მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედ ჰასანის მკვლელობის საქმე იტალიის პოლიციამ გახსნა
დედ ჰასანის მკვლელობის საქმე იტალიის პოლიციამ გახსნა

იტა­ლი­ე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მზად არი­ან რუს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", ას­ლან უსო­ი­ა­ნის (იგი­ვე დედ ჰა­სა­ნი) მკვლე­ლო­ბის საქ­მის გახ­სნა­ში და­ეხ­მა­რონ. კა­რა­ბი­ნე­რებ­მა ორი "კრი­მი­ნა­ლუ­რი გე­ნერ­ლის" ტა­რი­ელ ონი­ა­ნი­სა და მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის სა­უ­ბა­რი გა­შიფ­რეს. უსო­ი­ა­ნის მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, ისი­ნი მისი ლიკ­ვი­და­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იტა­ლი­ე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებს უს­მენ­დნენ (იმ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ის ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და).

ჩა­ნა­წე­რებ­ში სხვა კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან მე­რა­ბის სა­უბ­რე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი.

2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მე­რაბ­მა რომ­ში მყო­ფი "კო­ლე­გე­ბი" შეკ­რი­ბა. "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა" დედ ჰა­სა­ნის კლან­თან ომი გა­ნი­ხი­ლეს. მა­შინ, იტა­ლი­უ­რი პო­ლი­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მე­რაბ­სა და ტა­რი­ელს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნი სა­უ­ბა­რი შედ­გა. ჯან­გვე­ლა­ძემ ონი­ანს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი წყვეტ­დნენ, რო­გორ უნდა მოქ­ცე­ოდ­ნენ უსო­ი­ანს. ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ტა­რი­ელ ონი­ან­მა მე­რაბს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შემ­დე­გი პა­სუ­ხი გას­ცა: "გა­აქ­რეთ ის და ყვე­ლა პრობ­ლე­მა გაქ­რე­ბა".

იტა­ლი­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სწო­რედ ამ სა­უბ­რის შემ­დეგ გა­და­წყდა დედ ჰა­სა­ნის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა.

2013 წლის იან­ვარ­ში დედ ჰა­სა­ნი მოს­კოვ­ში სნა­ი­პე­რის ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა. მკვლე­ლო­ბი­დან მა­ლე­ვე პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ტა­რი­ე­ლი­სა და მე­რა­ბის კი­დევ ერთი სა­უბ­რის ჩა­წე­რა მო­ა­ხერ­ხეს. მათ შემ­დგა­რი მკვლე­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლეს. "ეს ჩვენ­თვის ყვე­ლას­თვის და­ბა­დე­ბის დღეა, ჩვენ წინ გა­დავ­დგით ნა­ბი­ჯი", - აცხა­დე­ბენ "კრი­მი­ნა­ლუ­რი გე­ნერ­ლე­ბი".

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს.

"ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი უსო­ი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­საც კი ვერ მი­ებ­მე­ბა, ვი­ნა­ი­დან მას­ში ცოტა კონ­კრე­ტი­კაა, მხო­ლოდ ემო­ცი­აა", - აცხა­დებს Росбалт-ის წყა­რო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია nakanune.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დედ ჰასანის მკვლელობის საქმე იტალიის პოლიციამ გახსნა

დედ ჰასანის მკვლელობის საქმე იტალიის პოლიციამ გახსნა

იტალიელი პოლიციელები მზად არიან რუს სამართალდამცავებს "კანონიერი ქურდის", ასლან უსოიანის (იგივე დედ ჰასანი) მკვლელობის საქმის გახსნაში დაეხმარონ. კარაბინერებმა ორი "კრიმინალური გენერლის" ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის საუბარი გაშიფრეს. უსოიანის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ისინი მისი ლიკვიდაციის აუცილებლობაზე საუბრობდნენ.

ცნობილი გახდა, რომ იტალიელი პოლიციელები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მერაბ ჯანგველაძის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ (იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის ქვეყანაში იმყოფებოდა).

ჩანაწერებში სხვა კანონიერ ქურდებთან მერაბის საუბრებია აღბეჭდილი.

2012 წლის სექტემბერში მერაბმა რომში მყოფი "კოლეგები" შეკრიბა. "კანონიერმა ქურდებმა" დედ ჰასანის კლანთან ომი განიხილეს. მაშინ, იტალიური პოლიციის მონაცემებით, მერაბსა და ტარიელს შორის სატელეფონი საუბარი შედგა. ჯანგველაძემ ონიანს შეატყობინა, რომ კანონიერი ქურდები წყვეტდნენ, როგორ უნდა მოქცეოდნენ უსოიანს. ჩანაწერების მიხედვით, ტარიელ ონიანმა მერაბს ამასთან დაკავშირებით შემდეგი პასუხი გასცა: "გააქრეთ ის და ყველა პრობლემა გაქრება".

იტალიელი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ საუბრის შემდეგ გადაწყდა დედ ჰასანისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა.

2013 წლის იანვარში დედ ჰასანი მოსკოვში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. მკვლელობიდან მალევე პოლიციელებმა ტარიელისა და მერაბის კიდევ ერთი საუბრის ჩაწერა მოახერხეს. მათ შემდგარი მკვლელობა განიხილეს. "ეს ჩვენთვის ყველასთვის დაბადების დღეა, ჩვენ წინ გადავდგით ნაბიჯი", - აცხადებენ "კრიმინალური გენერლები".

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ჩანაწერების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს.

"ეს ჩანაწერები უსოიანის მკვლელობის საქმესაც კი ვერ მიებმება, ვინაიდან მასში ცოტა კონკრეტიკაა, მხოლოდ ემოციაა", - აცხადებს Росбалт-ის წყარო.

მომზადებულია nakanune.ru-ს მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ