ტე­ბა­ში გან­ვსა­ზღვრეთ, რომ ეს ნიშ­ნავს ფაქტს ან ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც დას­კვნის გა­სა­კე­თებ­ლად, გა­რე­მო­ე­ბა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ობი­ექ­ტურ დამ­კვირ­ვე­ბელს - მე­სა­მე პირს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და", - გან­მარ­ტა ლე­ვან იზო­რი­ამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე.

ამას­თან, პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, "პი­რის გა­მო­კი­თხვის" კი­დევ ერთი სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­რე­მო­ე­ბა, თუკი მას აქვს ია­რა­ღი და პო­ლი­ცი­ე­ლი მივა მის გა­მო­სა­კი­თხად, აქვს თუ არა ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა. ასე­ვე ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ისეთ შემ­თხვე­ვა­ში, როცა პირი და­ნა­შა­უ­ლის, საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო, ან სხვა სა­გან­გე­ბო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას იმ­ყო­ფე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პოლიციელებს გონივრული ეჭვის საფუძველზე, პირის გაჩერების უფლება აღარ ექნებათ

პოლიციელებს გონივრული ეჭვის საფუძველზე, პირის გაჩერების უფლება აღარ ექნებათ

პოლიციელებს ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე, პირის გაჩერების უფლება, შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული "პოლიციის შესახებ" ახალი კანონპროექტით, პირის "გონივრული ეჭვის" საფუძველზე გაჩერების საპოლიციო ღონისძიება, "პირის გამოკითხვის" ღონისძიებით იცვლება. კანონპროექტის შესაბამის ნაწილში გაწერილია, რისთვის აჩერებს პოლიციელი მოქალაქეს და რატომ უნდა გამოკითხოს ის.

როგორც შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია განმარტავს, კანონის არსებული ჩანაწერის მიხედვით, პოლიციელმა არ იცის, თუ რისთვის, რა კონკრეტულ საფუძველზე უნდა გააჩეროს პირი.

"არავინ იცოდა, რას ემყარებოდა "გონივრული ეჭვი". ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პრინციპის - განსაზღვრულობის პრინციპის წინააღმდეგ, რაც თვითნებური მოქმედების ფართო არეალს იძლეოდა. ახალ პროექტში ყველა საპოლიციო ფუნქცია დეტალურად რეგლამენტირებულია და პოლიციას ეცოდინება, რატომ აჩერებს პირს. ამ საპოლიციო ღონისძიებას ჩვენ დავარქვით "პირის გამოკითხვა". კანონპროექტით, ჩანს რისთვის აჩერებს პოლიციელი მოქალაქეს, რატომ უნდა გამოკითხოს ის, ერთადერთი ეს ხდება იმისთვის, რომ მისი პიროვნება დაადგინოს. პროექტში ასევე გაწერილია პიროვნების დადგენის საფუძვლები. მაგალითად, თუ პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული მახასიათებლები. თუ მას ასეთი მახასიათებლები აქვს, პოლიციას დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შეაჩეროს და ჰკითხოს, ვინ არის და სთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ასევე პოლიციას შეეძლება პირის შეჩერება და გამოკითხვა, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ან ჩაიდენს სამართალდარღვევას. იმისათვის, რომ "საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის" ისეთივე აბსტრაქტული ცნება არ იყოს, როგორიცაა "გონივრული ეჭვი", ჩვენ ტერმინთა განმარტებაში განვსაზღვრეთ, რომ ეს ნიშნავს ფაქტს ან ინფორმაციას, რომელიც დასკვნის გასაკეთებლად, გარემოებათა გათვალისწინებით ობიექტურ დამკვირვებელს - მესამე პირს დააკმაყოფილებდა", - განმარტა ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

ამასთან, პროექტის თანახმად, "პირის გამოკითხვის" კიდევ ერთი საფუძველი შეიძლება იყოს გარემოება, თუკი მას აქვს იარაღი და პოლიციელი მივა მის გამოსაკითხად, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება. ასევე ეს შეიძლება მოხდეს ისეთ შემთხვევაში, როცა პირი დანაშაულის, საგზაო-სატრანსპორტო, ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილას იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ