"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს ლევან ვასაძე უხელმძღვანელებს

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს ლევან ვასაძე უხელმძღვანელებს

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს ბიზნესმენი ლევან ვასაძე უხელმძღვანელებს. ფონდის დამფუძნებლებმა დიმიტრი ხუნდაძემ და თამარ ჩიბურდანიძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები "სასტუმრო თბილისი" მარიოტში წარადგინეს. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არიან სააქციო საზოგადოება "ბაგრატიონი 1882"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო, სააქციო საზოგადოება "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, სააქციო საზოგადოება "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, კომპანია "რედიქსის" გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი, "მეიდან ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე და "მედია-პალიტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გოგა თევდორაშვილი.

როგორც ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ფონდის მიზანია, რომ საქართველო გადაარჩინოს მოსალოდნელი დემოგრაფიული კატასტროფისგან, რასაც უცხოელი ექპსერტები წინასწარმეტყველებენ. მისივე ინფორმაციით, გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება და ქართულ გენოფონდს საშიშროება ექმნება.

ამასთან, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წარდგენისას თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, საბჭოს წევრები ღირსეული ქართველები, მრავალშვილიანი, ღრმად მორწმუნე ადამიანები არიან.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან ვასაძის განცხადებით, მისთვის პატივია აღნიშნული ფონდის საბჭოს წევრობა. მისივე ინფორმაციით, საბჭოს ფუნქცია სტრატეგიის განსაზღვრა იქნება. ვასაძის განმარტებით, საბჭოს ფუნქციაა, რომ ის შეეხიდოს ფონდის საქმიანობას მართვის გამოცდილების გამოყენებით.

ლევან ვასაძის განცხადებით, საბჭოს წევრებს პროექტების მართვის კოლოსალური გამოცდილება აქვს და ისინი დაეხმარებიან ფონდის დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს არსებული რესურსების სწორად ხარჯვასა და რესურსების გაზრდაში.

ამასთან, როგორც გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარმა რედაქტორმა გოგა თევდორაშვილმა განაცხადა, არსებული რეალობაა, რომ რაჭა-ლეჩხუმში, მთა-თუშეთში, სვანეთში სერიოზული დემოგრაფიული პრობლემებია. მისივე თქმით, საზოგადოების, ხელისუფლების, ეკლესიისა და მთელი საქართველოს ვალია, რომ ეს სიტუაცია გამოვასწოროთ და სიკეთისკენ რადიკალურად შემოვაბრუნოთ, რათა ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს. გოგა თევდორაშვილის განცხადებით, ამ ყველაფერს ეკონომიკის გაძლიერება მოჰყვება და ხალხი ბედნიერი იქნება.

ფონდის სურვილია, რომ 2014 წლიდან, ოჯახში ყოველი მესამე შვილი ყოველთვიური დახმარებით დაფინანსდეს, რადგან ერის რიცხოვნობას მესამე ბავშვი განსაზღვრავს. ამასთან, ფონდის გეგმებში შედის, რომ განხორციელდეს რეგიონალური პოლიტიკა, გაიხსნას აბორტების საწინააღმდეგო და ფეხმძიმეთა და ორსულთა ცენტრები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ახალგაზრდებთან და ემიგრანტებთან ურთიერთობას.

ფონდის დაფინანსება შემოწირულობებითა და საქველმოქმედო ღონისძიებით განხორციელდება.

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდი" 2013 წლის 3 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერით დაფუძნდა. ფონდის დამფუძნებლები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, თამარ ჩიბურდანიძე, მანანა კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ანზორ თოთაძე და თაკო ჩხეიძე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია