პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცენტრ პოინტის" ბრუნვიდან ამოღებული დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილის ზრახვებს"
"ცენტრ პოინტის" ბრუნვიდან ამოღებული დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილის ზრახვებს"

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან უფრო მეტს რომ ვი­თხოვთ, ვიდ­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან" ვი­თხოვ­დით, სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლამ­დეც დარ­წმუნ­და (ჯერ კი­დევ ცი­ხის კად­რე­ბამ­დე), რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლო­ბა მხო­ლოდ მითი იყო, რომ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის­გან შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი მო­გე­თხო­ვა, გარ­და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა და პრო­კუ­რო­რის მიერ წი­ნას­წარ შედ­გე­ნილ ჩვე­ნე­ბას ხელს თუ არ მო­ა­წერ­დი, ცოლ-შვილ­საც გვერ­დით მო­გის­ვამ­დნენ. 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ყვე­ლას გვე­გო­ნა, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სი­მა­ხინ­ჯე ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ჩაჰ­ბარ­დე­ბო­და წარ­სულს. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს ამ სი­მა­ხინ­ჯეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მკვეთ­რად რე­ა­გი­რებს, უპირ­ვე­ლე­სად ვგუ­ლის­ხმობ მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძი­სა და მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძის საქ­მე­ებს. მი­ქა­უ­ტა­ძემ, სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვის შემ­დეგ თავი ჩა­მო­იხ­რჩო, ივა­ნი­ა­ძემ კი გა­ნა­ცხა­და - პრო­კუ­რო­რი და­ვი­თაშ­ვი­ლი ღამ­ღა­მო­ბით მხვდე­ბო­და და და­ვით კირ­ვა­ლი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას მა­ი­ძუ­ლებ­დაო. მსგავს საქ­მე­ებ­ში უპა­სუ­ხო კი­თხვე­ბი არ უნდა დარ­ჩეს, თო­რემ უფრო მძი­მე შემ­თხვე­ვებს მი­ვი­ღებთ. თუმ­ცა ექ­სპერ­ტი ალექ­სან­დრე თვა­ლჭ­რე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­გან­გა­შო არა­ფე­რი ხდე­ბა და ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი არა­ფე­რი ხდე­ბა, რაც სხვა ქვეყ­ნებ­ში არ მომ­ხდა­რა. ჩვე­ნი მენ­ტა­ლი­ტე­ტი ერთ წამ­ში ვერ შე­იც­ვლე­ბა. ჩემი აზ­რით, ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ სიმ­ხდა­ლეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნით და ზე­წო­ლით ხსნი­ან. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ასეთ ზე­წო­ლას გა­უძ­ლოს, თუ ვაჟ­კა­ცო­ბა ჰყოფ­ნის. ვე­რა­ფერს ვხე­დავ სა­გან­გა­შოს - და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა. ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია - მო­ვა­ხერ­ხებ­დი თუ არა ასე­თი ზე­წო­ლის გაძ­ლე­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას შევ­ძლებ­დი - ბევ­რად რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­თვის გა­მიძ­ლია. ადა­მი­ა­ნის არ­ჩე­ვა­ნია - წავა თუ არა კომ­პრო­მის­ზე სა­კუ­თარ სინ­დის­თან და თუ წავა, მა­შინ თა­ვის გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი აღარ უნდა ეძე­ბოს. ვი­მე­ო­რებ - 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი უც­ბად ვერ შე­იც­ვლე­ბოდ­ნენ. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ცხად­დეს და ყვე­ლა­ფერს აე­ხა­დოს ფარ­და, რაც ხდე­ბა კი­დეც ამ მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში.

- თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ნამ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბი ძვე­ლი კად­რე­ბის­გან არ გა­იწ­მინ­დე­ბა, ასე­თი ფაქ­ტე­ბი იქ­ნე­ბა.

- იდეა ერ­თია, რე­ა­ლო­ბა კი სულ სხვა. ავ­სტრა­ლი­ა­შიც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა და­კა­ვე­ბუ­ლებ­ზე ზე­წო­ლის ფაქ­ტე­ბი და აშშ-შიც. მთა­ვა­რია, ადა­მი­ან­მა ამ ყვე­ლა­ფერს გა­უძ­ლოს. არა მგო­ნია, ბოლო დროს ჩვენს სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­ში ვინ­მე ფი­ზი­კუ­რად ეწა­მე­ბი­ნოთ, შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­მოქ­მე­დე­ბას კი ჰქონ­დეს ად­გი­ლი.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მაც" ხომ შე­იძ­ლე­ბა თქვან (თუ არ ვცდე­ბი, ამ­ბო­ბენ კი­დეც) - რაც ჩვენს დროს ხდე­ბო­და, იგი­ვე ხდე­ბო­და ავ­სტრა­ლი­ა­ში და ამე­რი­კა­შიო.

- ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა, რაც ხდე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბი­სას და რაც ხდე­ბა დღეს. გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ დღეს გა­დაც­დო­მებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უმა­ლა­ვენ და იწყე­ბენ მის გა­მო­ძი­ე­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღეს ზე­წო­ლას შენ­დო­ბა არ აქვს. მე­ო­რეც - "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს სის­ტე­მუ­რად იყო დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი წა­მე­ბა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, რაც დღეს ნამ­დვი­ლად არ ხდე­ბა. მი­უ­ღე­ბე­ლია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლაც, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ - მისი გაძ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

- თუ ასეთ ფაქ­ტებს დრო­უ­ლად არ მი­ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ნელ-ნელა მძი­მე შემ­თხვე­ვებ­შიც გა­და­ი­ზარ­დოს.

- გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ დღე­ვან­დელ და ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­თა შო­რის გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ ცდი­ლო­ბენ რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ და ფაქ­ტებს არ ჩქმა­ლა­ვენ.

- კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას სხვა კუ­თხი­თაც შევ­ხე­დოთ. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და­კა­ვე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ­მა მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ყო­ფილ მი­ნის­ტრ და­ვით კირ­ვა­ლი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას აი­ძუ­ლებ­დნენ და ჩვე­ნე­ბა პრო­კუ­რორ გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვი­ლის კარ­ნა­ხით და­წე­რა. ვის შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კირ­ვა­ლი­ძის მთა­ვარ დამ­ნა­შა­ვედ წარ­მო­ჩე­ნის ინ­ტე­რე­სი?

- არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ზო­გი­ერთს ჰქონ­დეს კი­დეც ასე­თი ინ­ტე­რე­სი, თუმ­ცა გვარ-სა­ხე­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, ჩემი მე­გო­ბა­რი და­ვით კირ­ვა­ლი­ძე ყვე­ლა­ზე სწო­რად მო­იქ­ცა - გა­დაბ­რა­ლე­ბა კი არ და­უ­წყია, უბ­რა­ლოდ თქვა, გთხოვთ, ჩემი საქ­მე სწრა­ფად გა­მო­ი­ძი­ო­თო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის უდა­ნა­შა­უ­ლოა, სუფ­თაა და თუ რა­ი­მე კა­ნონ­დარ­ღვე­ვა იყო, ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია. იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მალე ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­დე­ბა.

- გა­სუ­ლი კვი­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნის ავ­ტო­რი კვლავ პრო­კუ­რა­ტუ­რა იყო - "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ვგუ­ლის­ხმობ. "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლებს, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლე­ბით წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. და­კა­ვე­ბუ­ლია "დექ­სუ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ივა­ნე ცა­გუ­რია.

- "ცენ­ტრ პო­ინ­ტი" კლა­სი­კუ­რი ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­და იყო. მი­ვიჩ­ნევ, რომ ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა ამო­რა­ლუ­რი იყო - თუ რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და კერ­ვა­ლიშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბას შე­უ­ფარ­დე­ბენ, კლი­ენ­ტე­ბი და­ზა­რალ­დე­ბი­ა­ნო.

ამას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?! კა­ნო­ნი ხომ უნდა აღ­სრულ­დეს?! პი­რა­დად მეც, "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ჯან­და­ბას ის 30 ათა­სი დო­ლა­რი - მირ­ჩევ­ნია, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგეს. არ მე­ში­ნია ვთქვა - "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ბრუნ­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ო­ნი ლარი მოხ­მარ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ზრახ­ვებს, მის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ებს თუ სხვა პრო­ექ­ტებს. რო­დე­საც რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი გახ­და, მა­შინ ვთქვი - ეს არ შერ­ჩე­ბა-მეთ­ქი. ასეც მოხ­და.

არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ჯაჭ­ვი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლამ­დე მი­ვი­დეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ვაი თქვენს პატრონს!
0

ჩაუფლავდათ ყველა ბრალდება და აცხობენ ახალს - 10 ბედნიერი წლის აღსანიშნავად!!!

"ცენტრ პოინტის" ბრუნვიდან ამოღებული დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილის ზრახვებს"

"ცენტრ პოინტის" ბრუნვიდან ამოღებული დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილის ზრახვებს"

ახალი ხელისუფლებისგან უფრო მეტს რომ ვითხოვთ, ვიდრე "ნაციონალებისგან" ვითხოვდით, სულაც არ არის გასაკვირი. საზოგადოების დიდი ნაწილი საქართველოში ხელისუფლების შეცვლამდეც დარწმუნდა (ჯერ კიდევ ციხის კადრებამდე), რომ ვანო მერაბიშვილის პოლიციის გამჭვირვალობა მხოლოდ მითი იყო, რომ ზურაბ ადეიშვილისგან შეიძლება ყველაფერი მოგეთხოვა, გარდა სამართლიანი გადაწყვეტილებისა და პროკურორის მიერ წინასწარ შედგენილ ჩვენებას ხელს თუ არ მოაწერდი, ცოლ-შვილსაც გვერდით მოგისვამდნენ. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველას გვეგონა, რომ ზემოხსენებული სიმახინჯე ერთხელ და სამუდამოდ ჩაჰბარდებოდა წარსულს. შესაბამისად, როდესაც ახალი ხელისუფლების პირობებში ხდება მოვლენა, რომელიც ძალიან ჰგავს ამ სიმახინჯეს, საზოგადოება მკვეთრად რეაგირებს, უპირველესად ვგულისხმობ მამუკა მიქაუტაძისა და მამუკა ივანიაძის საქმეებს. მიქაუტაძემ, სავარაუდოდ, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო, ივანიაძემ კი განაცხადა - პროკურორი დავითაშვილი ღამღამობით მხვდებოდა და დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მაიძულებდაო. მსგავს საქმეებში უპასუხო კითხვები არ უნდა დარჩეს, თორემ უფრო მძიმე შემთხვევებს მივიღებთ. თუმცა ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

- საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვა ქვეყნებში არ მომხდარა. ჩვენი მენტალიტეტი ერთ წამში ვერ შეიცვლება. ჩემი აზრით, ზოგჯერ ადამიანები თავიანთ სიმხდალეს პოლიტიკური დევნით და ზეწოლით ხსნიან. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასეთ ზეწოლას გაუძლოს, თუ ვაჟკაცობა ჰყოფნის. ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს - დაწყებულია გამოძიება და იმედია, ყველაფერი გაირკვევა. ბევრჯერ მიფიქრია - მოვახერხებდი თუ არა ასეთი ზეწოლის გაძლებას. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებდი - ბევრად რთული სიტუაციებისთვის გამიძლია. ადამიანის არჩევანია - წავა თუ არა კომპრომისზე საკუთარ სინდისთან და თუ წავა, მაშინ თავის გასამართლებელი არგუმენტები აღარ უნდა ეძებოს. ვიმეორებ - 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადამიანები უცბად ვერ შეიცვლებოდნენ. უბრალოდ, ყველაფერი უნდა გაცხადდეს და ყველაფერს აეხადოს ფარდა, რაც ხდება კიდეც ამ მთავრობის პირობებში.

- თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სანამ სამართალდამცავი სტრუქტურები ძველი კადრებისგან არ გაიწმინდება, ასეთი ფაქტები იქნება.

- იდეა ერთია, რეალობა კი სულ სხვა. ავსტრალიაშიც დაფიქსირებულა დაკავებულებზე ზეწოლის ფაქტები და აშშ-შიც. მთავარია, ადამიანმა ამ ყველაფერს გაუძლოს. არა მგონია, ბოლო დროს ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებში ვინმე ფიზიკურად ეწამებინოთ, შეიძლება ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას კი ჰქონდეს ადგილი.

- "ნაციონალებმაც" ხომ შეიძლება თქვან (თუ არ ვცდები, ამბობენ კიდეც) - რაც ჩვენს დროს ხდებოდა, იგივე ხდებოდა ავსტრალიაში და ამერიკაშიო.

- ძალიან დიდი განსხვავებაა, რაც ხდებოდა "ნაციონალების" მმართველობისას და რაც ხდება დღეს. განსხვავება ის არის, რომ დღეს გადაცდომებს საზოგადოებას არ უმალავენ და იწყებენ მის გამოძიებას. დარწმუნებული ვარ, დღეს ზეწოლას შენდობა არ აქვს. მეორეც - "ნაციონალების" დროს სისტემურად იყო დამკვიდრებული წამება და გაუპატიურება, რაც დღეს ნამდვილად არ ხდება. მიუღებელია ფსიქოლოგიური ზეწოლაც, მაგრამ ვიმეორებ - მისი გაძლება შეიძლება.

- თუ ასეთ ფაქტებს დროულად არ მიექცევა ყურადღება, შეიძლება ნელ-ნელა მძიმე შემთხვევებშიც გადაიზარდოს.

- გასაგებია, მაგრამ დღევანდელ და ყოფილ ხელისუფლებათა შორის განსხვავება ის არის, რომ ცდილობენ რეაგირება მოახდინონ და ფაქტებს არ ჩქმალავენ.

- კონკრეტულ შემთხვევას სხვა კუთხითაც შევხედოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ განაცხადა, რომ ყოფილ მინისტრ დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ და ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა. ვის შეიძლება ჰქონდეს ახალ ხელისუფლებაში კირვალიძის მთავარ დამნაშავედ წარმოჩენის ინტერესი?

- არ გამოვრიცხავ, რომ ახალ ხელისუფლებაში ზოგიერთს ჰქონდეს კიდეც ასეთი ინტერესი, თუმცა გვარ-სახელების დასახელება გამიჭირდება. სხვათა შორის, ჩემი მეგობარი დავით კირვალიძე ყველაზე სწორად მოიქცა - გადაბრალება კი არ დაუწყია, უბრალოდ თქვა, გთხოვთ, ჩემი საქმე სწრაფად გამოიძიოთო. დარწმუნებული ვარ, რომ ის უდანაშაულოა, სუფთაა და თუ რაიმე კანონდარღვევა იყო, ამაში მონაწილეობა არ მიუღია. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი ნათელი გახდება.

- გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენის ავტორი კვლავ პროკურატურა იყო - "ცენტრ პოინტის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ვგულისხმობ. "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თაღლითობის მუხლებით წაუყენეს ბრალი. დაკავებულია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია.

- "ცენტრ პოინტი" კლასიკური ფინანსური პირამიდა იყო. მივიჩნევ, რომ ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადება ამორალური იყო - თუ რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს პატიმრობას შეუფარდებენ, კლიენტები დაზარალდებიანო.

ამას რა მნიშვნელობა აქვს?! კანონი ხომ უნდა აღსრულდეს?! პირადად მეც, "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ვარ, მაგრამ ჯანდაბას ის 30 ათასი დოლარი - მირჩევნია, სამართლიანობა აღდგეს. არ მეშინია ვთქვა - "ცენტრ პოინტის" ბრუნვიდან ამოღებული დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილის ზრახვებს, მის საარჩევნო კამპანიებს თუ სხვა პროექტებს. როდესაც რუსუდან კერვალიშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა, მაშინ ვთქვი - ეს არ შერჩება-მეთქი. ასეც მოხდა.

არ გამოვრიცხავ, რომ "ცენტრ პოინტის" ჯაჭვი მიხეილ სააკაშვილამდე მივიდეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია