საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის აეროპორტი საფრთხეშია?
თბილისის აეროპორტი საფრთხეშია?

ქარ­თულ ავი­ა­ცი­ა­ში უამ­რა­ვი სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხია. ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის აზ­რით, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის წი­ნა­შეა, რაც იქ შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ასაფ­რე­ნი ზო­ლი­სა და არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ავი­ა­დის­პე­ჩე­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის გამო მოხ­დეს. რო­გორც გა­ზეთ "პრა­იმ ტა­ი­მის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­დან ვი­გებთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნამ" შე­საძ­ლოა, ფრე­ნე­ბი შე­ა­ჩე­როს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ი­ღოს სა­ჭი­რო ზო­მე­ბი. ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზულ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას გა­და­ურ­ჩა. ორი სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის შე­ჯა­ხე­ბის საფრ­თხე შე­იქ­მნა.

თა­მაზ გა­ი­აშ­ვი­ლის თქმით, ავი­ა­მეთ­ვალ­ყუ­რე­ე­ბის კუ­თხით რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა შექ­მნი­ლი ავი­ა­სა­დის­პე­ჩე­რო სამ­სა­ხურ­ში და აე­რო­პორ­ტის ასაფ­რენ-და­საფ­რენ ზოლ­ზე. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 80% პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ავი­ა­დის­პე­ჩე­რე­ბი დი­ლე­ტან­ტე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლა. ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა ერთ წე­ლი­წად­ში და ხუთ თვე­ში არ ხდე­ბა. ამ ხალ­ხს კი, რე­ა­ლუ­რად, რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი კურ­სე­ბი გა­ა­ტა­რეს და ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ად­გი­ლებ­ზე დას­ვეს. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ეს ის ხალ­ხია, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბას სა­ა­ვი­ა­ციო გა­ნათ­ლე­ბა არა აქვს. ეს კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არის ად­გი­ლი, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი გა­დაც­დო­მა სა­ბე­დის­წე­რო შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს. ქარ­თუ­ლი ავი­ა­სივ­რცე, ორ­ჯერ, სა­ში­ნელ კა­ტას­ტრო­ფას შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა. ვი­ნა­ი­დან აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი ლა­ი­ნე­რი ერ­თსა და იმა­ვე წერ­ტილ­ში მოძ­რა­ობ­და. რომ არა შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა, რომ­ლი­თაც თვითმფრი­ნა­ვე­ბია აღ­ჭურ­ვი­ლი, პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­გან­გე­ბოდ ნა­ქე­ბი ქარ­თვე­ლი ავი­ა­დის­პე­ჩე­რე­ბის იმედ­ზე კა­ტას­ტრო­ფა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და.

გა­ი­აშ­ვი­ლი მო­ი­თხოვს, სას­წრა­ფოდ შე­ცერ­დეს ღა­მის ფრე­ნე­ბიც, რად­გა­ნა ღამე მე­ტად იზ­რდე­ბა რისკ-ფაქ­ტო­რი სა­ა­ვი­ა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით. რად­გან, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის შემ­თხვე­ვა­ში, თვითმფრი­ნა­ვე­ბი უსაფრ­თხოდ ვერ გა­ჩერ­დე­ბი­ან.

ამ სა­კი­თხებ­ზე რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლეც" წერ­და, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი ავი­ა­ცი­ის ვე­ტე­რა­ნე­ბი ავი­ა­ცი­ა­ში სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

თე­ი­მუ­რაზ მურ­ვა­ნი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის ავი­ას­პე­ცი­ა­ლის­ტთა პროფ­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე:

- სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­ვი­ა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს 107 შე­ნიშ­ვნა გა­მო­უგ­ზავ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ კი არც ერთი არ გა­მო­ას­წო­რა. ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ბი­ლი­კია და აფ­რე­ნა-დაფ­რე­ნი­სას, შე­საძ­ლოა, თვითმფრი­ნავ­მა კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­დოს... ბი­ლი­კის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად სა­ჭი­როა აე­რო­პორ­ტის და­ხურ­ვა, მაგ­რამ მე­ო­რე ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი არ გვაქვს. ამი­ტომ, ჯერ მე­ო­რე უნდა აშენ­დეს და შემ­დეგ და­ი­წყოს მისი მო­წეს­რი­გე­ბა. ქარ­თულ ავი­ა­ცი­ა­ში არ გვაქვს კა­ტას­ტრო­ფე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი...

რაც შე­ე­ხე­ბა თვითმფრი­ნა­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რია, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ის­გან იჯა­რი­თაა აღე­ბუ­ლი, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დის და ტექ­ნი­კუ­რად ამოწ­მებს. ვა­ვი­ა­ცი­ის ვე­ტე­რა­ნებს ქუ­თა­ი­სის, ბა­თუ­მი­სა და მეს­ტი­ის აე­რო­პორ­ტებ­ზეც აქვთ მო­საზ­რე­ბე­ბი და არ­გუ­მენ­ტე­ბი: ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი სა­რე­ზერ­ვოა, მსგავ­სი რამ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს. თუ თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლის­ში ვერ დაფ­რინ­დე­ბა, პი­ლოტს შე­უძ­ლია, ქუ­თა­ის­ში დას­ვას ხო­მალ­დი. ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი რომ და­იტ­ვირ­თოს და მთა­ვარ აე­რო­პორ­ტად იქ­ცეს, სწო­რი არ იქ­ნე­ბა.... ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტს მდე­ბა­რე­ო­ბის პრობ­ლე­მა აქვს. თვითმფრი­ნა­ვის აფ­რე­ნა-დაშ­ვე­ბი­სას, ქა­რის სიჩ­ქა­რე უნდა იყოს 5 მეტ­რი წამ­ში. თუმ­ცა ეს ნორ­მა მუდ­მი­ვად დარ­ღვე­უ­ლია. თვითმფრი­ნა­ვებს სულ ქა­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ უწევთ დაშ­ვე­ბა და ესეც ერთ-ერთი რის­კფაქ­ტო­რია... მეს­ტი­ი­სა და ზუგ­დი­დის აე­რო­პორ­ტებ­მა კი სა­ერ­თოდ ვერ იმუ­შა­ვეს, რად­გან დღე­ში 4 ან 5 მგზავ­რი ჰყავ­დათ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ქა­ე­რო­ნა­ვი­გა­ცი­ა­ში ამ პრე­ტენ­ზი­ებ­სა და კონ­კრე­ტუ­ლად "აირ­ზე­ნას" დი­რექ­ტო­რი­სას არ იზი­ა­რე­ბენ, თუმ­ცა ადას­ტუ­რე­ბენ, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მომ­ხდარ ფაქტს.

თბილისის აეროპორტი საფრთხეშია?

თბილისის აეროპორტი საფრთხეშია?

ქართულ ავიაციაში უამრავი საჭირბოროტო საკითხია. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკატასტროფის რეალური საფრთხის წინაშეა, რაც იქ შესაძლებელია მოუწესრიგებელი ასაფრენი ზოლისა და არაკვალიფიციური ავიადისპეჩერების საქმიანობის გამო მოხდეს. როგორც გაზეთ "პრაიმ ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუდან ვიგებთ, აღნიშნული პრობლემების გამო კომპანია "აირზენამ" შესაძლოა, ფრენები შეაჩეროს. აღნიშნული კომპანია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები. ცოტა ხნის წინ თბილისის აეროპორტი რამდენიმე სერიოზულ ავიაკატასტროფას გადაურჩა. ორი საჰაერო ხომალდის შეჯახების საფრთხე შეიქმნა.

თამაზ გაიაშვილის თქმით, ავიამეთვალყურეების კუთხით რთული მდგომარეობაა შექმნილი ავიასადისპეჩერო სამსახურში და აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე. წინა ხელისუფლებამ 80% პროფესიონალი ავიადისპეჩერები დილეტანტებით ჩაანაცვლა. ამ დარგის სპეციალისტების მომზადება ერთ წელიწადში და ხუთ თვეში არ ხდება. ამ ხალხს კი, რეალურად, რამდენიმეთვიანი კურსები გაატარეს და ყველაზე საპასუხისმგებლო ადგილებზე დასვეს. წარმოგიდგენიათ, ეს ის ხალხია, რომელთა უმეტესობას საავიაციო განათლება არა აქვს. ეს კი, მოგეხსენებათ, არის ადგილი, სადაც ნებისმიერი გადაცდომა საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. ქართული ავიასივრცე, ორჯერ, საშინელ კატასტროფას შემთხვევით გადაურჩა. ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ორი ლაინერი ერთსა და იმავე წერტილში მოძრაობდა. რომ არა შესაბამისი ტექნიკა, რომლითაც თვითმფრინავებია აღჭურვილი, პრეზიდენტის მიერ საგანგებოდ ნაქები ქართველი ავიადისპეჩერების იმედზე კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა.

გაიაშვილი მოითხოვს, სასწრაფოდ შეცერდეს ღამის ფრენებიც, რადგანა ღამე მეტად იზრდება რისკ-ფაქტორი საავიაციო უსაფრთხოების კუთხით. რადგან, სერიოზული პრობლემის შემთხვევაში, თვითმფრინავები უსაფრთხოდ ვერ გაჩერდებიან.

ამ საკითხებზე რამდენიმე თვის წინ გაზეთი "ყველა სიახლეც" წერდა, როდესაც ქართული ავიაციის ვეტერანები ავიაციაში საჭირბოროტო საკითხებს განიხილავდნენ.

თეიმურაზ მურვანიძე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტთა პროფკავშირის თავმჯდომარე:

- საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციამ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად საქართველოს 107 შენიშვნა გამოუგზავნა, საქართველოს მთავრობამ კი არც ერთი არ გამოასწორა. ძირითადი პრობლემა დაზიანებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკია და აფრენა-დაფრენისას, შესაძლოა, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადოს... ბილიკის მოსაწესრიგებლად საჭიროა აეროპორტის დახურვა, მაგრამ მეორე ასაფრენი ბილიკი არ გვაქვს. ამიტომ, ჯერ მეორე უნდა აშენდეს და შემდეგ დაიწყოს მისი მოწესრიგება. ქართულ ავიაციაში არ გვაქვს კატასტროფების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების სამსახური...

რაც შეეხება თვითმფრინავების მდგომარეობას, მეტ-ნაკლებად ნორმალურია, ვინაიდან ისინი უცხოური კომპანიისგან იჯარითაა აღებული, რომლის წარმომადგენელიც პერიოდულად ჩამოდის და ტექნიკურად ამოწმებს. ვავიაციის ვეტერანებს ქუთაისის, ბათუმისა და მესტიის აეროპორტებზეც აქვთ მოსაზრებები და არგუმენტები: ქუთაისის აეროპორტი სარეზერვოა, მსგავსი რამ ყველა ქვეყანას აქვს. თუ თვითმფრინავი თბილისში ვერ დაფრინდება, პილოტს შეუძლია, ქუთაისში დასვას ხომალდი. ქუთაისის აეროპორტი რომ დაიტვირთოს და მთავარ აეროპორტად იქცეს, სწორი არ იქნება.... ბათუმის აეროპორტს მდებარეობის პრობლემა აქვს. თვითმფრინავის აფრენა-დაშვებისას, ქარის სიჩქარე უნდა იყოს 5 მეტრი წამში. თუმცა ეს ნორმა მუდმივად დარღვეულია. თვითმფრინავებს სულ ქარის საწინააღმდეგოდ უწევთ დაშვება და ესეც ერთ-ერთი რისკფაქტორია... მესტიისა და ზუგდიდის აეროპორტებმა კი საერთოდ ვერ იმუშავეს, რადგან დღეში 4 ან 5 მგზავრი ჰყავდათ.

საქართველოს საქაერონავიგაციაში ამ პრეტენზიებსა და კონკრეტულად "აირზენას" დირექტორისას არ იზიარებენ, თუმცა ადასტურებენ, რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ფაქტს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია