საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი - მსოფლიოში რეკომენდებულია, რომ "თეთრი საყელოს" დანაშაულისას დაპატიმრება არ იყოს გამოყენებული
არჩილ კბილაშვილი - მსოფლიოში რეკომენდებულია, რომ "თეთრი საყელოს" დანაშაულისას დაპატიმრება არ იყოს გამოყენებული

სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბი­სა და გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა­ზე სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში", ამე­რი­კის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით, შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც შეხ­ვედ­რის და­წყე­ბის წინ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, და­ნა­შა­უ­ლი რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ად იყო­ფა. მისი თქმით, არ­სე­ბობს ძა­ლა­დობ­რი­ვი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი. კბი­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ჩა­დე­ნილ სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლებს, ასე­ვე სა­ფი­ნან­სო-ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ში ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს, რო­მე­ლიც მით­ვი­სე­ბას, გაფ­ლან­გვას და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, "თეთ­რი სა­ყე­ლოს და­ნა­შა­უ­ლი" ეწო­დე­ბა, "რო­დე­საც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია კა­ბი­ნეტ­ში სუფ­თად ჩა­ი­დი­ნოს და­ნა­შა­უ­ლი".

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თქმით, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა ე.წ. "თეთ­რი სა­ყე­ლოს" კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სტან­დარ­ტის ამაღ­ლე­ბის სა­კი­თხი. "სა­უ­ბა­რია, რომ "თეთ­რი სა­ყე­ლოს" კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამაღ­ლდეს სტან­დარ­ტი და­კა­ვე­ბი­სა და და­პა­ტიმ­რე­ბის კუ­თხით. სა­ერ­თო სტან­დარ­ტი მსოფ­ლი­ო­ში - ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში მი­უ­თი­თებს, რომ ამ ტი­პის და­ნა­შა­უ­ლებ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, არ იქ­ნეს და­კა­ვე­ბა-და­პა­ტიმ­რე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, წარ­სულ­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და და­ნა­შა­უ­ლის ტიპს და ყვე­ლას აპა­ტიმ­რებ­დნენ. კბი­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, გარ­კვე­ულ­წი­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­გან ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა ტენ­დენ­ცია შერ­ბილ­და.

"ჯერ კი­დევ გან­ვიც­დით იმ გავ­ლე­ნას, რაც გვქონ­და, ამი­ტომ ვიკ­რი­ბე­ბით, რათა ვიმ­სჯე­ლოთ, მაღ­ლა ავ­წი­ოთ სტან­დარ­ტი, რომ ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი ვი­ყოთ, თავი ავა­რი­დოთ და­კა­ვე­ბას. გა­მოვ­ყოთ კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რა შემ­თხვე­ვა­შია ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი და შე­ვე­ცა­დოთ, რომ ეს იყოს მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თი­ა­ნი პრაქ­ტი­კა", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბი­ან ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, შს და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ად­ვო­კა­ტე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო

არჩილ კბილაშვილი - მსოფლიოში რეკომენდებულია, რომ "თეთრი საყელოს" დანაშაულისას დაპატიმრება არ იყოს გამოყენებული

არჩილ კბილაშვილი - მსოფლიოში რეკომენდებულია, რომ "თეთრი საყელოს" დანაშაულისას დაპატიმრება არ იყოს გამოყენებული

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წინასწარი პატიმრობისა და გირაოს გამოყენების პრაქტიკაზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყების წინ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დანაშაული რამდენიმე კატეგორიად იყოფა. მისი თქმით, არსებობს ძალადობრივი და ინტელექტუალური დანაშაული. კბილაშვილის განმარტებით, ინტელექტუალური შესაძლებლობებით ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებს, ასევე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულებს, რომელიც მითვისებას, გაფლანგვას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ფიზიკური ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს, "თეთრი საყელოს დანაშაული" ეწოდება, "როდესაც ადამიანს შეუძლია კაბინეტში სუფთად ჩაიდინოს დანაშაული".

მთავარი პროკურორის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ე.წ. "თეთრი საყელოს" კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებით სტანდარტის ამაღლების საკითხი. "საუბარია, რომ "თეთრი საყელოს" კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებით ამაღლდეს სტანდარტი დაკავებისა და დაპატიმრების კუთხით. საერთო სტანდარტი მსოფლიოში - ევროპასა და ამერიკაში მიუთითებს, რომ ამ ტიპის დანაშაულებში რეკომენდებულია, არ იქნეს დაკავება-დაპატიმრება გამოყენებული", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე თქმით, წარსულში მნიშვნელობა არ ჰქონდა დანაშაულის ტიპს და ყველას აპატიმრებდნენ. კბილაშვილის განმარტებით, გარკვეულწილად აღნიშნული მემკვიდრეობისგან ახალი ხელისუფლება არ გათავისუფლებულა, თუმცა ტენდენცია შერბილდა.

"ჯერ კიდევ განვიცდით იმ გავლენას, რაც გვქონდა, ამიტომ ვიკრიბებით, რათა ვიმსჯელოთ, მაღლა ავწიოთ სტანდარტი, რომ ასეთი ტიპის დანაშაულებში მაქსიმალურად ფრთხილი ვიყოთ, თავი ავარიდოთ დაკავებას. გამოვყოთ კრიტერიუმები, რა შემთხვევაშია ეს აუცილებელი და შევეცადოთ, რომ ეს იყოს მთელ საქართველოში ერთიანი პრაქტიკა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

პროკურატურის ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი. შეხვედრას ესწრებიან ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის, შს და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები და ადვოკატები.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ