ხმები იმის შესახებ, რომ ტინა ტერნერი ერვინ ბახზე ქორწინდება, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გავრცელდა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ 73 წლის მომღერალს ქორწილი მომავალ შაბათ-კვირას ექნება.
როგორც გამოცემა New York Post-ი იტყობინება, წყვილი დაქორწინებას 21 ივლისს აპირებს. ტინა ტერნერს მისი მეგობრის, დიზაინერ ჯორჯო არმანის საპატარძლო კაბა ეცმევა. ცერემონიის სტუმრები თეთრ სამოსში იქნებიან გამოწყობილნი, რათა ქორწილში განსაკუთრებული სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდეს.
გავრცელებული ხმების თანახმად, ტინა და მისი საყვარელი ციურიხის ტბის სანაპიროზე, ან ფრანგულ რივიერაზე იქორწინებენ.
დაქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ტერნერს 20 წელი დასჭირდა. გერმანელ მუსიკოს და პროდიუსერ ერვინ ბახს ვარსკვლავი 1985 წელს შეხვდა. ერვინი ტინაზე 16 წლით პატარაა.
ეს ტერნერის რიგით მეორე ქორწინება იქნება. მომღერლის პირველი ქმარი ამერიკელი მუსიკოსი აიკ ტერნერი იყო. ტინას 4 ვაჟიშვილი ჰყავს. ახლა ვარსკვლავი საყვარელ მამაკაცთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს.
მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.