გამომცემლობა "პალიტრა L" აგრძელებს მკითხველის სურვილების ასრულებას და 1-ლი აგვისტოდან იწყებს ახალ პროექტს - წიგნების სერიას "ჩემი რჩეული მსოფლიო", რომელშიც შევა უცხოელი კლასიკოსების უკვდავი შემოქმედება. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდება ისეთი ნაწარმოებებიც, რომელიც დღემდე ქართულად არ იყო თარგმნილი და პირველად სწორედ ამ სერიის ფარგლებში გამოვა. "ჩემი რჩეული მსოფლიო" წიგნების ის სერიაა, რომელიც გაუძღვება მკითხველს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, ისტორიის და ღირებულებების შემეცნების გზაზე.
თუმცა, საინტერესოა, რა არის მსოფლიო ლიტერატურა შენთვის? შემთხვევითი არ არის, რომ სერიის სლოგანი "მსოფლიომ დაწერა, რომ შენ ..." დაუსრულებელია. გვსურს, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და ერთად დავასრულოთ პროექტის სლოგანი! სლოგანი, რომელიც გაჰყვება პროექტს მთელი მისი არსებობის განმავლობაში.
3 საუკეთესო დასასრულის ავტორი დაჯილდოვდება წიგნებით გამომცემლობა "პალიტრა L"-ისგან, "ჩემი რჩეული მსოფლიოს" პრეზენტაციაზე თბილისი ცენტრალში.
დაასრულე სლოგანი და მოიგე წიგნები გამომცემლობა "პალიტრა L"-ისგან!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია Facebook-ის ნებისმიერ მომხმარებელს. სლოგანის დასრულებისთვის გადადით ბმულზე და თქვენი ვერსიები დატოვეთ საკონკურსო ფოტოს ქვეშ, კომენტარის სახით; ან გამოიყენეთ პროექტის ოფიციალური ჰეშთეგი #chemircheuli