პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გახდა ბოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ჯია ხანის სიკვდილის მიზეზი
რა გახდა ბოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ჯია ხანის სიკვდილის მიზეზი

გა­სულ კვი­რას სრუ­ლი­ად ბო­ლი­ვუ­დი და ინ­დუ­რი კი­ნოს მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდა ვარ­სკვლა­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლის მომსწრე­ნი გახ­დნენ. 25 წლის მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და მომ­ღე­რა­ლი ჯია ხანი ინ­დო­ეთ­ში, მუმ­ბა­ის­თან ახ­ლოს, ქა­ლაქ ჯუ­ხუ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში მკვდა­რი იპო­ვეს.

ჯია ხანი ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იყო და ამ­ჟა­მად სუ­ი­ცი­დის ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზე ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს ამ­ბობს. არც სიკ­ვდი­ლის წინ და­წე­რი­ლი ბა­რა­თი აღ­მო­უ­ჩე­ნია ვინ­მეს. ჯიას ცხე­და­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში დე­და­მის­მა იპო­ვა.

ბო­ლი­ვუ­დის ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა უკვე გა­ა­კე­თეს პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი, ჯიას დაკ­რძალ­ვას კი ბო­ლი­ვუ­დის მთე­ლი ელი­ტა ეს­წრე­ბო­და.

საქ­მის ძი­ე­ბი­სას პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა უც­ნობ ფაქტს მი­აკ­ვლი­ეს - შვი­დი თვის წინ მსა­ხი­ობს უკვე ჰქო­ნია თვით­მკლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. მას ვე­ნე­ბი გა­და­უჭ­რია - სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მე­გობ­რებს მი­უყ­ვა­ნი­ათ. თუმ­ცა ეს ფაქ­ტი მა­შინ მა­ს­მე­დი­ის­თვი­საც უც­ნო­ბი დარ­ჩა. მარ­თა­ლია, მა­შინ ჯია გა­დარ­ჩა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, თვით­მკვლე­ლო­ბა არ გა­და­უ­ფიქ­რე­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბა მის შეყ­ვა­რე­ბულს, რო­მელ­თა­ნაც მას არ­ცთუ მარ­ტი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­და და თვით­მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად ესეც სა­ხელ­დე­ბა, იგი სუ­რაჯ პან­ჩო­ლია, ინ­დო­ეთ­ში ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის ადიტ პან­ჩო­ლი­სა და ზა­რი­ნა ვა­ხა­ბის ვაჟი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რა გახდა ბოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ჯია ხანის სიკვდილის მიზეზი

რა გახდა ბოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ჯია ხანის სიკვდილის მიზეზი

გასულ კვირას სრულიად ბოლივუდი და ინდური კინოს მოყვარულები ახალგაზრდა ვარსკვლავის მოულოდნელი სიკვდილის მომსწრენი გახდნენ. 25 წლის მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი ჯია ხანი ინდოეთში, მუმბაისთან ახლოს, ქალაქ ჯუხუში, საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს.

ჯია ხანი ჩამომხრჩვალი იყო და ამჟამად სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა თვითმკვლელობის მიზეზებზე ვერავინ ვერაფერს ამბობს. არც სიკვდილის წინ დაწერილი ბარათი აღმოუჩენია ვინმეს. ჯიას ცხედარი გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში დედამისმა იპოვა.

ბოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა უკვე გააკეთეს პირველი კომენტარები, ჯიას დაკრძალვას კი ბოლივუდის მთელი ელიტა ესწრებოდა.

საქმის ძიებისას პოლიციელებმა უცნობ ფაქტს მიაკვლიეს - შვიდი თვის წინ მსახიობს უკვე ჰქონია თვითმკლელობის მცდელობა. მას ვენები გადაუჭრია - საავადმყოფოში მისი შეყვარებულის მეგობრებს მიუყვანიათ. თუმცა ეს ფაქტი მაშინ მასმედიისთვისაც უცნობი დარჩა. მართალია, მაშინ ჯია გადარჩა, თუმცა, როგორც ჩანს, თვითმკვლელობა არ გადაუფიქრებია.

რაც შეეხება მის შეყვარებულს, რომელთანაც მას არცთუ მარტივი ურთიერთობები ჰქონდა და თვითმკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად ესეც სახელდება, იგი სურაჯ პანჩოლია, ინდოეთში ცნობილი მსახიობების ადიტ პანჩოლისა და ზარინა ვახაბის ვაჟი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება