Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ორჯონიკიძე: "სასამართლო შსს-სა და პროკურატურის ნების აღმსრულებელია"
მაია ორჯონიკიძე: "სასამართლო შსს-სა და პროკურატურის ნების აღმსრულებელია"

რამ­დე­ნი­მე თვის წინ მხატ­ვა­რი ცოტ­ნე მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მისი საქ­მე რე­ზო­ნან­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი ის გახ­ლდათ, რომ ცოტ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლია. მისი ბე­ბია იზა ორ­ჯო­ნი­კი­ძე გახ­ლდათ, დედა კი, მხატ­ვა­რი და პუბ­ლი­ცის­ტი მაია ორ­ჯო­ნი­კი­ძეა, რო­მე­ლიც საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით გვე­სა­უბ­რა.

- ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ცოტ­ნე მა­მუ­ლაშ­ვი­ლი გა­ნათ­ლე­ბით მხატ­ვა­რია. 2005 წელს და­ამ­თავ­რა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია და მას შემ­დეგ ამა­ვე სას­წავ­ლებ­ლის პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და, სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან გრა­ფი­კას ას­წავ­ლი­და. შემ­დეგ ორი წელი რი­გით არ­ქი­ტექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და მე­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდში, 2011 წელს წა­მო­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან და ბოლო ერთი წელი კერ­ძო მოს­წავ­ლე­ებს სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან გრა­ფი­კას სახ­ლში ას­წავ­ლი­და. ცოტ­ნე არა­სო­დეს ყო­ფი­ლა პო­ლი­ტი­კით გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და თა­ვი­სი სამ­შობ­ლო. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს ორ­ჯერ მი­მარ­თა სამ­ხედ­რო პუნ­ქტს, რომ ომში წა­ეყ­ვა­ნათ, მაგ­რამ გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო უკან გა­მო­აბ­რუ­ნეს...

- რო­დის და­ა­კა­ვეს?

- 2013 წლის 14 თე­ბერ­ვალს, დი­ლის ოთხის ნა­ხე­ვარ­ზე, მისი მე­გობ­რის, სცე­ნა­რისტ მა­რია ექ­სე­რის სახ­ლში. იმ ღა­მეს სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბა უნდა და­ემ­თავ­რე­ბი­ნათ, სა­ავ­ტო­რო ფილ­მის გა­და­ღე­ბას იწყებ­დნენ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში. ღა­მის სამ სა­ათ­ზე მა­რია ექ­სე­რის ბი­ნა­ში გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ის ექ­ვსი თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­ვი­და და ცოტ­ნეს უთხრეს, რომ მოწ­მის სა­ხით გაჰ­ყო­ლო­და პო­ლი­ცი­ა­ში. მათ არ გა­ნუ­მარ­ტავთ, რა საქ­მე­ზე მიჰ­ყავ­დათ. იც­რუ­ეს, თით­ქოს მა­ნამ­დე ჩემ­თან სახ­ლში იყ­ვნენ და მოწ­მის სა­ხით გა­მო­ძა­ხე­ბის უწყე­ბა და­მი­ტო­ვეს, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში არ მომ­ხდა­რა. რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, ტყუ­ი­ლი იმი­ტომ დას­ჭირ­დათ, რომ და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი არ ჰქონ­დათ და ვერც ექ­ნე­ბო­დათ ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზის გამო, იმ მო­მენ­ტის­თვის მათ არა­ფე­რი გა­აჩ­ნდათ ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ჯაბა ლო­მი­ძის წე­რი­ლო­ბი­თი ჩვე­ნე­ბის გარ­და. ამ ე.წ. "ლომ­ბარ­დის და­ყა­ჩა­ღე­ბის" საქ­მე­ზე ოთხი ბრალ­დე­ბუ­ლი­დან ერთ-ერთი მან­ქა­ნე­ბის მღე­ბა­ვი ჯაბა ლო­მი­ძე გახ­ლდათ. მის­გან აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მო­ი­პო­ვეს, სა­დაც ის ბრალს აღი­ა­რებ­და და ცოტ­ნე­საც ადებ­და ხელს. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, იმ ღა­მეს პირ­ვე­ლი ჯაბა ლო­მი­ძე და­ა­კა­ვეს და გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ის მი­წის­ქვე­შა სარ­თულ­ზე ჯერ სცე­მეს და შემ­დეგ ე.წ. "დუ­ბინ­კით" აწა­მეს, რის შე­სა­ხე­ბაც ჯა­ბამ და­პა­ტიმ­რე­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ალექს შო­ში­კე­ლაშ­ვილს უთხრა, რო­მე­ლიც მას­თან სა­კან­ში შე­ვი­და. მე­ო­რე და­კა­ვე­ბუ­ლი "კა­ფელ­ში­კი" ხე­ლო­სა­ნი მა­მუ­კა ბა­ყაშ­ვი­ლი იყო, მე­სა­მე კი - ყო­ფი­ლი (2003 წლამ­დე) პო­ლი­ცი­ე­ლი ლაშა ჯამ­ბა­ზიშ­ვი­ლი. რო­დე­საც ჯაბა ლო­მი­ძე ე.წ. კრიმ­პო­ლი­ცი­ის პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­სა­კითხ ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნეს, მა­გი­და­ზე სამი ადა­მი­ა­ნის ფოტო და­უ­დეს, რო­მელ­თა შო­რის ერთ-ერთი ცოტ­ნეს ფოტო იყო და უთხრეს, რომ მას უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნა ავ­ტო­ლომ­ბარ­დის და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ საქ­მე­ში თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბად უნდა და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა. ლო­მი­ძის კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რის შემ­დეგ მას სცე­მეს და სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბას მი­აღ­წი­ეს მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ჯაბა ლო­მი­ძემ რამ­დენ­ჯერ­მე გო­ნე­ბა და­კარ­გა, მას ყელ­ზე "დუ­ბინ­კა" მრა­ვალ­ჯე­რა­დად მო­უ­ჭი­რეს.

- საქ­მე­ზე უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით მოგ­ვი­ყე­ვით...

- ჩემს შვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა გლ­დან­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ავ­ტო­ლომ­ბარდ "ვერ­ძის" და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ ყა­ჩა­ღო­ბა მარ­თლა მოხ­და და ცოტ­ნე ხე­ლოვ­ნუ­რად ჩას­ვეს ამ "საქ­მე­ში". დღეს კი უკვე აღარ მჯე­რა, რომ ლომ­ბარ­დი სა­ერ­თოდ და­ა­ყა­ჩა­ღეს. ყვე­ლა ავ­ტო­ლომ­ბარ­დში, კა­ნო­ნით, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა უნდა იყოს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც და­ა­ფიქ­სი­რებს მომ­ხდარს. სა­ეჭ­ვოა, რომ კონ­კრე­ტუ­ლად მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ ლომ­ბარდს არ აღ­მო­აჩ­ნდა კა­ნო­ნით სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­მე­რა - ამა­ზე 5000 ლა­რია ჯა­რი­მა და ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, გა­და­ი­ხა­და თუ არა ლომ­ბარ­დის მფლო­ბელ­მა, ვინ­მე გა­ლაქ­ტი­ონ გე­ლაშ­ვილ­მა ეს ჯა­რი­მა?

- ცოტ­ნე იც­ნობ­და სხვა და­კა­ვე­ბულ პი­რებს?

- მა­მუ­კა ბა­ყაშ­ვილს არ იც­ნობ­და, რაც შე­ე­ხე­ბა ჯაბა ლო­მი­ძეს, ცოტ­ნემ ის ლაშა ჯამ­ბა­ზიშ­ვი­ლის­გან 2013 წელს ძვე­ლით ახა­ლი წლის შემ­დეგ გა­იც­ნო. ჯა­ბამ ჩემი მან­ქა­ნის გა­კე­თე­ბა თა­ვად შეს­თა­ვა­ზა ცოტ­ნეს უსას­ყიდ­ლოდ, ლა­შას ახ­ლობ­ლო­ბის ხათ­რით. ოჯახ­ში ერთი მან­ქა­ნა გვყავს, ორი წე­ლია, გვერ­დი შე­ღუ­ნუ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ იქამ­დე არ მოგ­ვიც­ლია მის გა­სა­კე­თებ­ლად. ცოტ­ნემ ჯა­ბას შე­თა­ვა­ზე­ბა რომ გად­მომ­ცა, დავ­თან­ხმდი. ცოტ­ნეს მა­მას სა­ბურ­თა­ლო­ზე კერ­ძო სახ­ლი აქვს, დიდი ეზო­თი და სწო­რედ იქ ღე­ბავ­და ჯაბა ლო­მი­ძე ჩემს მან­ქა­ნას და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ლაშა ჯამ­ბა­ზიშ­ვილს, ის ცოტ­ნეს ამ­ხა­ნა­გის, კახა ჯამ­ბა­ზიშ­ვი­ლის ძმა იყო და ცოტ­ნე მას კა­ხას­გან იც­ნობ­და, თუმ­ცა მე­გობ­რე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლან და ხში­რად არ ხვდე­ბოდ­ნენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

მაია ორჯონიკიძე: "სასამართლო შსს-სა და პროკურატურის ნების აღმსრულებელია"

მაია ორჯონიკიძე: "სასამართლო შსს-სა და პროკურატურის ნების აღმსრულებელია"

რამდენიმე თვის წინ მხატვარი ცოტნე მამულაშვილი დააკავეს. მისი საქმე რეზონანსული რამდენიმე მიზეზით აღმოჩნდა. პირველი ის გახლდათ, რომ ცოტნე საზოგადოებისთვის ცნობილი ოჯახის შვილია. მისი ბებია იზა ორჯონიკიძე გახლდათ, დედა კი, მხატვარი და პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძეა, რომელიც საქმის დეტალებზე დაწვრილებით გვესაუბრა.

-  ჩემი ერთადერთი შვილი ცოტნე მამულაშვილი განათლებით მხატვარია. 2005 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ ამავე სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა, სამგანზომილებიან გრაფიკას ასწავლიდა. შემდეგ ორი წელი რიგით არქიტექტორად მუშაობდა მერიის განვითარების ფონდში, 2011 წელს წამოვიდა სამსახურიდან და ბოლო ერთი წელი კერძო მოსწავლეებს სამგანზომილებიან გრაფიკას სახლში ასწავლიდა. ცოტნე არასოდეს ყოფილა პოლიტიკით გატაცებული, მაგრამ ყოველთვის უყვარდა თავისი სამშობლო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ორჯერ მიმართა სამხედრო პუნქტს, რომ ომში წაეყვანათ, მაგრამ გამოუცდელობის გამო უკან გამოაბრუნეს...

-  როდის დააკავეს?

-  2013 წლის 14 თებერვალს, დილის ოთხის ნახევარზე, მისი მეგობრის, სცენარისტ მარია ექსერის სახლში. იმ ღამეს სცენარზე მუშაობა უნდა დაემთავრებინათ, საავტორო ფილმის გადაღებას იწყებდნენ უახლოეს დღეებში. ღამის სამ საათზე მარია ექსერის ბინაში გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ექვსი თანამშრომელი შევიდა და ცოტნეს უთხრეს, რომ მოწმის სახით გაჰყოლოდა პოლიციაში. მათ არ განუმარტავთ, რა საქმეზე მიჰყავდათ. იცრუეს, თითქოს მანამდე ჩემთან სახლში იყვნენ და მოწმის სახით გამოძახების უწყება დამიტოვეს, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. როგორც შემდეგ გაირკვა, ტყუილი იმიტომ დასჭირდათ, რომ დაპატიმრების ორდერი არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ ერთი მთავარი მიზეზის გამო, იმ მომენტისთვის მათ არაფერი გააჩნდათ ერთ-ერთი დაკავებულის ჯაბა ლომიძის წერილობითი ჩვენების გარდა. ამ ე.წ. "ლომბარდის დაყაჩაღების" საქმეზე ოთხი ბრალდებულიდან ერთ-ერთი მანქანების მღებავი ჯაბა ლომიძე გახლდათ. მისგან აღიარებითი ჩვენება მოიპოვეს, სადაც ის ბრალს აღიარებდა და ცოტნესაც ადებდა ხელს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ ღამეს პირველი ჯაბა ლომიძე დააკავეს და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მიწისქვეშა სართულზე ჯერ სცემეს და შემდეგ ე.წ. "დუბინკით" აწამეს, რის შესახებაც ჯაბამ დაპატიმრებიდან ორი კვირის შემდეგ უფლებადამცველ ალექს შოშიკელაშვილს უთხრა, რომელიც მასთან საკანში შევიდა. მეორე დაკავებული "კაფელშიკი" ხელოსანი მამუკა ბაყაშვილი იყო, მესამე კი - ყოფილი (2003 წლამდე) პოლიციელი ლაშა ჯამბაზიშვილი. როდესაც ჯაბა ლომიძე ე.წ. კრიმპოლიციის პოლიციელებმა დასაკითხ ოთახში შეიყვანეს, მაგიდაზე სამი ადამიანის ფოტო დაუდეს, რომელთა შორის ერთ-ერთი ცოტნეს ფოტო იყო და უთხრეს, რომ მას უნდა ეღიარებინა ავტოლომბარდის დაყაჩაღებაში მონაწილეობა და ფოტოზე ასახული ადამიანები ამ საქმეში თანამზრახველებად უნდა დაესახელებინა. ლომიძის კატეგორიული უარის შემდეგ მას სცემეს და სასურველი ჩვენების მიღებას მიაღწიეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯაბა ლომიძემ რამდენჯერმე გონება დაკარგა, მას ყელზე "დუბინკა" მრავალჯერადად მოუჭირეს.

-  საქმეზე უფრო დაწვრილებით მოგვიყევით...

-  ჩემს შვილს პროკურატურა გლდანში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ავტოლომბარდ "ვერძის" დაყაჩაღებაში ადანაშაულებს. თავიდან მეგონა, რომ ყაჩაღობა მართლა მოხდა და ცოტნე ხელოვნურად ჩასვეს ამ "საქმეში". დღეს კი უკვე აღარ მჯერა, რომ ლომბარდი საერთოდ დააყაჩაღეს. ყველა ავტოლომბარდში, კანონით, სათვალთვალო კამერა უნდა იყოს დამონტაჟებული, რომელიც დააფიქსირებს მომხდარს. საეჭვოა, რომ კონკრეტულად მაინცდამაინც ამ ლომბარდს არ აღმოაჩნდა კანონით სავალდებულო კამერა - ამაზე 5000 ლარია ჯარიმა და ძალიან მაინტერესებს, გადაიხადა თუ არა ლომბარდის მფლობელმა, ვინმე გალაქტიონ გელაშვილმა ეს ჯარიმა?

-  ცოტნე იცნობდა სხვა დაკავებულ პირებს?

-  მამუკა ბაყაშვილს არ იცნობდა, რაც შეეხება ჯაბა ლომიძეს, ცოტნემ ის ლაშა ჯამბაზიშვილისგან 2013 წელს ძველით ახალი წლის შემდეგ გაიცნო. ჯაბამ ჩემი მანქანის გაკეთება თავად შესთავაზა ცოტნეს უსასყიდლოდ, ლაშას ახლობლობის ხათრით. ოჯახში ერთი მანქანა გვყავს, ორი წელია, გვერდი შეღუნული ჰქონდა, მაგრამ იქამდე არ მოგვიცლია მის გასაკეთებლად. ცოტნემ ჯაბას შეთავაზება რომ გადმომცა, დავთანხმდი. ცოტნეს მამას საბურთალოზე კერძო სახლი აქვს, დიდი ეზოთი და სწორედ იქ ღებავდა ჯაბა ლომიძე ჩემს მანქანას დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება ლაშა ჯამბაზიშვილს, ის ცოტნეს ამხანაგის, კახა ჯამბაზიშვილის ძმა იყო და ცოტნე მას კახასგან იცნობდა, თუმცა მეგობრები არასოდეს ყოფილან და ხშირად არ ხვდებოდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია