NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29 პროცენტი საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა, 26 პროცენტმა არ იცის, 10 - პროცენტი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს , 5 პროცენტი - ბურჯანაძეს, 4 პროცენტი - გიორგი თარგამაძეს, 3 პროცენტი - შალვა ნათელაშვილს. 2-2 პროცენტი კი აცხადებს, რომ მაინც მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ალასანიას და ბიძინა ივანიშვილს ისურვებდა, იმის მიუხედავად, რომ ისინი კენჭს არ იყრიან.
კვლევა 12-26 ივნის ჩატარდა და 2338 ადამიანი გამოიკითხა.