კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში გაურბის ლაშა კანკავა ეროტიკულ სცენებში მონაწილეობას
რა შემთხვევაში გაურბის ლაშა კანკავა ეროტიკულ სცენებში მონაწილეობას

პო­პუ­ლა­რუ­ლი კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" - ზორ­ბა, ახ­მა­ხი და მკაც­რი პერ­სო­ნა­ჟი კაკი "კი­ნა­ღამ" გეი აღ­მოჩ­ნდა: მან ლა­შას ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი მი­არ­თვა, სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უ­ტყდა და "გა­უმ­ხი­ლა", - ამ ჯმუ­ხი ადა­მი­ა­ნის მიღ­მა ნაზი პი­როვ­ნე­ბა იმა­ლე­ბაო. ვინც სე­რი­ა­ლის ჩა­წე­რას ეს­წრე­ბო­და, შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქა, როცა გა­ირ­კვა, რომ თა­ვის სექ­სუ­ა­ლურ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე კაკი ხუმ­რობ­და და სი­ნამ­დვი­ლე­ში გეი არ იყო...

აღ­მოჩ­ნდა, რომ კაკი მო­უ­ლოდ­ნე­ლი "გა­ცის­ფე­რე­ბის­გან" თა­ვად მსა­ხი­ობ­მა ლაშა კან­კა­ვამ "იხ­სნა", თო­რემ ზორ­ბა პერ­სო­ნა­ჟი სცე­ნა­რის­ტებს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბის­თვის გა­წი­რუ­ლი ჰყო­ლი­ათ...

- ამ სცე­ნის გა­და­ღე­ბამ­დე მკი­თხეს: კაკი გეი რომ აღ­მოჩ­ნდეს, რა­ი­მე პრობ­ლე­მა ხომ არ იქ­ნე­ბაო? ჩემი აზ­რით, ხალ­ხს ჭო­რის უფრო მე­ტად სჯე­რა, ვიდ­რე - სი­ნამ­დვი­ლის და ხში­რად, მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ი­სა და მისი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა უჭირთ. შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ, ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი ვთქვი. ასეთ რა­მე­ზე შევ­თან­ხმდით: კაკი უბ­რა­ლოდ ხუმ­რობს, ლაშა რომ და­ძა­ბოს და შე­ა­ში­ნოს. როცა ჩემ­მა პერ­სო­ნაჟ­მა თქვა, - გეი ვარო, სე­რი­ა­ლის ჩა­წე­რა­ზე მა­ყუ­რებ­ლებ­მა იცი­ნეს, მაგ­რამ როცა გა­ირ­კვა, რომ ხუმ­რობ­და, ყვე­ლამ "ამო­ი­სუნ­თქა". ხალ­ხს გეი კაკი არ უნდა.

- სხვა დროს და სხვა პრო­ექ­ტში ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლის როლს შე­ას­რუ­ლებ­დით?

- პრო­ექტს გა­აჩ­ნია... ერთ-ერთ ფილმში - "აბ­სურ­დის­ტა­ნი" ერო­ტი­კულ სცე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (გო­გოს­თან ერ­თად) შე­მომ­თა­ვა­ზეს. ფილ­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვუ­თხა­რი, - ხომ არ გა­გიჟ­დით-მეთ­ქი? ძა­ლი­ან ცოტა ქარ­თუ­ლი ფილ­მი ვიცი, რო­მელ­შიც სექ­სის სცე­ნე­ბი ეს­თე­ტი­კუ­რად არის გა­და­ღე­ბუ­ლი, უმე­ტე­სო­ბა კოშ­მა­რია! გა­ირ­კვა, რომ ფილ­მი გერ­მა­ნუ­ლი ყო­ფი­ლა, რო­მელ­საც აზერ­ბა­ი­ჯან­ში იღებ­დნენ, ამი­ტომ ერო­ტი­კულ სცე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უპ­რობ­ლე­მოდ დავ­თან­ხმდი...

- სე­რი­ალ­ში - "შუა ქა­ლაქ­ში" რო­გორ მოხ­ვდით?

- წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ კას­ტინგზე და­მი­ბა­რეს. და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა მკი­თხა: ვის როლს ითა­მა­შებ­დიო? ვუ­პა­სუ­ხე: ვინ­მე ბო­რო­ტი, ზორ­ბა მე­ზობ­ლის როლს შე­ვას­რუ­ლებ­დი-მეთ­ქი. სე­რი­ა­ლის ამ­ჟა­მინ­დელ სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს და სცე­ნა­რი წა­ვი­კი­თხე, სი­ტყვა "ზორ­ბას" და­ნახ­ვი­სას (ჩემი გმი­რის შე­სა­ხებ პა­ა­ტა ამ­ბობს: ეს ზორ­ბა ტიპი ვინ არის, არ ვი­ციო) ვი­ფიქ­რე: ალ­ბათ მა­შინ­დე­ლი კას­ტინ­გი­დან შე­მარ­ჩი­ეს-მეთ­ქი.

- კა­კის როლი მოგ­წონთ?

- კი. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ის მომ­წონს, რომ სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბი­სას თით­ქოს, ერ­თდრო­უ­ლად სპექ­ტაკლშიც ვთა­მა­შობ და კი­ნო­შიც: ჩა­წე­რას მა­ყუ­რებ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან, კა­მე­რე­ბიც ჩარ­თუ­ლია...

- სი­ნამ­დვი­ლე­ში და გყავთ?

- კი. ის უკვე 2 შვი­ლის დედა გახ­ლავთ.

- თქვე­ნი დის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში თუ ჩა­ე­რი­ეთ?

- ყუ­რა­დღე­ბით ვი­ყა­ვი, მაგ­რამ კონ­კრე­ტულ მი­თი­თე­ბებს არ ვაძ­ლევ­დი.

- თქვენ და კა­კის რა სა­ერ­თო და მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი გაქვთ?

- კა­კი­ვით მკაც­რი არ ვარ. ჩემი ფი­ზი­ო­ნო­მი­ის გამო, ერთი შე­ხედ­ვით, ზოგს მკაც­რი და უარ­ყო­ფი­თი ადა­მი­ა­ნი ვგო­ნი­ვარ. გა­მი­გო­ნია კი­დეც, როცა ჩემ შე­სა­ხებ უთ­ქვამთ: ალ­ბათ რა მკაც­რია. რო­გო­რი უხე­ში ჩანს, შინ რო­გორ იტა­ნე­ნო? კა­კის­გან ხა­სი­ა­თით აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ვსხვავ­დე­ბი, თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა "გავ­კაკ­დე­ბი" ხოლ­მე... ცოტა ხნის წინ მამა გარ­და­მეც­ვა­ლა. დღეს ჩემს სა­მუ­შაო სფე­რო­ში თუკი რა­ი­მეს ვა­კე­თებ, მისი მხარ­და­ჭე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თავ­და­პირ­ვე­ლად, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბი­სას, მე­უბ­ნე­ბო­და, - მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია არ აირ­ჩი­ოო, მაგ­რამ როცა ეს ნა­ბი­ჯი მა­ინც გა­დავ­დგი, მხარ­ში ამო­მიდ­გა. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, - კარ­გი იქ­ნე­ბო­და, "შუა ქა­ლაქ­ში" რომ და­გი­ძა­ხო­ნო. როცა სე­რი­ალ­ში მო­მიწ­ვი­ეს, მამა უკვე აღარ იყო და ამის გამო გული მწყდე­ბა. მე­გო­ბარ­მა - ნიკა ხო­მა­სუ­რი­ძემ მი­თხრა: შენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან წუ­თებ­ში ყო­ველ­თვის იგ­რძნობ, რომ მამა შენ გვერ­დით არის, შენი სი­ხა­რუ­ლი უხა­რია, სატ­კი­ვა­რი კი - სტკი­ვაო. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მარ­თლა მქონ­და. რას ვი­ზამთ, ცხოვ­რე­ბა ასე­თია...

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვის ჯგუფ­ში სწავ­ლობ­დით?

- გოჩა კა­პა­ნა­ძი­სა და ლე­ვან წუ­ლა­ძის ჯგუფ­ში ვსწავ­ლობ­დი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რა­ლურ სფე­როს ცოტა ხნით ჩა­მოვ­შორ­დი: პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბა კი მინ­დო­და, მაგ­რამ ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო გა­რე­მო აღ­მოჩ­ნდა; წინსვლის ნაც­ვლად, "და­ვა­ტორ­მუ­ზე". მახ­სოვს, რუს­თა­ვის თე­ატ­რში ლე­ვან წუ­ლა­ძე სპექ­ტაკლს დგამ­და და მას­თან უბ­რა­ლოდ შე­ვი­ა­რე, ვი­ლა­პა­რა­კეთ... ამ სფე­რო­ში ჩემი დაბ­რუ­ნე­ბა სწო­რედ ლე­ვან წუ­ლა­ძი­სა და გოჩა კა­პა­ნა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლავთ. მათი წყა­ლო­ბით ძალა მო­ვიკ­რი­ბე და ბა­რი­ე­რი გა­დავ­ლა­ხე. ახლა ზუს­ტად ვიცი, რომ ამ საქ­მის კე­თე­ბა მინ­და! მსა­ხი­ო­ბო­ბას­თან ერ­თად, რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი ვარ, სა­ღა­მო­ებ­საც ვა­წყობ... რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტის­თვის სცე­ნა­რებ­ზე ვმუ­შა­ობ, ოღონდ - იმ პი­რო­ბით, რომ ერთი პერ­სო­ნა­ჟი "ჩემი" იქ­ნე­ბა, მე ვი­თა­მა­შებ...

- მსა­ხი­ო­ბო­ბის სურ­ვი­ლი პირ­ვე­ლად რო­დის გა­გიჩ­ნდათ?

- ბავ­შვო­ბი­დან ბევრ ფილ­მს ვუ­ყუ­რებ­დი, ერ­თსა და იმა­ვე სპექ­ტაკლს 2-3-ჯერ ვეს­წრე­ბო­დი. სხვა­თა შო­რის, ჩემ მიერ მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას სა­ფუძ­ვლად სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი უდევს: სა­ბავ­შვო ბაღ­ში დავ­დი­ო­დი, როცა ინ­დუ­რი ფილ­მის - "დის­კოს მო­ცეკ­ვა­ვე" სა­ნა­ხა­ვად წა­მიყ­ვა­ნეს. კი­ნო­თე­ატ­რი­დან რომ გა­მო­ვე­დი, მა­შინ ვთქვი: მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­და-მეთ­ქი. მას შემ­დეგ სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც მი­ფიქ­რია (იცი­ნის)... სხვა­თა შო­რის, ნიკა ხო­მა­სუ­რი­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ სცე­ნა­რე­ბის წე­რას სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ვე­კი­დე. სა­ერ­თო­დაც, ნი­კას გაც­ნო­ბის მერე, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი გზა გა­იხ­სნა. მივ­ხვდი, რომ კარ­გი მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბი, როცა "შენს" როლს თა­მა­შობ. ხში­რად მსა­ხი­ო­ბებს სწყინთ, - კას­ტინგზე ის აირ­ჩი­ეს, მე - არაო. არა­და, რე­ჟი­სორს თა­ვი­სი სა­ფიქ­რა­ლი აქვს; სურს, მსა­ხი­ო­ბი პერ­სო­ნაჟს რო­გორ­მე "მო­არ­გოს". კარ­გად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კას­ტინ­გი უკვე ნა­ხე­ვა­რი საქ­მეა... შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი ცოტა მყავს. კაკი მათ შო­რის ერთ-ერთი გახ­ლავთ, რად­გან მის­მა როლ­მა ბევ­რი კარ­გი რამ მომ­ცა.

- მა­გა­ლი­თად, რა მოგ­ცათ?

- მსა­ხი­ო­ბის­თვის პო­პუ­ლა­რო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის. მის მი­მართ ხალ­ხს სა­სი­ა­მოვ­ნო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უჩ­ნდე­ბა. ად­რეც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - თით­ქოს რო­მე­ლი­ღაც ფილ­მი­დან გვეც­ნო­ბიო, მაგ­რამ ახლა უფრო ბევ­რი მცნობს...

- კა­კიმ მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი - ლაშა რამ­დენ­ჯერ­მე სცე­მა...

- პი­რა­დად მე, კონ­ფლიქ­ტუ­რი სა­ერ­თოდ არ ვარ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გან­ვმუხ­ტო; ბევრ რა­მე­ზე თვა­ლიც და­მი­ხუ­ჭავს.

- სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბას ხომ არ მის­დევთ?

- ბავ­შვო­ბა­ში აღ­მო­სავ­ლურ ორ­თაბ­რძო­ლებ­ზე დავ­დი­ო­დი. ახ­ლაც ვცდი­ლობ, ფორ­მა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო: დი­ლა­ო­ბით ვვარ­ჯი­შობ, დავ­რბი­ვარ... როცა დრო მაქვს, ვცეკ­ვავ: დარ­ბაზ­ში ხან ერთ მე­გო­ბარს "მი­ვათ­რევ", ხან - მე­ო­რეს, მე­წყვი­ლე რომ მყავ­დეს (იცი­ნის). ჩემი აზ­რით, მსა­ხი­ო­ბის­თვის ფორ­მა­ში ყოფ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- ინ­ტერ­ვი­უს­თვის დიდი მად­ლო­ბა. და­სას­რულ, რა­მის თქმა ხომ არ გინ­დათ?

- მი­მაჩ­ნია, რომ თუ მო­ინ­დო­მებ, ღვთის წყა­ლო­ბით, მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ! მთა­ვა­რია, მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ სწორ გზას არ გა­და­უხ­ვიო. ცოტა ხნის წინ, "ნი­კო­ლოზ ფილ­მსმა" სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინი ჯონ­სი ჩა­მო­იყ­ვა­ნა. ის თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის რომ მცი­რე მას­ტერკლა­სი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. მის მი­მართ სტუ­დენ­ტე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვგრძნობ­დი: შე­კი­თხვებს ისე უს­ვამ­დნენ, თით­ქოს ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, რო­გორ­საც ამ მსა­ხი­ობ­მა მი­აღ­წია, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სხვა­თა შო­რის, თა­ვად ვინი ჯონსმაც თქვა: წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი არა­ფე­რია. თუ მო­ინ­დო­მებთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბაო.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რა შემთხვევაში გაურბის ლაშა კანკავა ეროტიკულ სცენებში მონაწილეობას

რა შემთხვევაში გაურბის ლაშა კანკავა ეროტიკულ სცენებში მონაწილეობას

პოპულარული კომედიური სერიალის - "შუა ქალაქში" - ზორბა, ახმახი და მკაცრი პერსონაჟი კაკი "კინაღამ" გეი აღმოჩნდა: მან ლაშას ყვავილების თაიგული მიართვა, სიყვარულში გამოუტყდა და "გაუმხილა", - ამ ჯმუხი ადამიანის მიღმა ნაზი პიროვნება იმალებაო. ვინც სერიალის ჩაწერას ესწრებოდა, შვებით ამოისუნთქა, როცა გაირკვა, რომ თავის სექსუალურ ორიენტაციაზე კაკი ხუმრობდა და სინამდვილეში გეი არ იყო...

აღმოჩნდა, რომ კაკი მოულოდნელი "გაცისფერებისგან" თავად მსახიობმა ლაშა კანკავამ "იხსნა", თორემ ზორბა პერსონაჟი სცენარისტებს ჰომოსექსუალობისთვის გაწირული ჰყოლიათ...

- ამ სცენის გადაღებამდე მკითხეს: კაკი გეი რომ აღმოჩნდეს, რაიმე პრობლემა ხომ არ იქნებაო? ჩემი აზრით, ხალხს ჭორის უფრო მეტად სჯერა, ვიდრე - სინამდვილის და ხშირად, მსახიობის პროფესიისა და მისი რეალური ცხოვრების ერთმანეთისგან გარჩევა უჭირთ. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი ვარ, ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. ასეთ რამეზე შევთანხმდით: კაკი უბრალოდ ხუმრობს, ლაშა რომ დაძაბოს და შეაშინოს. როცა ჩემმა პერსონაჟმა თქვა, - გეი ვარო, სერიალის ჩაწერაზე მაყურებლებმა იცინეს, მაგრამ როცა გაირკვა, რომ ხუმრობდა, ყველამ "ამოისუნთქა". ხალხს გეი კაკი არ უნდა.

- სხვა დროს და სხვა პროექტში ჰომოსექსუალის როლს შეასრულებდით?

- პროექტს გააჩნია... ერთ-ერთ ფილმში - "აბსურდისტანი" ეროტიკულ სცენაში მონაწილეობა (გოგოსთან ერთად) შემომთავაზეს. ფილმის წარმომადგენლებს ვუთხარი, - ხომ არ გაგიჟდით-მეთქი? ძალიან ცოტა ქართული ფილმი ვიცი, რომელშიც სექსის სცენები ესთეტიკურად არის გადაღებული, უმეტესობა კოშმარია! გაირკვა, რომ ფილმი გერმანული ყოფილა, რომელსაც აზერბაიჯანში იღებდნენ, ამიტომ ეროტიკულ სცენაში მონაწილეობაზე უპრობლემოდ დავთანხმდი...

- სერიალში - "შუა ქალაქში" როგორ მოხვდით?

- წელიწად-ნახევრის წინ კასტინგზე დამიბარეს. დავით გოგიჩაიშვილმა მკითხა: ვის როლს ითამაშებდიო? ვუპასუხე: ვინმე ბოროტი, ზორბა მეზობლის როლს შევასრულებდი-მეთქი. სერიალის ამჟამინდელ სეზონში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს და სცენარი წავიკითხე, სიტყვა "ზორბას" დანახვისას (ჩემი გმირის შესახებ პაატა ამბობს: ეს ზორბა ტიპი ვინ არის, არ ვიციო) ვიფიქრე: ალბათ მაშინდელი კასტინგიდან შემარჩიეს-მეთქი.

- კაკის როლი მოგწონთ?

- კი. უპირველეს ყოვლისა, ის მომწონს, რომ სერიალის გადაღებისას თითქოს, ერთდროულად სპექტაკლშიც ვთამაშობ და კინოშიც: ჩაწერას მაყურებლები ესწრებიან, კამერებიც ჩართულია...

- სინამდვილეში და გყავთ?

- კი. ის უკვე 2 შვილის დედა გახლავთ.

- თქვენი დის პირად ცხოვრებაში თუ ჩაერიეთ?

- ყურადღებით ვიყავი, მაგრამ კონკრეტულ მითითებებს არ ვაძლევდი.

- თქვენ და კაკის რა საერთო და მკვეთრად განსხვავებული თვისებები გაქვთ?

- კაკივით მკაცრი არ ვარ. ჩემი ფიზიონომიის გამო, ერთი შეხედვით, ზოგს მკაცრი და უარყოფითი ადამიანი ვგონივარ. გამიგონია კიდეც, როცა ჩემ შესახებ უთქვამთ: ალბათ რა მკაცრია. როგორი უხეში ჩანს, შინ როგორ იტანენო? კაკისგან ხასიათით აბსოლუტურად განვსხვავდები, თუმცა არის შემთხვევები, როცა "გავკაკდები" ხოლმე... ცოტა ხნის წინ მამა გარდამეცვალა. დღეს ჩემს სამუშაო სფეროში თუკი რაიმეს ვაკეთებ, მისი მხარდაჭერის დამსახურებაა. თავდაპირველად, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებისას, მეუბნებოდა, - მსახიობის პროფესია არ აირჩიოო, მაგრამ როცა ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი, მხარში ამომიდგა. სულ მეუბნებოდა, - კარგი იქნებოდა, "შუა ქალაქში" რომ დაგიძახონო. როცა სერიალში მომიწვიეს, მამა უკვე აღარ იყო და ამის გამო გული მწყდება. მეგობარმა - ნიკა ხომასურიძემ მითხრა: შენთვის მნიშვნელოვან წუთებში ყოველთვის იგრძნობ, რომ მამა შენ გვერდით არის, შენი სიხარული უხარია, სატკივარი კი - სტკივაო. ასეთი შემთხვევები მართლა მქონდა. რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია...

- თეატრალურ უნივერსიტეტში ვის ჯგუფში სწავლობდით?

- გოჩა კაპანაძისა და ლევან წულაძის ჯგუფში ვსწავლობდი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თეატრალურ სფეროს ცოტა ხნით ჩამოვშორდი: პროფესიით მუშაობა კი მინდოდა, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად უცხო გარემო აღმოჩნდა; წინსვლის ნაცვლად, "დავატორმუზე". მახსოვს, რუსთავის თეატრში ლევან წულაძე სპექტაკლს დგამდა და მასთან უბრალოდ შევიარე, ვილაპარაკეთ... ამ სფეროში ჩემი დაბრუნება სწორედ ლევან წულაძისა და გოჩა კაპანაძის დამსახურება გახლავთ. მათი წყალობით ძალა მოვიკრიბე და ბარიერი გადავლახე. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამ საქმის კეთება მინდა! მსახიობობასთან ერთად, რეჟისორი და სცენარისტი ვარ, საღამოებსაც ვაწყობ... რამდენიმე პროექტისთვის სცენარებზე ვმუშაობ, ოღონდ - იმ პირობით, რომ ერთი პერსონაჟი "ჩემი" იქნება, მე ვითამაშებ...

- მსახიობობის სურვილი პირველად როდის გაგიჩნდათ?

- ბავშვობიდან ბევრ ფილმს ვუყურებდი, ერთსა და იმავე სპექტაკლს 2-3-ჯერ ვესწრებოდი. სხვათა შორის, ჩემ მიერ მსახიობის პროფესიის არჩევას საფუძვლად სასაცილო ამბავი უდევს: საბავშვო ბაღში დავდიოდი, როცა ინდური ფილმის - "დისკოს მოცეკვავე" სანახავად წამიყვანეს. კინოთეატრიდან რომ გამოვედი, მაშინ ვთქვი: მსახიობობა მინდა-მეთქი. მას შემდეგ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია (იცინის)... სხვათა შორის, ნიკა ხომასურიძის დამსახურებაა, რომ სცენარების წერას სერიოზულად მოვეკიდე. საერთოდაც, ნიკას გაცნობის მერე, ჩემს ცხოვრებაში ბევრი გზა გაიხსნა. მივხვდი, რომ კარგი მხოლოდ მაშინ იქნები, როცა "შენს" როლს თამაშობ. ხშირად მსახიობებს სწყინთ, - კასტინგზე ის აირჩიეს, მე - არაო. არადა, რეჟისორს თავისი საფიქრალი აქვს; სურს, მსახიობი პერსონაჟს როგორმე "მოარგოს". კარგად ჩატარებული კასტინგი უკვე ნახევარი საქმეა... შესრულებული როლებიდან საყვარელი პერსონაჟი ცოტა მყავს. კაკი მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ, რადგან მისმა როლმა ბევრი კარგი რამ მომცა.

- მაგალითად, რა მოგცათ?

- მსახიობისთვის პოპულარობა მნიშვნელოვანი რამ არის. მის მიმართ ხალხს სასიამოვნო დამოკიდებულება უჩნდება. ადრეც მეუბნებოდნენ, - თითქოს რომელიღაც ფილმიდან გვეცნობიო, მაგრამ ახლა უფრო ბევრი მცნობს...

- კაკიმ მაყურებლებისთვის საყვარელი პერსონაჟი - ლაშა რამდენჯერმე სცემა...

- პირადად მე, კონფლიქტური საერთოდ არ ვარ. ყოველთვის ვცდილობ, დაძაბული სიტუაცია განვმუხტო; ბევრ რამეზე თვალიც დამიხუჭავს.

- სპორტის რომელიმე სახეობას ხომ არ მისდევთ?

- ბავშვობაში აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე დავდიოდი. ახლაც ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო: დილაობით ვვარჯიშობ, დავრბივარ... როცა დრო მაქვს, ვცეკვავ: დარბაზში ხან ერთ მეგობარს "მივათრევ", ხან - მეორეს, მეწყვილე რომ მყავდეს (იცინის). ჩემი აზრით, მსახიობისთვის ფორმაში ყოფნა აუცილებელია.

- ინტერვიუსთვის დიდი მადლობა. დასასრულ, რამის თქმა ხომ არ გინდათ?

- მიმაჩნია, რომ თუ მოინდომებ, ღვთის წყალობით, მიზანს აუცილებლად მიაღწევ! მთავარია, მიზნისკენ მიმავალ სწორ გზას არ გადაუხვიო. ცოტა ხნის წინ, "ნიკოლოზ ფილმსმა" საქართველოში ვინი ჯონსი ჩამოიყვანა. ის თეატრალურ უნივერსიტეტში წავიყვანეთ, სტუდენტებისთვის რომ მცირე მასტერკლასი ჩაეტარებინა. მის მიმართ სტუდენტების დამოკიდებულებას ვგრძნობდი: შეკითხვებს ისე უსვამდნენ, თითქოს ისეთივე წარმატების მიღწევა, როგორსაც ამ მსახიობმა მიაღწია, წარმოუდგენელია. სხვათა შორის, თავად ვინი ჯონსმაც თქვა: წარმოუდგენელი არაფერია. თუ მოინდომებთ, აბსოლუტურად ყველაფრის მიღწევა შეიძლებაო.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება