პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დექსუსის" მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართავს
"დექსუსის" მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართავს

კომ­პა­ნია "დექ­სუ­სის" მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი ირაკ­ლი კი­ლა­უ­რი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორ, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს. წე­რილ­ში კი­ლა­უ­რი­ძე კბი­ლაშ­ვილს კომ­პა­ნი­ე­ბის "დექ­სუ­სი­სა" და "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ჩარ­თვას თხოვს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს გა­რან­ტი იქ­ნე­ბა სწო­რი ფი­ნან­სუ­რი ანა­ლი­ზი­სა, რის გა­რე­შეც, გა­ჭირ­დე­ბა საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა.

"ამ­ბე­ბი.გე" კი­ლა­უ­რი­ძის ღია წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კომ­პა­ნია "დექ­სუ­სის" და კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას აქვს დიდი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი, რაც კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვანს ხდის გა­მო­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რად და სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თვას.

ვფიქ­რობთ, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი საქ­მის მო­ცუ­ლო­ბი­თი და სპე­ცი­ფი­კუ­რი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია საქ­მის შეს­წავ­ლა მოხ­დეს ფი­ნან­სურ ჭრილ­ში, ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის გზით. თქვენ, რო­გორც უდა­ვოდ კომ­პე­ტენ­ტურ იუ­რისტს, გაქვთ სო­ლი­დუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი შეს­წავ­ლის გა­რე­შე. ამის დას­ტუ­რია ის, რომ კეთ­დე­ბა სრუ­ლი­ად ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, "დექ­სუ­სის" მიერ გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს და კომ­პა­ნი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ საქ­მე იწ­ვევს ძა­ლი­ან დიდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რესს და აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ცუ­ლო­ბი­თი ხა­სი­ა­თი, გვინ­და გთხო­ვოთ, გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე საქ­მე­ში ჩარ­თოთ ისე­თი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი (აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი), რო­მელ­თა მი­მართ არ­სე­ბობს რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნდო­ბა (PwC, Deloitte, Ernst & Young, KPMG). გვეს­მის, რომ ასე­თი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვერ მის­ცე­მენ ფაქ­ტებს სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას და ეს არც არის მათი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, არა­მედ ფი­ნან­სურ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას გა­უ­კე­თე­ბენ სწორ ანა­ლიზს და გას­ცე­მენ ობი­ექ­ტურ დას­კვნას. ისიც გვეს­მის, რომ გა­მო­ძი­ე­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ჩარ­თვა არ არის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა, თუმ­ცა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, რო­გორც ხსე­ნე­ბუ­ლი საქ­მეა, დაგ­ვე­თან­ხმე­ბით, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა ამ პრაქ­ტი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაც. საქ­მის სირ­თუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­ძი­ე­ბა­ში სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თვას, ვფიქ­რობთ, ისე­დაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით, მაგ­რამ, ვფიქ­რობთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­რან­ტი იქ­ნე­ბა სწო­რი ფი­ნან­სუ­რი ანა­ლი­ზი­სა, რის გა­რე­შეც, გა­ჭირ­დე­ბა საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა.

გარ­და ამი­სა, გვეს­მის, რომ ხსე­ნე­ბულ საქ­მე­ში უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, არ არის თქვე­ნი, რო­გორც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ საქ­მის სირ­თუ­ლეს და აგ­რეთ­ვე თქვენს პი­რად დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას ამ კა­ტე­გო­რი­ის სა­მარ­თლებ­რივ და­ვებ­ში, გვინ­და გთხო­ვოთ, რომ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უშუ­ა­ლო­დაც ჩა­ერ­თოთ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში მეტი სი­ცხა­დის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი თხოვ­ნა არ უნდა იქ­ნეს გა­გე­ბუ­ლი ისე, რომ თით­ქოს ჩვენ უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებთ გა­მო­ძი­ე­ბას და ეჭვქვეშ ვა­ყე­ნებთ კომ­პე­ტენ­ცი­ას. პი­რი­ქით, ვა­დას­ტუ­რებთ, რომ არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გვაქვს გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ ნდო­ბის ან კომ­პე­ტენ­ცი­ის კუ­თხით ეჭ­ვის შე­ტა­ნის­თვის.

ვფიქ­რობთ, რომ იმ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა­საც ამ წე­რი­ლით გთხოვთ, მოხ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით იმგვა­რად წარ­მარ­თვა, რაც სა­ბო­ლო­ოდ მიგ­ვიყ­ვანს საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნამ­დე და ამას­თან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი", - ნათ­ქვა­მია არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ ღია წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"დექსუსის" მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართავს

"დექსუსის" მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართავს

კომპანია "დექსუსის" მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე საქართველოს მთავარ პროკურორ, არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართავს. წერილში კილაურიძე კბილაშვილს კომპანიების "დექსუსისა" და "ცენტრ პოინტის" საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიების ჩართვას თხოვს და აღნიშნავს, რომ ეს გარანტი იქნება სწორი ფინანსური ანალიზისა, რის გარეშეც, გაჭირდება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა.

"ამბები.გე" კილაურიძის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"მოგეხსენებათ, კომპანია "დექსუსის" და კომპანია "ცენტრ პოინტის" საქმეზე მიმდინარე გამოძიებას აქვს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის გამოძიების ობიექტურად და სწორი მიმართულებით წარმართვას.

ვფიქრობთ, რომ ზემოხსენებული საქმის მოცულობითი და სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, ჭეშმარიტების დადგენის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია საქმის შესწავლა მოხდეს ფინანსურ ჭრილში, ფინანსური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლის გზით. თქვენ, როგორც უდავოდ კომპეტენტურ იურისტს, გაქვთ სოლიდური გამოცდილება კომპანიების სამართლებრივი პრობლემების დარეგულირების თვალსაზრისით და მოგეხსენებათ, რომ სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია საფუძვლიანი ფინანსური შესწავლის გარეშე. ამის დასტურია ის, რომ კეთდება სრულიად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები "ცენტრ პოინტის" მიერ გადმოცემული აქტივების ღირებულების, "დექსუსის" მიერ გაწეული სამუშაოს და კომპანიის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმე იწვევს ძალიან დიდ საზოგადოებრივ ინტერესს და აქვს განსაკუთრებული მოცულობითი ხასიათი, გვინდა გთხოვოთ, გამოძიების ეტაპზე საქმეში ჩართოთ ისეთი სპეციალისტები (აუდიტორული კომპანიები), რომელთა მიმართ არსებობს როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ნდობა (PwC, Deloitte, Ernst & Young, KPMG). გვესმის, რომ ასეთი სპეციალისტები ვერ მისცემენ ფაქტებს სამართლებრივ შეფასებას და ეს არც არის მათი ვალდებულება, არამედ ფინანსურ დოკუმენტაციას გაუკეთებენ სწორ ანალიზს და გასცემენ ობიექტურ დასკვნას. ისიც გვესმის, რომ გამოძიებაში საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიების ჩართვა არ არის დამკვიდრებული პრაქტიკა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარეობს საზოგადოებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საქმის გამოძიება, როგორც ხსენებული საქმეა, დაგვეთანხმებით, რომ კარგი იქნება ამ პრაქტიკის ჩამოყალიბებაც. საქმის სირთულიდან გამომდინარე, გამოძიებაში სპეციალისტების ჩართვას, ვფიქრობთ, ისედაც განახორციელებდით, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიების მონაწილეობა გარანტი იქნება სწორი ფინანსური ანალიზისა, რის გარეშეც, გაჭირდება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა.

გარდა ამისა, გვესმის, რომ ხსენებულ საქმეში უშუალო მონაწილეობა კანონმდებლობის თანახმად, არ არის თქვენი, როგორც მთავარი პროკურორის, ვალდებულება. თუ გავითვალისწინებთ საქმის სირთულეს და აგრეთვე თქვენს პირად დიდ გამოცდილებას ამ კატეგორიის სამართლებრივ დავებში, გვინდა გთხოვოთ, რომ, შეძლებისდაგვარად უშუალოდაც ჩაერთოთ საქმის გამოძიებაში მეტი სიცხადის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, აღნიშნული თხოვნა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ გამოძიებას და ეჭვქვეშ ვაყენებთ კომპეტენციას. პირიქით, ვადასტურებთ, რომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს გამოძიების მიმართ ნდობის ან კომპეტენციის კუთხით ეჭვის შეტანისთვის.

ვფიქრობთ, რომ იმ საშუალებებით, რომელთა გამოყენებასაც ამ წერილით გთხოვთ, მოხდება გამოძიების სწორი მიმართულებით იმგვარად წარმართვა, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენამდე და ამასთან უზრუნველყოფილი იქნება გამოძიების შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხი", - ნათქვამია არჩილ კბილაშვილისადმი გაგზავნილ ღია წერილში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი