საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ "სლავიანსკი ბაზარ 2013"-ზე საქართველოს ქართველი მოღერალი აჩიკო ნიჟარაძე წარადგენს. ნიჟარაძე ბელორუსში 7 ივლისს მიემგზავრება.
"პატრიარქთან ვიყავით და გზა დაგვილოცა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ მომესწრო შეხვედრა წასვლამდე. უდიდესი ძალა აქვს პატრიარქის ლოცვას.
ვეცდები ისე გამოვიდე, როგორც ჩვენ ქვეყანას შეეფერება. იმედი მაქვს, ჩემს მონდომებასთან ერთად ცოტა გამართლებაც იქნება, რომ წარმატებას მივაღწიოთ. დიდი მადლობა წინასწარ, გულშემატკივრობისთვის", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მომღერალი.
როგორც "ამბები.გე"-ს პროდიუსერმა ბიბი სირბილაძემ განუცხადა, წლევანდელი ფესტივალი 8-დან 15 ივლისის ჩათვლით ბელორუსის ქალაქ ვიტებსკში გაიმართება.
კონკურსის საბავშვო ნაწილისმ "ვიტებსკ-2013"-ის ჟიურის თავმჯდომარე მანანა თოდაძე იქნება. ბიბი სირბილაძის ინფორმაციით, კონკურსის გალა კონცერტს ქართული სიმღერებით სწორედ მანანა თოდაძე დახურავს.
კონკურსში სულ 21 ქვეყანა მონაწილეობს. ბელორუსიდან ღონისძიების პირდაპირ ტრანსლიაციას ტელეკომპანია "მეცხრე არხი" უზრუნველყოფს.
გიორგი ბერიძე