პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ რუხაძე - რა არგუმენტითაც "მეცხრე არხიდან" წამოვედი, აზრი დღემდე არ შემიცვლია
თამარ რუხაძე - რა არგუმენტითაც "მეცხრე არხიდან" წამოვედი, აზრი დღემდე არ შემიცვლია

ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რი თა­მარ რუ­ხა­ძე მრა­ვა­ლი წე­ლია, მე­დი­ა­შია. რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და. ბო­ლოს "მე­ცხრე არ­ხის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გახ­ლდათ და არხი კახა ბე­ქა­ურ­სა და რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტთან ერ­თად და­ტო­ვა. მი­ზე­ზად არ­ხის ახალ დი­რექ­ტორ ლუბა ელი­აშ­ვილ­თან აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა, თუმ­ცა დღეს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი აღარ სურს. რამ­დე­ნი­მე თვე არ მუ­შა­ობ­და, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, მაგ­რამ არა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან. პირ­ველ მა­ისს, მას შემ­დეგ, რაც "ჟურ­ნა­ლის­ტთა ეთი­კის ქარ­ტი­ის" ძველ­მა დი­რექ­ტორ­მა თა­მარ კორ­ძა­ი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა და დე­პუ­ტა­ტად იყა­რა კენ­ჭი, ახალ დი­რექ­ტო­რად რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტი­დან თა­მარ რუ­ხა­ძე შე­არ­ჩი­ეს.

რას მო­ი­ცავს ეთი­კის ქარ­ტი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა და რა დარ­ღვე­ვე­ბია ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში, ამ თე­მა­ზე ვრცლად ვი­სა­უბ­რეთ.

- თა­მარ, რას საქ­მი­ა­ნობ­დით "მე­ცხრე არ­ხის" და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ?

- "მე­ცხრე არ­ხი­დან" წა­მოს­ვლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე არ­სად არ ვმუ­შა­ობ­დი. მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, მაგ­რამ ეს ჩემს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას არ ეხე­ბო­და. გა­დავ­წყვი­ტე, რომ იმ ეტაპ­ზე სახ­ლში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

იმ პე­რი­ოდ­ში ქარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ თა­მარ კორ­ძა­ია და მან გა­და­წყვი­ტა, ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში კენ­ჭი ეყა­რა. ქარ­ტი­ას დას­ჭირ­და ახა­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, გა­მო­ცხად­და კონ­კურ­სი და კან­დი­და­ტებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ჩა­ტარ­და, მათ შო­რის ერთ-ერთი მე ვი­ყა­ვი. სა­ბო­ლო­ოდ საბ­ჭომ არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე შე­ა­ჩე­რა და პირ­ვე­ლი მა­ი­სი­დან საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ვუ­დე­ქი.

- იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც არ მუ­შა­ობ­დით, ხომ არ ფიქ­რობ­დით, რომ "მე­ცხრე არ­ხი­დან" წა­მოს­ვლა იჩ­ქა­რეთ?

- არა, ასე­თი შეგ­რძნე­ბა არ მქო­ნია. რა არ­გუ­მენ­ტი­თაც არ­ხი­დან წა­მო­ვე­დი, აზრი დღემ­დე არ შე­მიც­ვლია. იმ პე­რი­ოდ­მა გა­ი­ა­რა და დღეს აღარ მაქვს სურ­ვი­ლი, წარ­სულ­ზე ვი­ლა­პა­რა­კო.

- კარ­გი, ქარ­ტი­ა­ზე ვი­სა­უბ­როთ.

- ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. 2009 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 139 ჟურ­ნა­ლის­ტი შე­თან­ხმდა, რომ მზად იყ­ვნენ, სა­ერ­თო ეთი­კუ­რი პრინ­ცი­პე­ბით ემუ­შა­ვათ. ამის უამ­რა­ვი ანა­ლო­გი არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც მა­შინ ქარ­ტი­ა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა, მსგავ­სი ტი­პის ეთი­კის კო­დექ­სე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ქარ­თუ­ლი ვა­რი­ან­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტთა ეთი­კის ქარ­ტია, რო­მე­ლიც 11 დე­ბუ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა და იმ ეთი­კურ პრინ­ცი­პებს მო­ი­ცავს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მსოფ­ლი­ო­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. 2009 წელს ყვე­ლა ხელ­მომ­წე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ავ­ტო­მა­ტუ­რად იქცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლად.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თამარ რუხაძე - რა არგუმენტითაც "მეცხრე არხიდან" წამოვედი, აზრი დღემდე არ შემიცვლია

თამარ რუხაძე - რა არგუმენტითაც "მეცხრე არხიდან" წამოვედი, აზრი დღემდე არ შემიცვლია

ჟურნალისტი და ტელეპროდიუსერი თამარ რუხაძე მრავალი წელია, მედიაშია. რამდენიმე ტელევიზიაში მუშაობდა. ბოლოს "მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახლდათ და არხი კახა ბექაურსა და რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად დატოვა. მიზეზად არხის ახალ დირექტორ ლუბა ელიაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა, თუმცა დღეს ამ თემაზე საუბარი აღარ სურს. რამდენიმე თვე არ მუშაობდა, ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ არა ტელევიზიიდან. პირველ მაისს, მას შემდეგ, რაც "ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის" ძველმა დირექტორმა თამარ კორძაიამ თანამდებობა დატოვა და დეპუტატად იყარა კენჭი, ახალ დირექტორად რამდენიმე კანდიდატიდან თამარ რუხაძე შეარჩიეს.

რას მოიცავს ეთიკის ქარტიის საქმიანობა და რა დარღვევებია ქართულ მედიასივრცეში, ამ თემაზე ვრცლად ვისაუბრეთ.

- თამარ, რას საქმიანობდით "მეცხრე არხის" დატოვების შემდეგ?

- "მეცხრე არხიდან" წამოსვლის შემდეგ რამდენიმე თვე არსად არ ვმუშაობდი. მქონდა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ ეს ჩემს პროფესიულ საქმიანობას არ ეხებოდა. გადავწყვიტე, რომ იმ ეტაპზე სახლში ვყოფილიყავი.

იმ პერიოდში ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ თამარ კორძაია და მან გადაწყვიტა, ნაძალადევის რაიონში კენჭი ეყარა. ქარტიას დასჭირდა ახალი აღმასრულებელი დირექტორი, გამოცხადდა კონკურსი და კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა, მათ შორის ერთ-ერთი მე ვიყავი. საბოლოოდ საბჭომ არჩევანი ჩემზე შეაჩერა და პირველი მაისიდან საქმიანობას შევუდექი.

- იმ პერიოდში, როდესაც არ მუშაობდით, ხომ არ ფიქრობდით, რომ "მეცხრე არხიდან" წამოსვლა იჩქარეთ?

- არა, ასეთი შეგრძნება არ მქონია. რა არგუმენტითაც არხიდან წამოვედი, აზრი დღემდე არ შემიცვლია. იმ პერიოდმა გაიარა და დღეს აღარ მაქვს სურვილი, წარსულზე ვილაპარაკო.

- კარგი, ქარტიაზე ვისაუბროთ.

- ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არასამთავრობო ორგანიზაციაა. 2009 წლის დეკემბერში დაახლოებით 139 ჟურნალისტი შეთანხმდა, რომ მზად იყვნენ, საერთო ეთიკური პრინციპებით ემუშავათ. ამის უამრავი ანალოგი არსებობს მსოფლიოში. ჟურნალისტებმა, რომლებიც მაშინ ქარტიაზე მუშაობდნენ, საერთაშორისო გამოცდილება, მსგავსი ტიპის ეთიკის კოდექსები გაითვალისწინეს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართული ვარიანტი სახელწოდებით ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, რომელიც 11 დებულებისგან შედგება და იმ ეთიკურ პრინციპებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ჟურნალისტები მუშაობენ. 2009 წელს ყველა ხელმომწერი ჟურნალისტი ავტომატურად იქცა ორგანიზაციის დამფუძნებლად.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები