პრეზიდენტი თეა წულუკიანს არჩილ კბილაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს

პრეზიდენტი თეა წულუკიანს არჩილ კბილაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ქვეყნის პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის სახელით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს წერილით მიმართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, წერილში ბარნოვი მიხეილ სააკაშვილის სახელით თეა წულუკიანს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მისთვის შესაბამისი წინადადებით მიმართვას თხოვს.

წერილი იუსტიციის სამინისტროში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის მიერ, 13 ივლისს გაიგზავნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროში დღეს დაუსასტურეს, რომ წერილი მიღებულია.

თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტს პასუხს ოფიციალური წერილით დაუბრუნებს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის, ჯერჯერობით, უცნობია იუსტიციის სამინისტროში პრეზიდენტის სახელით ოფიციალური წერილი მთავრი პროკურორის გადადგომის თაობაზე შევიდა თუ არა.

"მე ვიცნობ პრეზიდენტის ზეპირ მოწოდებებს ამ საკითხთან მიმართებაში და მე ამ მოწოდებებს ვუპასუხებ. თუ წერილი არის შემოსული, მე ამ წერილს, ჯერჯერობით, არ ვიცნობ, ალბათ, სულ ახლახანს შემოვიდა. თუ წერილი შემოვიდა, მივბრუნდები, გავეცნობი და პასუხს გავცემ ასევე წერილობით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა