მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუჩის ბიჭები" სცენას ანი ღონღაძესთან ერთად დაუბრუნდნენ
"ქუჩის ბიჭები" სცენას ანი ღონღაძესთან ერთად დაუბრუნდნენ

"მე­ო­ცე წე­ლია, რაც ჯგუ­ფი "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" არ­სე­ბობს. ამ წლებ­მა ბევ­რი რამ ჩა­ი­ტია: ბრძო­ლა თა­ვის დამ­კიდ­რე­ბის­თვის, წარ­მა­ტე­ბე­ბი, მარ­ცხი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა და ჯგუ­ფის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით დაშ­ლაც კი, რად­გა­ნაც მისი წევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა (მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით) მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ფანტნენ: პი­კა­სო, იგი­ვე ირაკ­ლი ნო­ზა­ძე ჯგუ­ფი­დან სა­ერ­თოდ წა­ვი­და, გუ­რამ ლო­მი­ძე სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის ასა­წყო­ბად ამე­რი­კას ეწ­ვია, ზურა ხა­ჩი­ძემ ხან პო­ლი­ტი­კო­სო­ბა სცა­და და გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ევ­რო­პა­საც მი­ა­შუ­რა. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ბოლო ორი წე­ლია, ისი­ნი ზა­ფხუ­ლო­ბით შეკ­რე­ბას მა­ინც ახერ­ხე­ბენ და გარ­კვე­ულ პრო­ექ­ტებ­საც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. წელს კი მუ­შა­ო­ბა გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებ­ზე გა­და­წყვი­ტეს. ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი, გუ­რამ ლო­მი­ძე ამე­რი­კი­დან 29 მა­ისს დაბ­რუნ­და და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, რე­პე­ტი­ცი­ებს შე­უდ­გა.

გუ­რამ ლო­მი­ძე:

- ჩვე­ნი ჯგუ­ფი არ დაშ­ლი­ლა, უბ­რა­ლოდ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა გვქონ­და, იმი­ტომ რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენს სფე­რო­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი გახ­ლდათ. ამი­ტომ მეც და ზუ­რაც ამ სფე­როს ჩა­მოვ­შორ­დით. ახლა კი ყვე­ლა­ნი შე­ვიკ­რი­ბეთ და გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებს შე­ვე­ჭი­დეთ. გვინ­და, და­ვაბ­რუ­ნოთ ძვე­ლი დრო, როცა აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით. დიახ, ახლა ამ სფე­როს ამო­ქაჩ­ვა გვინ­და, კმა­რა ის ჩა­ვარ­დნა, რაც გვქონ­და.

- რო­გორც ვიცი, ამე­რი­კა­ში ბიზ­ნე­სი გაქვს. ხან­გრძლი­ვად აქ ყოფ­ნა, შენს ბიზ­ნესს ხომ არ და­ა­ზა­რა­ლებს?

- არა, არად­გან იქ ჩემს ბი­ძაშ­ვილ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ და ახლა ყვე­ლა­ფე­რი მას აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი.

- რა ბიზ­ნე­სია?

- გა­და­ზიდ­ვე­ბის კომ­პა­ნია მაქვს...

- მარ­თა­ლია, აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას აპი­რებთ, მაგ­რამ დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არა მგო­ნია, ეს ად­ვი­ლი იყოს...

- არ არის ად­ვი­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ შო­უ­ბიზ­ნე­სი აღორ­ძინ­დეს და სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე ავი­დეს.

- რა გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- 1 აგ­ვის­ტოს, ბა­თუმ­ში, "პი­ა­ცა­ზე" სოლო კონ­ცერ­ტი გვაქვს და­გეგ­მი­ლი. ახლა რე­პე­ტი­ცი­ებს ბენდთან ერ­თად გავ­დი­ვართ. ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის გვაქვს პრო­ექ­ტი-აქ­ცია, ძა­ლი­ან გვინ­და, კონ­ცერ­ტე­ბი გავ­მარ­თოთ დიდ ქალ­ქებ­ში, ასე­ვე მო­ვა­წყოთ ტურ­ნე სა­ქარ­თვე­ლოს გარ­შე­მო. ვმუ­შა­ობთ ახალ სიმ­ღე­რებ­სა და ვი­დე­ორ­გო­ლებ­ზე.

- ჯგუფ­მა ანა ღონ­ღა­ძეს­თან ("ახა­ლი ხმის" მო­ნა­წი­ლე) ერ­თად, ახა­ლი სიმ­ღე­რა ჩა­წე­რეთ, რო­მელ­ზეც კლი­პიც გა­და­ი­ღეთ...

- კი, ანას­თან დუ­ე­ტი ჩავ­წე­რეთ. ეს ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნა შარ­შან "ახალ ხმა­ში" გა­მოჩ­ნდა. ამე­რი­კი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ის ზუ­რამ გა­მაც­ნო და იდეა გაგ­ვიჩ­ნდა, რომ მას­თან ერ­თად, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი დუ­ე­ტი ჩაგ­ვე­წე­რა. მუ­სი­კის ავ­ტო­რი პა­ა­ტა ფა­ცუ­რი­აა, ტექ­სტი ჩვენ, "ქუ­ჩის ბი­ჭებს" გვე­კუთ­ვნის. სიმ­ღე­რა ზამ­თარ­ში­ვე ჩავ­წე­რეთ, კლი­პი ერთი კვი­რის წინ დას­რულ­და (გა­და­ი­ღო თორ­ნი­კე გუ­ლაშ­ვილ­მა) და ეთერ­შიც მალე გავა.

- კლი­პი კი გა­და­ი­ღეთ, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად, ტე­ლე­ვი­ზია არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც მა­სობ­რი­ვად კლი­პებს "და­ატ­რი­ა­ლებ­და". ამა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- კლი­პი სად გავა, ჯერ არ ვი­ცით, მაგ­რამ არც ისეა, საქ­მე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­ლე­ვი­ზია არ არ­სე­ბობ­დეს, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლურ რგო­ლებს გა­უშ­ვებს. უბ­რა­ლოდ, ისი­ნი გან­ვი­თა­რე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ. მათ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია წინა პლან­ზე უნდა წა­მოს­წი­ონ, მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ონ. ხოლო, რო­მელ არხზე გავა ჩვე­ნი ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ ვის გა­უჩ­ნდე­ბა ამის სურ­ვი­ლი.

- ამ­ბობთ, "სა­ნამ ვი­ცო­ცხლებთ, ჯგუ­ფი "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" იარ­სე­ბებ­სო. ცოტა სა­სა­ცი­ლო ხომ არ არის სცე­ნა­ზე 60-70 წლის "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი?"

- სა­სა­ცი­ლო? არა მგო­ნია, სა­სა­ცი­ლო იყოს, გული ხომ არ ბერ­დე­ბა? ჩვენ გვიყ­ვარს "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი", ჩვე­ნი საქ­მე და სიმ­ღე­რა.

- ამე­რი­კაი რო­დის ბრუნ­დე­ბი?

- შემ­დე­გი წლის თე­ბერ­ვალ­ში. იქ სამი თვე დავ­რჩე­ბი და შემ­დეგ ისევ უკან დავ­ბრუნ­დე­ბი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე-"სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ქუჩის ბიჭები" სცენას ანი ღონღაძესთან ერთად დაუბრუნდნენ

"ქუჩის ბიჭები" სცენას ანი ღონღაძესთან ერთად დაუბრუნდნენ

"მეოცე წელია, რაც ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" არსებობს. ამ წლებმა ბევრი რამ ჩაიტია: ბრძოლა თავის დამკიდრებისთვის, წარმატებები, მარცხი, შემოქმედებითი პაუზა და ჯგუფის გარკვეული პერიოდით დაშლაც კი, რადგანაც მისი წევრები სხვადასხვა (მსოფლიოს მასშტაბით) მიმართულებით გაიფანტნენ: პიკასო, იგივე ირაკლი ნოზაძე ჯგუფიდან საერთოდ წავიდა, გურამ ლომიძე საკუთარი ბიზნესის ასაწყობად ამერიკას ეწვია, ზურა ხაჩიძემ ხან პოლიტიკოსობა სცადა და გარკვეული დროით ევროპასაც მიაშურა. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო ორი წელია, ისინი ზაფხულობით შეკრებას მაინც ახერხებენ და გარკვეულ პროექტებსაც ახორციელებენ. წელს კი მუშაობა გრძელვადიან პროექტებზე გადაწყვიტეს. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გურამ ლომიძე ამერიკიდან 29 მაისს დაბრუნდა და მეგობრებთან ერთად, რეპეტიციებს შეუდგა.

გურამ ლომიძე:

- ჩვენი ჯგუფი არ დაშლილა, უბრალოდ შემოქმედებითი პაუზა გვქონდა, იმიტომ რომ საქართველოში 9 წლის განმავლობაში, ჩვენს სფეროში ფაქტობრივად, მუშაობა შეუძლებელი იყო. დაძაბული პერიოდი გახლდათ. ამიტომ მეც და ზურაც ამ სფეროს ჩამოვშორდით. ახლა კი ყველანი შევიკრიბეთ და გრძელვადიან პროექტებს შევეჭიდეთ. გვინდა, დავაბრუნოთ ძველი დრო, როცა აქტიურად ვმუშაობდით. დიახ, ახლა ამ სფეროს ამოქაჩვა გვინდა, კმარა ის ჩავარდნა, რაც გვქონდა.

- როგორც ვიცი, ამერიკაში ბიზნესი გაქვს. ხანგრძლივად აქ ყოფნა, შენს ბიზნესს ხომ არ დააზარალებს?

- არა, არადგან იქ ჩემს ბიძაშვილთან ერთად ვმუშაობ და ახლა ყველაფერი მას აქვს ჩაბარებული.

- რა ბიზნესია?

- გადაზიდვების კომპანია მაქვს...

- მართალია, აქტიურ მუშაობას აპირებთ, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში არა მგონია, ეს ადვილი იყოს...

- არ არის ადვილი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შოუბიზნესი აღორძინდეს და სათანადო დონეზე ავიდეს.

- რა გრძელვადიან პროექტებზეა ლაპარაკი?

- 1 აგვისტოს, ბათუმში, "პიაცაზე" სოლო კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. ახლა რეპეტიციებს ბენდთან ერთად გავდივართ. ასევე მუნიციპალიტეტისთვის გვაქვს პროექტი-აქცია, ძალიან გვინდა, კონცერტები გავმართოთ დიდ ქალქებში, ასევე მოვაწყოთ ტურნე საქართველოს გარშემო. ვმუშაობთ ახალ სიმღერებსა და ვიდეორგოლებზე.

- ჯგუფმა ანა ღონღაძესთან ("ახალი ხმის" მონაწილე) ერთად, ახალი სიმღერა ჩაწერეთ, რომელზეც კლიპიც გადაიღეთ...

- კი, ანასთან დუეტი ჩავწერეთ. ეს ნიჭიერი გოგონა შარშან "ახალ ხმაში" გამოჩნდა. ამერიკიდან რომ ჩამოვედი, ის ზურამ გამაცნო და იდეა გაგვიჩნდა, რომ მასთან ერთად, ძალიან ლამაზი დუეტი ჩაგვეწერა. მუსიკის ავტორი პაატა ფაცურიაა, ტექსტი ჩვენ, "ქუჩის ბიჭებს" გვეკუთვნის. სიმღერა ზამთარშივე ჩავწერეთ, კლიპი ერთი კვირის წინ დასრულდა (გადაიღო თორნიკე გულაშვილმა) და ეთერშიც მალე გავა.

- კლიპი კი გადაიღეთ, მაგრამ ფაქტობრივად, ტელევიზია არ არსებობს, რომელიც მასობრივად კლიპებს "დაატრიალებდა". ამაზე არ გიფიქრიათ?

- კლიპი სად გავა, ჯერ არ ვიცით, მაგრამ არც ისეა, საქმე, რომ საქართველოში ტელევიზია არ არსებობდეს, რომელიც მუსიკალურ რგოლებს გაუშვებს. უბრალოდ, ისინი განვითარებას საჭიროებენ. მათ ქართული პროდუქცია წინა პლანზე უნდა წამოსწიონ, მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. ხოლო, რომელ არხზე გავა ჩვენი ახალი ნამუშევარი, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის გაუჩნდება ამის სურვილი.

- ამბობთ, "სანამ ვიცოცხლებთ, ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" იარსებებსო. ცოტა სასაცილო ხომ არ არის სცენაზე 60-70 წლის "ქუჩის ბიჭები?"

- სასაცილო? არა მგონია, სასაცილო იყოს, გული ხომ არ ბერდება? ჩვენ გვიყვარს "ქუჩის ბიჭები", ჩვენი საქმე და სიმღერა.

- ამერიკაი როდის ბრუნდები?

- შემდეგი წლის თებერვალში. იქ სამი თვე დავრჩები და შემდეგ ისევ უკან დავბრუნდები.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე-"სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება