საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - რა მაჩვენებელიც არ უნდა მენახა, ჩემთვის ეს იქნებოდა მოტივაცია, უფრო აქტიური მუშაობისთვის
გიორგი მარგველაშვილი - რა მაჩვენებელიც არ უნდა მენახა, ჩემთვის ეს იქნებოდა მოტივაცია, უფრო აქტიური მუშაობისთვის

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი NDI-ის გა­მო­კი­თხვე­ბის შე­დე­გებს, სა­დაც მას მხა­რი 29 პრო­ცენ­ტმა და­უ­ჭი­რა, სა­ინ­ტე­რე­სო მაჩ­ვე­ნე­ბელს უწო­დებს. რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ინ­ტე­რე­სოა, ისე­ვე, რო­გორც სხვა გა­მო­კი­თხვე­ბის შე­დე­გე­ბი.

"მე მუდ­მი­ვად ვეც­ნო­ბი გა­მო­კი­თხვებს. ანა­ლო­გი­ურ გა­მო­კი­თხვებს ატა­რებს IRI, ტარ­დე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში, გა­ზე­თებ­ში, "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" არის ხოლ­მე გა­მო­კი­თხვე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. რა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც არ უნდა მე­ნა­ხა, ჩემ­თვის ეს იქ­ნე­ბო­და მო­ტი­ვა­ცია, ბევ­რად უფრო აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის და კამ­პა­ნი­ის აქ­ტი­უ­რი და­წყე­ბი­სათ­ვის. სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ჯერ და­წყე­ბუ­ლი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მია", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინ­გის კლე­ბა­ზეც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი. "წარ­სულ­ში სულ სხვა გა­რე­მო იყო, არ იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი ველი. ის ხალ­ხი, ვინც იკი­თხე­ბო­და, იყო სხვა ველი. ძნე­ლია დღეს ამ სტა­ტის­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბით მსჯე­ლო­ბა. ყვე­ლა იმ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც გა­მო­კი­თხვებს აწარ­მო­ებს, მაქვს ხოლ­მე ჩემი შეს­წო­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიორგი მარგველაშვილი - რა მაჩვენებელიც არ უნდა მენახა, ჩემთვის ეს იქნებოდა მოტივაცია, უფრო აქტიური მუშაობისთვის

გიორგი მარგველაშვილი - რა მაჩვენებელიც არ უნდა მენახა, ჩემთვის ეს იქნებოდა მოტივაცია, უფრო აქტიური მუშაობისთვის

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი NDI-ის გამოკითხვების შედეგებს, სადაც მას მხარი 29 პროცენტმა დაუჭირა, საინტერესო მაჩვენებელს უწოდებს. როგორც მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ეს მაჩვენებელი საინტერესოა, ისევე, როგორც სხვა გამოკითხვების შედეგები.

"მე მუდმივად ვეცნობი გამოკითხვებს. ანალოგიურ გამოკითხვებს ატარებს IRI, ტარდება ინტერნეტში, გაზეთებში, "კვირის პალიტრაში" არის ხოლმე გამოკითხვები, ბუნებრივია, ეს ძალიან საინტერესოა. რა მაჩვენებელიც არ უნდა მენახა, ჩემთვის ეს იქნებოდა მოტივაცია, ბევრად უფრო აქტიური მუშაობისთვის და კამპანიის აქტიური დაწყებისათვის. საარჩევნო კამპანია ჯერ დაწყებული არ არის, შესაბამისად, ნებისმიერი მაჩვენებელი სტიმულის მომცემია", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მან "ქართული ოცნების" რეიტინგის კლებაზეც გააკეთა კომენტარი. "წარსულში სულ სხვა გარემო იყო, არ იყო თავისუფალი ველი. ის ხალხი, ვინც იკითხებოდა, იყო სხვა ველი. ძნელია დღეს ამ სტატისტიკაზე დაფუძნებით მსჯელობა. ყველა იმ კომპანიასთან, რომელიც გამოკითხვებს აწარმოებს, მაქვს ხოლმე ჩემი შესწორება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა