მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინასაარჩევნოდ მოსალოდნელი პროვოკაციები
წინასაარჩევნოდ მოსალოდნელი პროვოკაციები

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტეს­ტი იქ­ნე­ბა და ის სა­მარ­თლი­ან და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­დე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" არ­ნა­ხულ ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რო­ბენ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი კი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მო­სა­ლოდ­ნელ პრო­ვო­კა­ცი­ებს აა­ნონ­სე­ბენ.

გა­სულ კვი­რას არ­სამ­თავ­რო­ბო­თა ნა­წილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მი­მარ­თა, სა­დაც სის­ტე­მა­ში შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი.

"ჩვენ არა­ერ­თხელ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი დღე­საც მრავ­ლად არი­ან ამ უწყე­ბა­ში და ისი­ნი აპი­რე­ბენ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბას, რის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" შე­ეც­დე­ბა", - აცხა­დებ­დნენ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ნი­კო­ლოზ მჟა­ვა­ნა­ძე ამ­ბობს, რომ შსს-ს დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი უკვე და­ი­წყო.

"სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქო­ბუ­ლეთ­ში პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ვი­ღა­ცა გა­ი­ტა­ცეს, მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა გვაქვს ამ თე­მა­ზე და რო­გორც ირ­კვე­ვა, სულ სხვაგ­ვა­რად ყო­ფი­ლა საქ­მე.

"ამას­თან ერ­თად, ის 17 ათა­სი ფა­ი­ლი, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­აგ­რო­ვა, ეხე­ბო­და რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბას, ეხე­ბო­და ასე­ვე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, მათ უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, რომ მუდ­მი­ვად ყო­ფი­ლიყ­ვნენ მორ­ჩი­ლე­ბა­ში. რად­გან ეს ფა­ი­ლე­ბი არ­სე­ბობს და მას­ზე წვდო­მა აქვთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­ძა­რო­ბის" იმ წევ­რებს, რომ­ლე­ბიც დღეს გაქ­ცე­უ­ლე­ბი არი­ან, ცდი­ლო­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ას რე­პუ­ტა­ცია შე­უ­ლა­ხონ. ასე­ვე გა­იხ­სე­ნეთ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რომ ქრთა­მის აღე­ბა და­ი­წყეს. სე­რი­ო­ზუ­ლი მცდე­ლო­ბე­ბია, რომ ჩა­მო­შა­ლონ პო­ლი­ცია და ამით ჩა­მო­შა­ლონ ქვე­ყა­ნა", - უთხრა ნი­კო­ლოზ მჟა­ვა­ნა­ძემ "რე­ზო­ნანსს".

"ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ამ ფა­ი­ლე­ბით ისი­ნი აშან­ტა­ჟე­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლებს და შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი ფი­რე­ბის ში­შით მოხ­დეს პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი თვი­თონ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის რი­გებ­ში. გვახ­სოვს ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ცია რო­დე­საც იგეგ­მე­ბო­და, გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლი­ცი­ელ­თა ჯგუ­ფი მუნ­დი­რე­ბის და­ხე­ვას აპი­რებ­და.

"ერთი ხე­ლის მოს­მით პო­ლი­ცია ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა იმ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც წი­ნა­მორ­ბე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს შემ­ჩნე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვაქვს ჩვენ ეს ინ­ფორ­მა­ცია. შსს-ს დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ში სამ­წუ­ხა­როდ, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნი­ცაა, რომ რო­გორ­მე სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებს პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნან.

"თუნ­დაც "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­თან მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ, თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ვი­დეს რუ­სუ­ლი გუნ­დი და ჩა­მოჰ­ყვეს რუსი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. ყვე­ლა­ფე­რი ეს - ფა­ი­ლე­ბი და კად­რე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­სი­რე­ბულ შე­ტე­ვებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­მი­ნის­ტროს მი­მართ, რე­ლუ­რად გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი არა­თუ იგეგ­მე­ბა, და­ი­წყო კი­დეც", - დას­ძენს მჟა­ვა­ნა­ძე.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მო­სა­ლოდ­ნელ პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე სა­უბ­რობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძეც. ის ვა­რა­უ­დობს, რომ ლა­ფან­ყუ­რის და სხვა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის შე­დე­გებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნებს.

"რო­დე­საც პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბო­და, მე­გის ქარ­და­ვას, ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში მყო­ფი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სხვა ლი­დე­რე­ბის თა­ოს­ნო­ბით იქ­მნე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ტყე­ებ­ში ბა­ნაკ­დე­ბოდ­ნენ. თა­ვის დრო­ზე ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი არა­ერ­თი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის მიერ კეთ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­შინ ის რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე რჩე­ბო­და.

"დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ გან­ცხა­დე­ბე­ბის ყუ­რა­დღე­ბა, რა­საც არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი აკე­თე­ბენ. ისი­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იძუ­ლე­ბულს ხდი­ან, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ სა­გან­გე­ბო ზო­მე­ბი მი­ი­ღოს, რათა რამე ტი­პის პრო­ვო­კა­ცია არ და­უშ­ვას.

"პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბის მო­ტი­ვა­ცია აქვს, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რო­მე­ლიც გაქ­რო­ბის ზღვარ­ზეა. ამი­ტომ ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­მო­ძა­ხი­ლი იქ­ნე­ბა თუ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ან­გა­რი­შო მოხ­სე­ნე­ბე­ბი, იგი­ვე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ, თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

"ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცია თა­ვი­სი ზრახ­ვე­ბით და ში­ნა­არ­სით პრაქ­ტი­კუ­ლად გახ­სნი­ლია და ბრა­ლის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა არ­ერ­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მი­მართ.

"ეს მოხ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სა­ან­გა­რი­შო მოხ­სე­ნე­ბას გა­მო­ი­ტანს პარ­ლა­მენ­ტში და ეს მოხ­დე­ბა, თუ არ ვცდე­ბი, ზა­ფხულ­ზე, რიგ­გა­რე­შე პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე. ვფიქ­რობ, ამის­თვის ემ­ზა­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ გარ­კვე­უ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი მოხ­დეს", - უთხრა დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ "რე­ზო­ნანსს".

"სა­არ­ჩევ­ნო და პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი კახი კა­ხიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით შე­ეც­დე­ბა და­სავ­ლე­თის დარ­წმუ­ნე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპო­ზი­ცი­ას დევ­ნი­ან.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ცდი­ლო­ბენ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლონ, რომ და­სავ­ლე­თის თვალ­ში დევ­ნი­ლი ოპო­ზი­ცი­ის რან­გში წარ­მოჩ­ნდნენ.

"არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ისი­ნი რა­ღაც-რა­ღა­ცებს მო­ი­ფიქ­რე­ბენ. თუნ­დაც მა­გა­ლი­თის­თვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბა მო­ვიყ­ვა­ნოთ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ამომ­რჩევ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ადრე მი­თი­თე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თე­ბი­დან ამო­წე­რი­ლე­ბი არი­ან, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღე­ბენ. გა­მო­დის, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 100 000 ადა­მი­ანს ცსკო არ­ჩე­ვა­ნის გა­რე­შე ტო­ვებს, ანუ შე­იძ­ლე­ბა ისე­თი სუ­რა­თი შე­იქ­მნას, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე მი­სულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­კუ­თა­რი გვა­რი სი­ა­ში ვერ იპო­ვოს. ეს ცუ­დია.

"იცით, რომ ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტი მო­დის, რო­მელ­ზეც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დას­წრე­ბას აპი­რებს. სა­მიტ­ზე კი პრე­ზი­დენ­ტმა შე­საძ­ლოა, გა­ნა­ცხა­დოს, რომ მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში არ­ჩევ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ტარ­დე­ბო­და, ახლა კი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა და ოპო­ზი­ცი­ის დევ­ნა ხდე­ბო­და, ასე­ვე ამომ­რჩევ­ლებს ხმის მი­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცე­სო. აი, ასე­თი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის შექ­მნა სურთ", - დას­ძენს კახი კა­ხიშ­ვი­ლი.

თამ­თა ვირ­სა­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

წინასაარჩევნოდ მოსალოდნელი პროვოკაციები

წინასაარჩევნოდ მოსალოდნელი პროვოკაციები

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ახალი ხელისუფლების ტესტი იქნება და ის სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" არნახულ ზეწოლაზე საუბრობენ, არასამთავრობო ორგანიზაციები კი წინასაარჩევნოდ მოსალოდნელ პროვოკაციებს აანონსებენ.

გასულ კვირას არსამთავრობოთა ნაწილმა შინაგან საქმეთა მინისტრს სპეციალური წერილით მიმართა, სადაც სისტემაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობაზეა საუბარი.

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვანო მერაბიშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დღესაც მრავლად არიან ამ უწყებაში და ისინი აპირებენ პროვოკაციების მოწყობას, რის გამოყენებასაც "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება", - აცხადებდნენ არასამთავრობოები.

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ შსს-ს დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართული ქმედებები უკვე დაიწყო.

"საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქობულეთში პოლიციელებმა ვიღაცა გაიტაცეს, მინისტრთან შეხვედრა გვაქვს ამ თემაზე და როგორც ირკვევა, სულ სხვაგვარად ყოფილა საქმე.

"ამასთან ერთად, ის 17 ათასი ფაილი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შეაგროვა, ეხებოდა როგორც პოლიტიკური ოპონენტების პირად ცხოვრებას, ეხებოდა ასევე პოლიციის თანამშრომლებს, მათ უთვალთვალებდნენ, რომ მუდმივად ყოფილიყვნენ მორჩილებაში. რადგან ეს ფაილები არსებობს და მასზე წვდომა აქვთ "ნაციონალური მოძარობის" იმ წევრებს, რომლებიც დღეს გაქცეულები არიან, ცდილობენ, რომ პოლიციას რეპუტაცია შეულახონ. ასევე გაიხსენეთ სააკაშვილის განცხადება, რომ ქრთამის აღება დაიწყეს. სერიოზული მცდელობებია, რომ ჩამოშალონ პოლიცია და ამით ჩამოშალონ ქვეყანა", - უთხრა ნიკოლოზ მჟავანაძემ "რეზონანსს".

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ფაილებით ისინი აშანტაჟებენ პოლიციელებს და შესაძლებელია ამ მაკომპრომეტირებელი ფირების შიშით მოხდეს პროვოკაციები თვითონ პოლიციელების რიგებში. გვახსოვს ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" აქცია როდესაც იგეგმებოდა, განაცხადა, რომ პოლიციელთა ჯგუფი მუნდირების დახევას აპირებდა.

"ერთი ხელის მოსმით პოლიცია ვერ გათავისუფლდება იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც წინამორბედი ხელისუფლების დროს შემჩნეულები იყვნენ დანაშაულებრივ ქმედებებში, აქედან გამომდინარე გვაქვს ჩვენ ეს ინფორმაცია. შსს-ს დისკრედიტაციაში სამწუხაროდ, ჩართულები არიან ორგანიზაციები, რომელთა მიზანიცაა, რომ როგორმე სახელმწიფო სტრუქტურებს პრობლემები შეუქმნან.

"თუნდაც "დინამოს" სტადიონთან მომხდარი ამბები გავიხსენოთ, თურმე საქართველოში არ შეიძლება ჩამოვიდეს რუსული გუნდი და ჩამოჰყვეს რუსი გულშემატკივარი. ყველაფერი ეს - ფაილები და კადრები, ორგანიზაციები, რომლებიც მასირებულ შეტევებს ახორციელებენ სამინისტროს მიმართ, რელურად გვაფიქრებინებს, რომ პროვოკაციები არათუ იგეგმება, დაიწყო კიდეც", - დასძენს მჟავანაძე.

წინასაარჩევნოდ მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის ვარაუდობს, რომ ლაფანყურის და სხვა გახმაურებული საქმეების შედეგებს "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენებს.

"როდესაც პირველი ოქტომბრის არჩევნები ახლოვდებოდა, მეგის ქარდავას, ბაჩო ახალაიასა და სამეგრელოში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერების თაოსნობით იქმნებოდა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ტყეებში ბანაკდებოდნენ. თავის დროზე ამის შესახებ განცხადებები არაერთი უფლებადამცველის მიერ კეთდებოდა, მაგრამ მაშინ ის რეაგირების გარეშე რჩებოდა.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ განცხადებების ყურადღება, რასაც არასამთავრობოები აკეთებენ. ისინი პრაქტიკულად შინაგან საქმეთა სამინისტროს იძულებულს ხდიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ საგანგებო ზომები მიიღოს, რათა რამე ტიპის პროვოკაცია არ დაუშვას.

"პროვოკაციების მოწყობის მოტივაცია აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც გაქრობის ზღვარზეა. ამიტომ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძახილი იქნება თუ სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებებზე სერიოზული საანგარიშო მოხსენებები, იგივე სახალხო დამცველის მიერ, თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ.

"ლაფანყურის ოპერაცია თავისი ზრახვებით და შინაარსით პრაქტიკულად გახსნილია და ბრალის წარდგენის საფუძველი ხდება არერთი თანამდებობის პირის მიმართ.

"ეს მოხდება მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველი საანგარიშო მოხსენებას გამოიტანს პარლამენტში და ეს მოხდება, თუ არ ვცდები, ზაფხულზე, რიგგარეშე პლენარულ სესიაზე. ვფიქრობ, ამისთვის ემზადება "ნაციონალური მოძრაობა" არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პროვოკაციები მოხდეს", - უთხრა დიმიტრი ლორთქიფანიძემ "რეზონანსს".

"საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციული ქმედებებით შეეცდება დასავლეთის დარწმუნებას, რომ საქართველოში ოპოზიციას დევნიან.

"დარწმუნებული ვარ, "ნაციონალები" ცდილობენ, საერთაშორისო ორგანიზაციებში ისეთი განცხადებები გაავრცელონ, რომ დასავლეთის თვალში დევნილი ოპოზიციის რანგში წარმოჩნდნენ.

"არჩევნების მოახლოებასთან ერთად ისინი რაღაც-რაღაცებს მოიფიქრებენ. თუნდაც მაგალითისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება მოვიყვანოთ, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლები, რომლებიც ადრე მითითებული მისამართებიდან ამოწერილები არიან, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. გამოდის, რომ დაახლოებით 100 000 ადამიანს ცსკო არჩევანის გარეშე ტოვებს, ანუ შეიძლება ისეთი სურათი შეიქმნას, რომ არჩევნებზე მისულმა მოსახლეობამ საკუთარი გვარი სიაში ვერ იპოვოს. ეს ცუდია.

"იცით, რომ ვილნიუსის სამიტი მოდის, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი დასწრებას აპირებს. სამიტზე კი პრეზიდენტმა შესაძლოა, განაცხადოს, რომ მისი მმართველობის პერიოდში არჩევნები დემოკრატიულად ტარდებოდა, ახლა კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ოპოზიციის დევნა ხდებოდა, ასევე ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალება არ მისცესო. აი, ასეთი კონფიგურაციის შექმნა სურთ", - დასძენს კახი კახიშვილი.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა